მარიამობას გილოცავთ
Bekalius Kvartskhava → აგვისტო 28th, 2008პოსტი ცოტა დამიგვიანდა მაგრამ , მე მაპატიეთ.
ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ და მოვაყოლებ ვიკიპედიიდან წამოღებულ ინფორმაციას მარიამობასთან დაკავშირებით.
ქრისტიანული დღესასწაული წმინდა მარიამის მიძინების (გარდაცვალების) აღსანიშნავად იმართება 15 აგვისტო/28 აგვისტოს. მარიამობა ფერისცვალებასთან ერთად მოქცეული იყო სამეურნეო წლის დასასრულს, ყანებისა და ბაღ-ვენახების შემოსვლის აღსანიშნავად, ამიტომ ამ ციკლის რიტუალებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალ ხილს და ყურძენს.
მიუხედავად ეკლესიის მხრივ მკაცრი რეგლამენტაციისა, მარიამობის დღესასწაულში შემორჩენილია ნაყოფიერების, ხორციელი სიყვარულისა და შვილიერების ძვ., წინაქრისტიანული ორგიასტული დღესასწაულების ანარეკლი. მისიონერთა ცნობით, XVII საუკუნის სამეგრელოში აგვისტოს პირველ ორ კვირას, ე.წ. „მარაშინას“ (ე. ი. მარიამობას), მკაცრ მარხვას იცავდნენ. ამასთან ერთად მამაკაცები და ქალები ღამღამობით გადიოდნენ მინდვრებში, ღამეებს ათევდნენ ცეკვითა და საერო-სატრფიალო სიმღერებით, რასაც ეკლესია „ღვთის შეურაცხმყოფელ“ საქმედ თვლიდა. ასეთივე გადმონაშთები წმ. მარიამის კულტშიც არის შესული. მარიამი მიიჩნევა დედობისა და შვილიერების მფარველად, იგი, ან რომელიმე მისი იპოსტასი, თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოში თაყვანისცემა მამრ ღვთაებებთან ერთად როგორც მათი წყვილის ცალი და აუცილებელი თანმხლები ქალური საწყისი, სალოცავის დედა. მდედრი და მამრი ღვთაების, „მოდე-მოძმეთა“ ერთად თაყვანისცემის შემთხვევა აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც არის დამოწმებული. დასავლეთ საქართველოში წალენჯიხელი ქალები „მარაშინას“ ალერტის წმ. გიორგის სალოცავში ლოცულობდნენ. „ მარაშინა“ ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულად ითვლებოდა ილორის წმ. გიორგის სალოცავშიც. წმ. მარიამის „მისვლა“ წმ. გიორგის სალოცავში გავრცელებული მოვლენა ყოფილად ძველ საქართველოში, რაზედაც მეტყველებს კასტელის ალბომის ერთი მინაწერი — ვედრება ღვთისმშობლისადმი, რათა იგი მობრძანდეს და დაეუფლოს წმ. გიორგის ტაძარს. წმ. მარიამის დღესასწაულისა და კულტმსახურების ეს ელემენტები ემყარება წარმოდგენათა უძველეს ფენას, რომელიც განეკუთვნება ქრისტიანობის ხანაში ღვთისმშობლის მიერ ჩანაცვლებულ ღვთაებათა დედას, ბუნების დედურ ძალთა განმგებელს, ნაყოფიერებისა და გამრავლების ქალურ ღვთაებას. ამ უკანასკნელის კულტსაც განვითარების ხანგრძლივი გზა აქვს გავლილი.
ანალოგიური ვითარება დამოწმებულია სომხეთშიც, სადაც წმ. მარიამის დღესასწაული ჩაენაცვლა დიდი აღმოსავლური ქალღვთაების, ანაჰიტა-ანაიტისის დღეს. ეკლესია მოწადინებული იყო ამ არქქული ზეიმის დიდებულება ღვთისმშობლისათვის დაეკავშირებინა.
ქრისტოანობის ხანაში წმ. მარიამის დღესასწაულით შეიცვალა ძველ საბერძნეთსა და რომში გავრცელებული არტემიდასა და დიანას სახალხო დღესასწაულები, რომლებიც ზუსტად წლის ამ დროს იმართებოდა. ამ დღესასწაულებზე ჩირაღდნებით მოდიოდნენ, სწირავდნენ ხილს, ყვავილებს. ღვთაებათა ტაძრებს გარს ხეხილის ბაღები ერტყა. ამ ქალღვთაებებთან ერთად თაყვანსცემდნენ მათ თანმხლებ ჭაბუკ ღვთაებებს (არტემიდასი — იპოლიტე, დიანასი — ვირბიუსი), რომლებიც ბუნების აღდგენის მამრობით ძალებს განასახიერებდნენ. მარიამობამ შეინარჩუნა ძველი აგრარული მოტივები, მაგრამ საწყისთან ხორციელი სიყვარულით კავშირი შეიცვალა უბიწო ჩასახვითა და დედაშვილობის ზოგადი იდეით, თუმცა ქალწულობისა და უბიწოდ ჩასახვის იდეა უფრო მარტივი ფორმით ძველ რელიგიებშიც არის ცნობილი (მაგ., ქალწული არტემიდა, ატისის უბიწოდ ჩასახვა და ა. შ.).
ტეგები: 28 აგვისტო, მარიამის მიძინება, მარიამობა

სიახლეების გამოწერა


Rustavi 2
1 სტერეო
РТР-Планета
НТВ ( NTV ) მალე
ОРТ









ნიკის ჩასმა
yvelas gilocavt. : )