ტექსტის ზომა + | -    → თბილისის ცნობარი   სიახლეების გამოწერა კომენტარების გამოწერა

გაიგე რა ღირს რეკლამა ამ ადგილას

Led Zeppelin – ბიოგრაფია

Eleanor → სექტემბერი 12th, 2009

Led_Zeppelin_1979

ლედ ზეპელინი. . .…უდიდესი ჯგუფი. არაორდინალური სიტყვა მსოფლიო როკში. იდუმალი, ჯადოსნური, სხეულისა და სულის ამაფორიაქებელი. . . მუსიკის შემოქმედნი. ყველაფერი კი ასე დაიწყო:
 1968 წლის ზაფხულში, როდესაც ჯგუფი Yardbirds დატოვა ორმა წევრმა – კეიტ რელფმა და ჯეიმს მაკარტიმ, დარჩნენ ჯიმი პეიჯი და ბასისტი კრის დრეჟა. ჯიმიმ გადაწყვიტა ახალი შემადგენლობით ჯგუფის შექმნა, დაიწყო ვოკალისტის და დრამერის ძებნა. იმ ხანად მას გაგონილი ჰქონდა ახალგაზრდა, მეტად მომხიბვლელი ბიჭის, რობერტ პლანტის  გენიალური ვოკალური მონაცემების შესახებ, რომელიც ბირმინჰემში, იმ ხანად, ჯგუფ Hobbstwedle- ში მღეროდა. ჯიმი პეიჯი პიტერ გრანტთან ერთად (შემდგომში ჯგუფის პროდიუსერი) ეწვია პლანტს და მოისმინა მისი ნამღერი. ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ და რობერტს შესთავაზეს ახალი ჯგუფის ვოკალისტობა, 1968 წლის აგვისტოში, რაზეც იგი დათანხმდა. რობერტმა რეკომენდაცია გაუწია თავის ძველ მეგობარს, ჯონ ბონამს, რომელთან ერთადაც მოღვაწეობდა ჯგუფში Band Of Joy. ბონამმაც დადებითი პასუხი განაცხადა მიწვევაზე იმავე წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეთავაზება ჰქონდა სხვა ჯგუფებიდან, დიდი ანაზღაურებით. მოულოდნელად პროექტს გამოეთიშა ბასისტი კრის დრეჟა, რომლის ადგილიც ჯიმის ნაცნობმა ბასისტმა ჯონ პოლ ჯონსმა დაიკავა.

 შეიქმნა ახალი ჯგუფი სახელად The New Yardbirds 1968 წლის სექტემბერში. ოქტომბერში მათ უკვე ჩაწერეს პირველი ალბომი, რომელიც 30 საათის განმავლობაში იწერებოდა. იმავე თვეში ჯგუფის სახელი შეიცვალა და დაერქვა Led Zeppelin, რომელიც, შეიძლება ითქვას შერჩეულ იქნა ჯგუფ The Who-ს დრამერის ქეით მუნის მიერ, რომელმაც ჯგუფს ასე ვთქვათ ირონიულად უთხრა: ,,თქვენ ისევე გაფრინდებით, როგორც ლედ ზეპელინი”

1968 წლის ბოლოსთვის ჯგუფი დაუკავშირდა Atlantic Record_ს შეერთებულ შტატებში და უკვე ადრეულ 1969 წელს ისინი გაემგზავრნენ თავიანთ პირველ ამერიკულ ტურნეზე, რაც დაეხმარა მათ თავიანთი ალბომის დებიუტში. ალბომს სახელად დაერქვა უბრალოდ Led Zeppelin, იგი 2 თვის შემდეგ გამოვიდა. 1969 წელს ლედ ზეპელინი ტურნეებს აწყობდა ინგლისსა და შეერთებულ შტატებში. მათი მუსიკით აღფრთოვანებული იყო ყველა, კონცერტები 3 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ტურნეების განმავლობაში მათ ჩაწერეს მეორე ალბომი Led Zeppelin II, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში გამოვიდა. ეს ალბომი იყო მოულოდნელი და ამერიკის ჩარტებში გამოსვლიდან 2 თვის შემდეგ, 1 ადგილი ეკავა 7 კვირის განმავლობაში.  

