ტექსტის ზომა + | -    → თბილისის ცნობარი   სიახლეების გამოწერა კომენტარების გამოწერა

გაიგე რა ღირს რეკლამა ამ ადგილას

ყველაზე ძვირადღირებული ლუდი

ალხანიშვილი ოთო → აგვისტო 31st, 2008

ძველი დროიდან მოყოლებული ლუდი რჩება მსოფლიო ხალხების საყვარელ სასმელად. რა არ გამოიგონეს ლუდის გემო უფრო გემრიელი რომ გაეხადათ, მიუხედავად ამისა ლუდი ფასით ყველასთვის მისაწვდომი იყო ათასწლეულების განმავლობაში. ძვირადღირებული ლუდის დამზადება აზრად მოუვიდა ლუდის მწარმოებელ კომპანია Jacobsen Brewhouse-ს.

ეს კომპანია ამზადებს მსოფლიოში ცნობილ ლუდ Carlsberg-ს. იმისთვის რომ სკანდინავიური ღმერთების სასმელი უფრო უჩვეულო გაეხადათ, გადაწყვიტეს განსაზღვრული დროით შეენახათ სპეციალურ კასრებში, რომლებიც ლუდს განსაკუთრებულ არმოატს მისცემდა. კასრები მზადდება აზიური და შვედური მუხისაგან, პირველი ლუდს აძლევს ვანილის არომატს, მეორე – კარამელის. ღმერთების სასმელი მზადდება Maris Otter-ის ქერისაგან, და სვიას მოიპოვებენ რამდენიმე წყაროდან: Challenger, Target, Bramling Cross და Fuggles.

წელს გამოვიდა ამ ექსკლუზიური ლუდის პირველი სერია. მისი სახელწოდებაა Vintage Nr.1 და ეტიკეტზე გამოსახულია სკანდინავიური ღმერთი სიფი. ეტიკეტის მხატვარმა ფრანც კანიკმა შექმნა ეტიკეტის ოთხი სხვადასხვა ვარიანტი. ლიმიტირებული საკოლექციო ლუდი ერთ კვირაში გაიყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ბოთლი 270 ევრო ღირდა. გვპირდებიან, რომ მომავალ წელსაც გამოვა ლიმიტირებული საკოლექციო ლუდის ახალი სერია, რომელიც უფრო არომატული იქნება.

ძველი რეკორდსმენი ძვირადღირებულ ლუდში იყო ამერიკული კომპანია Samual Adams. მისი ფასი იყო 100 დოლარი. ლუდს არ ქონდა განსაკუთრებულ არომატი და ფასი გამოწვეული იყო ლუდის მაღალი გრადუსიანობით (25 გრადუსი) .

ტეგები:

წააკითხეთ სტატია მეგობარს

კომენტარები: ყველაზე ძვირადღირებული ლუდი

"თუ ტექსტში აღმოაჩინეთ შეცდომა, მონიშნეთ და დააჭირეთ ღილაკს Ctrl+Enter"

2 გამოხმაურება → “ყველაზე ძვირადღირებული ლუდი”

  1. shotazi

    vaime ra kargia, nerwyvi momadga :D

  2. luka

    auu mindaaa :)

დაწერე კომენტარი

მონიშნულის ციტირება