ტექსტის ზომა + | -    → თბილისის ცნობარი   სიახლეების გამოწერა კომენტარების გამოწერა

გაიგე რა ღირს რეკლამა ამ ადგილას

გალა-კ-ტიონი

Dornez → აგვისტო 28th, 2008

იმ დღეს ჩვეულებრივად გამოვიდა სახლიდან.დედამ თავზე ხელი გადაუსვა,
ჩანთაში ვაშლი ჩაუდო და კარი ფართოდ გაუღო.ისიც გზას ნელი ნაბიჯით გაუყვა.მიდიოდა ბებერი ჭადრების სამეფოში და უბიწო, უმანკო თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით. ნელი, გაუბედავი სიარული მას ანგელოზს ამსგავსებდა. აი, გამოჩნდა ის ნაცნობი ხეც, ორჯერ რომ გადაჭრეს და მაინც გაიზარდა.ჩვევად ჰქონდა-ხეს ორჯერ შემოუვლიდა და მერე გააგრძელებდა ხოლმე გზას.დღესაც ასე მოიქცა-ერთხელ შემოუარა და…დაინახა, ხო ის დაინახა…ის მთელი თავისი დიდებულებით-
-გაცვეთილი პიჯაკით,ღარიბული,ნახევრად დაფლეთილი შარვლით და მოშვებული წვერით.რაღაცამ მისკენ გადაადგმევინა ნაბიჯი-ერთი, ორი… და ესროლა გოგონამ…მზერა ესროლა. ისიც დაიჭრა და გაჩერდა,სანამ საპასუხოდ ესროდა,შეათვალიერა.-ჩვეულებრივი გოგონაა, თქვა მან ხმადაბლა-თუმცა…თვალები! გოგონას მიუახლოვდა, აკანკალებული ხელში აიტატა,
მწველი თვალები გაუსწორა და იმ წამს გაიცნო ერთადერთი ადამიანი,რომელმაც
მის მზერას გაუძლო.ამან გააოგნა და ბაგეები შეარხია:-გოგონა, ტყუილი იცი?
-…
-არა უშავს ,ცხოვრება გასწავლის…

და გალაკტიონიც ჭადრების ხეივანში გაუჩინარდა.

ტეგები:

წააკითხეთ სტატია მეგობარს

კომენტარები: გალა-კ-ტიონი

"თუ ტექსტში აღმოაჩინეთ შეცდომა, მონიშნეთ და დააჭირეთ ღილაკს Ctrl+Enter"

დაწერე კომენტარი

მონიშნულის ციტირება