 ჯგუფის მესამე ალბომის  Led Zeppelin III – ის ჩასაწერად ჯგუფი გაემგზავრა “Bron Yr Aur”-ში, უელსში, ყველასგან მოშორებულ სახლში, ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. იქ ჩაეყარა საფუძველი ბევრ გენიალურ აკუსტიკურ მელოდიას, (მაგალითად “Bron-Yr-Aur Stomp’’)  რომლებიც შეიცავდნენ კელტურ და ბრიტანულ ხალხურ სტილს.  მაშინ გამოვლინდა ჯიმი ფეიჯის უდიდესი ნიჭი. ეს ალბომი ჩაიწერა ‘’Atlantic Records’–ში 1970 წელს, გამოიცა იმავე წლის ნოემბერში.

ლედ ზეპელინის სხვადასხვაგვარი მისტიკური მისწრაფებები გამოვლინდა მათ მეოთხე ალბომში Untitled, რომელსაც მოიხსენიებენ სახელებით Zoso, Runes, Four Symbols ან უბრალოდ Led Zeppelin IV. ალბომი გამოვიდა 1971 წლის 8 ნოემბერს, იგი არის Hard Rock– ის სტილი. ალბომში შესულია ყველა დროის საუკეთესოზე საუკეთესო კლასიკური როკ სიმღერა Stairway To Heaven შემდეგი სტუდიო ალბომი იყო Houses Of  The Holy, რომელშიც იყო გრძელი სიმღერები, რომელიც ვრცელდებოდა სინთეზატორის საშუალებით, სიმის სექციები კი არანჟირებული იყო ჯონ პოლ ჯონსის მიერ. ასეთი სტილის სიმღერებია “The Song Remains The Same”, “No Quarter” და “D’yer Mak’er”.

ლედ ზეპელინმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა როკ მუსიკაში. მათმა 1973 წლის ტურნემ ამერიკაში არნახული სანახაობა ჩაატარა, ფლორიდაში ტამპას სტადიონზე, 56,800 ფანის წინაშე ატარებდნენ კონცერტს (გაცილებით მეტი იყო ვიდრე Beatles – ის კონცერტზე 1965 წელს).

1974 წელს ლედ ზეპელინმა გამოსცა საკუთარი ჰოლოგრამიული მარკა – “Swan Song”.

1975 წლის თებერვალში გამოვიდა ჯგუფის პირველი, ორ განყოფილებიანი ალბომი Physical Graffiti, რომელმაც წარმატება მოიპოვა ამერიკის და ინგლისის ჩარტებში. ლედ ზეპელინი ემზადებოდა 1975 წლის ტურნესთვის ამერიკაში, რასაც ხელი შეუშალა რობერტ პლანტის და მისი ცოლის ავარიაში მოყოლამ, საბერძნეთში.…ამის შემდეგ რობერტი ისვენებდა გარკვეული ხნის განმავლობაში. 1975 წლის ბოლოსთვის ჯგუფმა ჩაატარა 5 გენიალური საღამო გაერთიანებულ სამეფოში, Earls Court. ეს იყო პიკი მათი შემოქმედებისა და იმ დროისთვის ლედ ზეპელინი იყო მსოფლიოს უდიდესი ჯგუფი, რომელიც სამარადისოდ დარჩა…

1976 წლის გაზაფხულზე გამოიცა ჯგუფის შემდეგი ალბომი Presence, რომელსაც პირველი ადგილი ეკავა ამერიკასა და ინგლისში. ალბომმა დაიმსახურა მხურვალე მოწონება, იგი გახდა დასაბამი The Song Remains The Same – ის კინო -კონცერტის გამოშვებისა, რომელიც გამოჩნდა 1976 წლის შემოდგომაზე. თვითონ კონცერტი The Song Remains The Same ჩატარდა ნიუ იორკში 1973 წლის 27, 28 და 29 ივლისს. ეს არის ერთადერთი დოკუმენტური კინო-კონცერტი ჯგუფისა.

1977 წელს ჯგუფი გაემგზავრა ტურნეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩაატარა 5 საღამო, ჩიკაგოში, ლოს ანჯელესში და ნიუ იორკში. “Day On The Green” – ის ფესტივალზე, ოუკლენდში რობერტს მიუვიდა ამბავი თავისი 6 წლის ვაჟიშვილის, კერაკის მუცლის ინფექციით გარდაცვალებისა. ტურნე შეწყდა.  1977 წლის ნახევარი და 1978 წლის უმეტესი ნაწილი რობერტი იმყოფებოდა სრულ ,,იზოლაციაში,, ჯგუფს არ შეეძლო მუშაობის გაგრძელება. 1978 წლის ზაფხულში მათ დაიწყეს ჩაწერა შვედეთში ABBA – ს სტუდიაში. 1 წლის შემდეგ ჯგუფმა ჩაატარა მოკლე ევროპული ტურნე, შვეიცარიაში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, ბელგიასა და ავსტრიაში.

