ტექსტის ზომა + | -    → თბილისის ცნობარი   სიახლეების გამოწერა კომენტარების გამოწერა

გაიგე რა ღირს რეკლამა ამ ადგილას

O Cristo Redentor

Dornez → აგვისტო 26th, 2008

დღეს ალბათ შეუძლებელია რიო დე ჟანეიროს მის გარეშე წარმოდგენა.კორკოვადოს შვიდას მეტრიან მთაზე უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პიველად კათოლიკე მღვდელს-პედრო მარია ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა .ბოსმა დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესა,იზაბელს მიმართა.
იზაბელი დიდად არ დაინტერესებულა მისი იდეით,1889 წელს კი,როდესაც ბრაზილია რესპუბლიკა გახდა,პედროს სურვილის განხორციელება სრულიად შეუძლებელი ჩანდა,ვინაიდან ახალი კანონები მთავრობას და ეკლესიას ერთმანეთისგან ყოფდა.
კორკოვადოს მთაზე მონუმენტის აგების იდეა 1921 წელს “რიოს კათოლიკეთა წრეს” გაუჩნდა.ჯგუფმა ხელმოწერების და შემოწირულობების შეგროვება დაიწყო,რომ მთაზე ქანდაკების აღმართვა უზრუნველყოთ.შემოწირულობები ძირითადად ქალაქის კათოლიკეებმა გაიღეს.დიზაინერებმა მრავალნაირი პროექტი წარადგინეს:-ქრისტე გაშლილი ხელებით,ქრისტიანული ჯვრის სიმბოლო;ქრისტე დედამიწის მოდელით,გლობუსით ხელში;მსოფლიოს სიმბოლოს გამომსახველი ქანდაკება.
“მხსნელი ქრისტეს”(პორტ.O Cristo Redentor) ქანდაკება ამოირჩიეს.
ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ჰეიტორ და სილვა კოსტა იყო,ხოლო მოქანდაკე პოლ ლანდოვსკი,პოლონური წარმოშობის ფრანგი მოქანდაკე.მშენებლობამ ცხრა წელი გასტანა(1922-1931).ქანდაკება 250,000 $ დაჯდა.1931 წლის 12 ოქტომბერს O Cristo Redentor საზეიმოდ გახსნეს.
2006 წელს რიოს არქიეპისკოპოსმა,ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა-კათოლიკეებს მის ქვეშ ბავშვის მონათვლის და ჯვრის წერის უფლება აქვთ.
2007 წელს “მხსნელი ქრისტეს” ქანდაკება “ახალ შვიდ საოცრებათა” რიგში შევიდა.
2008 წლის,10 თებერვალს ქანდაკებას საშინელი შტორმის დროს მეხი დაეცა.ქანდაკებას არაფერი დამართნია.

ტეგები: , , ,

წააკითხეთ სტატია მეგობარს

კომენტარები: O Cristo Redentor

"თუ ტექსტში აღმოაჩინეთ შეცდომა, მონიშნეთ და დააჭირეთ ღილაკს Ctrl+Enter"

2 გამოხმაურება → “O Cristo Redentor”

  1. shotazi

    ძაან მაგარია, ჩემი ოცნებაა მაგ მთაზე ასვლა ძალიან ლამაზია რიო, სურათიც მაგარა მომეწონა.

  2. iako

    vocnebob . . . imedi maqvs amixdeba

დაწერე კომენტარი

მონიშნულის ციტირება