ტიესტო
Gi_iGi → აგვისტო 30th, 2008![]()
ტაის ვერვერსტი , ჰოლანდიელი ”დიჯეი”, რომელიც ცნობილია როგორც დიჯეი ტიესტო
დაიბადა 1969 წლის 17 იანვარს, ნიდერლანდების ერთ ერთ ქალაქ ბრედაში.
იგი პირველად 12 წლის ასაკში დაინტერესდა კლუბური მუსიკით, ცოტა მოგვიანებით , 20 წლის ასაკში კი სერიოზულად მოკიდა ამ საქმეს ხელი. ყველაფერი სასკოლო წვეულებებით, შემდეგ კი ოდნავ უფრო წინ სვლით ნიდერლანდების რამოდენიმე კლუბში დაკრული მუსიკით დაიწყო.
ტაის ვერვერსტი , ჰოლანდიელი ”დიჯეი”, რომელიც ცნობილია როგორც დიჯეი ტიესტო დაიბადა 1969 წლის 17 იანვარს, ნიდერლანდების ერთ ერთ ქალაქ ბრედაში.
იგი პირველად 12 წლის ასაკში დაინტერესდა კლუბური მუსიკით, ცოტა მოგვიანებით , 20 წლის ასაკში კი სერიოზულად მოკიდა ამ საქმეს ხელი. ყველაფერი სასკოლო წვეულებებით, შემდეგ კი ოდნავ უფრო წინ სვლით ნიდერლანდების რამოდენიმე კლუბში დაკრული მუსიკით დაიწყო. ამ დროს იგი მძიმე–ხაბერ კომპოზიციებს ქმნიდა , რომელიც ცნობილი იყო “ჯოკერ” და “დიჯეი ლიმიტედის” ფსევდონიმებით. მას თავიდანვე მოსწონდა მუსიკა რომელიც შეესაბამებოდა ასე თუ ისე ცეკვას, რისგანაც იყო განპირობებული მისი პირველი მიქსები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თავიდან ხშირად მიქსავდა მადონას სხვადასხვა სიმღერებს. იგი პირველად აღმოაჩინა ”ბესიქ ბიტ რეკორდინგზის” გენერალურმა მენეჯერმა და მისი დახმარებით მან პირველად გამოუშვა მისი პირველი დისკ–კრებული. შუა 1990-იანებში ტაისმა დაიწყო ტრანსის კომპოზიციების შექმნა და უკვე 1997 წლიდან გადაწყვიტა მეჯიკის სერიების გამოშვება. 1997 წელს არნი ბინკთან ერთად დააფუძნა სტუდია “ბლეკ ჰოულ რეკორდინგს”, სადაც შემდგომი პერიოდი მუშაობდა. მისი მეშვეობით ტაისი უშვებდა მუსიკებს სხვადასხვა ფსევდონიმებით. ამ პერიოდში, ტაისი, ტიესტოს ფსევდონიმით უშვებდა მეჯიკის სერიებს, რომელიც მოიცავდა შვიდ კრებულს, 1997 წლიდან 2001 წლამდე. შემდეგ, ტიესტო მუშაობდა სერიებზე In Search of Sunrise, რომელიც შეიცავდა ტიესტოს გამიქსულ მუსიკებს სხვადასხვა დიჯეის ალბომებიდან. 1999 წელს, ტიესტო გაერთიანდა ფერი კორსტენთან ტრანს დუეტში სახელად Gouryella. 1999 წლის ნოემბრიდან, იგი ყოველთვიურად გამოდიოდა, როგორც რეზიდენტი ლიდსში, ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღამის კლუბში. 1999 წელს, მან ასევე დაუკრა 12 საათიანი სეტი, რომელიც გახდა ყველაზე გრძელი კონცერტი ამსტერდამში. ტიესტომ გადაწყვიტა კონცენტრაცია მოეხდინა თავის პირად ნამუშევრებზე და დატოვა კორსტენი, იმისთვის რომ თავისით დაეწერა და გამოეცა Gouryella-ის შემდეგი სინგლები ჯონ ევბანკთან ერთად. Summerbreeze გახდა ტიესტოს სადებიუტო ალბომი, რომელიც გამოიცა ამერიკული ლეიბლით Nettwerk. ალბომში იყო შეტანილი მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რემიქსი Silence. ეს რემიქსი ოთხი კვირა იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო ათ ჩარტში და მესამე ადგილს მიაღწია ბილბორდის საცეკვავო ჩარტში. In Search of Sunrise 2 გამოიცა 2000 წელს, რომლის დროსაც ტიესტომ მოხსნა მსოფლიო რეკორდი, 31 ბიდონი რედ ბულის დალევით 24 საათში. შემდგომში მან აღიარა, რომ იგი აღარ ცდიდა ამ რეკორდის გამეორებას. ტიესტომ გადაწყვიტა, რომ შეექმნა შემცვლელი ლეიბლი სახელად ”მეჯიქ მიუზიკ”. ლეიბლმა დაიწყო ტიესტოს საკუთარი გამოცემების გამოცემა. მაგრამ მოგვიანებით მან გამოუშვა ფილტერჰედზის, ოლივერ ლიბის, მარკ ნორმანის, მოჯადოს, პინის და ჯეს ბრიდინის სიმღერებიც.
ტეგები: ხელოვნება

სიახლეების გამოწერა


Rustavi 2
1 სტერეო
РТР-Планета
НТВ ( NTV ) მალე
ОРТ









ნიკის ჩასმა
ჩემი პირველი სტატიაც ზერე იიიიზ :)