ინტერიერი როგორც დეპრესიისა და კონფლიქტების წამალი
შალუტაშვილი ლაშა → სექტემბერი 7th, 2009
ხანდახან ჩვენ სათანადოთ არ ვაფასებთ ჩვენი საცხოვრებელი ფართის ინტერიერს. ხშირ შემთხვევაში ავეჯის არასწორი განლაგება იწვევს დეპრესიასა და სხვადასხვა დაავადებებს. ასევე ცუდი განლაგება აისახება ოჯახის ურთიერთობებზეც. არსებობს პარადოქსი რომელიც მეცნიერულად დამტკიცებულია. არსებობს ორი ტიპის ადამიანი. პირველი რომელსაც არ შეუძლია იარსებოს ხალხთან ურთიერთობის გარეშე, ხოლო მეორე რომლებიც ვერ იტანენ სხვასთან ურთიერთობას. მაგალითად აუტანელი მეზობლები და ასე შემდეგ.
საკუთარი სივრცის პრობლემა.
პირველ რიგში საცხოვრებელი ფართი უნდა დაიყოს ზონებად. გააჩნია ოჯახში მაცხოვრებელთა რიცხვს. ასევე უნდა იყოს დარჩენილი ისეთი ტერიტორიები, რომლებიც იქნება საერთო. ასევე აუცილებლად ყოველ ოჯახის წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი საცხოვრებელი ოთახი. ცოლ-ქმარს კი ოთახთან ერთად ცალკე საძინებელი. ხშირ შემთხვევაში ეს შეუძლებელია, რადგან ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იქონიოს დიდი სახლი. ამის გამო ხშირია ოჯახებში კონფლიქტები.
ფორმალურად ადამიანს ეკუთვნის 1.5 კვადრატული მეტრი. ანუ აქ იგულისხმება ის ტერიტორია რომელიც მიიღება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ხელებს მის გასწვრივ აწევს. ეს არის ის ტერიტორია, რომელშიც შესვლა ნებართვის გარეშე არ შეიძლება. უნებართვოთ შეღწევას პირადი სივრცის დარღვევა ჰქვია.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მისაღებ ოთახში არ უნდა ეძინოს ცოლ-ქმარს. ისე როგორც მიღებული იყო ადრეულ პერიოდში. ეს აფუჭებს მათ შორის ურთიერთობას. საჭიროა ცალკე ადგილი სადაც წყვილი მოახერხებს განმარტოებას და მოსვენებას. უმჯობესია ისეთ ოთახში სადაც ხმა ნაკლებად შედის და კარგად იზოლირებულია.
თქვენი საკუთარი ცხოვრება სხვისგან დამალული უნდა გქონდეთ. არაა აუცილებელი ყველამ ყველაფერი იცოდეს თქვენზე. ხმის იზოლირება ასევე საჭიროა დიდების ოთახშიც,რადგან ხშირ შემთხვევაში უფროსები სიწყნარის მოყვარულები არიან და ვერ იტანენ ხმამაღალ მუსიკას, რომელიც გამოწვეულია ოჯახში ახალგაზრდის ყოფნით. იმ შემთხვევაში თუ ამ ყველაფრისათვის ოთახები არ გყოფნით აირჩიეთ ერთი ოთახი და მოაწყვეთ როგორც მოსასვენებელი ოთახი.
გოგოები მარჯვნივ ბიჭები მარცხნივ.
მამაკაცებს უყვართ დიდი სივრცის ფლობა. ინტერიერში მიიჩნევენ რომ ყველაზე კარგი ცივი ფერებია. ამის თქმა არ შეიძლება საპირისპირო სქესზე. მათ ურჩევნიათ თბილი მყუდრო გარემო და პატარითაც კმაყოფილდებიან. მათ ურჩევნიათ ნატურალური მატერია. ასე ვთქვათ საკუთარი ბუდის მოწყობა.
ერთ სახლში მაცხოვრებლები იყოფიან არა მარტო ასაკის მიხედვით, არამედ გემოვნების მიხედვითაც. მეცნიერულად დამტკიცდა, რომ ყველაზე ”კაპრიზნი” მაცხოვრებელი არის მოზარდი. იგი ყოველთვის უკმაყოფილოა და უნდა მეტი და მეტი.

სიახლეების გამოწერა


Rustavi 2
1 სტერეო
РТР-Планета
НТВ ( NTV ) მალე
ОРТ








