ახალი Walkman
შალუტაშვილი ლაშა → სექტემბერი 17th, 2009
კომპანია Sony-მ წარმოადგინა მისი ახალი Walkman NW-A840-ი. იგი არის 9 მილიმეტრის სისქის და აღჭურვილია OLED დისპლეით, გაფართოებით 240х400-ზე.ახალ მოდელს დამატებული აქვს S-Master ხმის გამაძლიერებელი. კომპლექტში მოყვება საკმაოდ კარგი ხარისხის ყურ სასმენი Sony MDR-EX300SL. რაც შეეხება მახსოვრობას იგი არის 16, 32 და 64 გიგაბაიტიანი. ახალ გაჯეტს შეუძლია გამოსახულების ჩვენება 720×480 (ტელევიზორში. ეს ხდება იმ შემთხვევაში თუ შეძენილი გაქვთ სპეციალური DOK-ი,რომელიც იყიდება ცალკე.) გაყიდვები დაიწყება 31 ოქტომბერს შემდეგი ფასებით: 260, 330 და 440 ამერიკული დოლარი. მახსოვრობის შესაბამისად. იქნება მხოლოდ ორ ფერში: ოქროსფერი და შავი.

სიახლეების გამოწერა


Rustavi 2
1 სტერეო
РТР-Планета
НТВ ( NTV ) მალე
ОРТ