In Through the Out Door ლედ ზეპელინის მერვე ალბომი, რომელიც შვედეთში, Polar Studio – ში ჩაიწერა. ამ ალბომში კიდევ ერთხელ გამოვლინდა დრამერის ჯონ ბონამის ნიჭი. ალბომში წამოდგენილია რობერტ პლანტის მიერ მიძღვნილი სიმღერა All Of My Love, თავის შვილის მიმართ. ამ ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი ამერიკის და ინგლისის ჩარტებში. 

ამის შემდგომ,1979 წლის ზაფხულში, ჯგუფმა ჩაატარა რამდენიმე სანახაობა კოპენჰაგენში და აგვისტოში Knebworth – ში ჩაატარა 2 დიდი კონცერტი, რომელზეც 400,000 გულშემატკივარის წინაშე წარდგნენ. იმავე წლის ნოემბერშიც გამოიცა ალბომი In Through the Out Door.
ჯგუფი მოემზადა ახალი ევროპული გასტროლებისთვის, რომელიც 1980 წლის მაისში ჩაატარეს. ამის შემდგომ დაგეგმეს ამერიკული ტურნე, მაგრამ დიდმა უბედურმა შემთხვევამ საბოლოოდ ჩაახშო ლედ ზეპელინის მისწრაფებები. 1980 წლის 25 სექტემბერს, ჯიმი პეიჯის სახლში, დრამერი ჯონ ბონამი გარდაიცვალა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი. მისი სახით მსოფლიოს დააკლდა უდიდესი დრამერი, ლედ ზეპელინის წევრი და ადამიანი. ეს ძლიერ განიცადეს, რა თქმა უნდა, ჯგუფის წევრებმა, განსაკუთრებით რობერტ პლანტმა ის ხომ მისი დიდი ხნის მეგობარი იყო. 1 წლის განმავლობაში ჯიმი პეიჯმა და რობერტ პლანტმა მოღვაწეობა შეწყვიტეს, ვეღარ შეძლეს.

ბონემის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდგომ, ჯგუფმა გამოუშვა ახალი ალბომი Coda, რომელიც სხვადასხვა დროს ჩაწერილი კომპოზიციებისგან შედგებოდა. 

დაიშალა ერთიანი სული… პლანტმა, პეიჯმა და ჯონსმა განაგრძეს სოლო კარიერა. ჩაატარეს რამდენიმე კონცერტიც ერთად, მაგრამ არა ლედ ზეპელინის სახელით. მათ ბევრჯერ ჰქონდათ შეთავაზება, რომ სახელით Led Zeppelin მხოლოდ ერთი კონცერტი ჩაეტარებინათ,  მაგრამ ბონამის გარეშე ლედ ზეპელინი აღარ არსებობდა, იგი დარჩა დიდების მწვერვალზე, მხოლოდ სულიერად განაგრძობს მოღვაწეობას მათში და რა თქმა უნდა მრავალ ადამიანში…

ტეგები: ,

წააკითხეთ სტატია მეგობარს

კომენტარები: Led Zeppelin - ბიოგრაფია

"თუ ტექსტში აღმოაჩინეთ შეცდომა, მონიშნეთ და დააჭირეთ ღილაკს Ctrl+Enter"

3 გამოხმაურება → “Led Zeppelin – ბიოგრაფია”

  1. teona-z

    es zepirad vici…led zeppelin is the best… :

  2. Zeppelin

    au gaixaret ubralod imistvis ro iwvaled moipoved informacia da daweret didi madloba im adamians vinc iwvala am saqmeze aravin komentars ar wers magram dagifasda mainc magrad mesiamovna ar vici madloba rit gadagixado gaixaret saitis administraciam da kidev ertxe lim adamianma piradad vinc iwvala moidzia informacia da dawera…

  3. eleniko

    DZalian saintereso statiaa, DZalian mometona… Led Zeppelini dzalian miyvars… :-* !

დაწერე კომენტარი

მონიშნულის ციტირება