ცოტა რამ ჩინეთის შესახებ
nakafi → სექტემბერი 23rd, 2009
ფართობი: 9.597.000 კვ.კმ. საზღვრები: საზღვაო – 14,000 კმ; სახმელეთო – 20,000 კმ.
ბუნება: ორი მესამედი მთებსა და უდაბნოებს (მათ შორის გობის უდაბნო) უჭირავს. გეოგრაფიული რაიონები – აღმოსავლეთ ჩინეთი, ტიბეტის ზეგანი, კუნლუნის მთები და ჰიმალაები, ტარიმის და ჯუნგარის აუზები, შიგა მონღოლეთის პლატო, მანჯურია, ხუანხეს და იანძის აუზები;უმაღლესი მწვერვალი – ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი ტიბეტში (8.848 მ). მდინარეები (კმ) – იანძი 5.5; ხუანხე 4.7; ამური 4.3; მეკონგი 4.2კმ; ტბები (კვ.კმ) – ცინხაი-ჰუ 4.0, დონტინ-ჰუ 3.1, ლოპ-ნორი 2.5, ჰულუნ-ნორი 2.4, ტაი-ჰუ 2.24; კუნძული – ჰაინანი 33.67 კვ.კმ; კლიმატი – სხვადასხვა (ჰიმალაების, პოლარული, კონტინენტური, ზომიერი, ტროპიკული).
ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, რკინის მადანი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ვერცხლისწყალი, კალა, ვოლფრამი, მანგანუმი, მოლიბდენი, ვანადიუმი, ალუმინი, ტყვია, თუთია, ურანი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული რესურსები.
სახელმწიფო
სახელმწიფო სისტემა: სოციალისტური რესპუბლიკა.
სახელმწიფოს მეთაური: თავმჯდომარე ჰუ ძინტაო (HU Jintao, 2003-დან).
საკანონმდებლო ორგანო: სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრება (2985 წევრი, მსოფლიოში უდიდესი პარლამენტი).
ადმინისტრაციული დაყოფა
ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 23 პროვინცია (sheng – მათ შორის ტაივანი), 5 ავტონომიური რეგიონი (zizhiqu), 4 მუნიციპალიტეტი (shi), 2 სპეციალური ავტონომიური რეგიონი (ჰონკონგი და მაკაო).
ტაივანი – გუანსი-ჯუანი – შიგა მონღოლეთი – ნინძია-ხუეი – სინძიანი – ტიბეტი – ჰონკონგი – მაკაო
დემოგრაფია
ჩინეთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.
მოსახლეობა: 1.321.451 ათასი (2007), მათ შორის – ჩინელები – 92%. ეროვნული უმცირესობებია ტიბეტელები, უიღურები, ჩჟუანგები და მონღოლები.
ენები: სტანდარტული ჩინური (მანდარინი), ჩინური დიალექტები: კანტონის (იუე), შანხაის (ვუ), ფუჯოუს (მინბეი) და სხვა.
ქალაქები: პეკინი (6.619; აგლომ. 9.376); შანხაი (9.005; აგლომ. 12.040), ტიანძინი (4.333; აგლომ. 6.809), შენიანი (3.574; აგლომ. 6.473), უხანი (3.960; აგლომ. 4.496), გუანჯოუ (3.474; აგლომ. 5.280), ხარბინი (2.905; აგლომ. 4.493), სიანი (2.642; აგლომ. 2.988), ჩუნცინი (2.370; აგლომ. 7.039).
ეკონომიკა
ეროვნული პროდუქტი: მოცულობა – 1.055 მლრდ $ (მე-7 ადგილი); 1 სულზე – 860 $; სტრუქტურა (%) – სოფლის მეურნეობა 19, მრეწველობა 49, მომსახურება 32.
ექსპორტი: ჩაი, ხორცის პროდუქტები, შალი და ბამბა, ნავთობი, მინერალები, ქიმიკატები, მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია. ჩინეთი მარცვლეულის, ბრინჯის, ბამბის უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
ბიუჯეტი: 224,800 მლნ $.
ვალუტა: იუანი (CNY).

სიახლეების გამოწერა


Rustavi 2
1 სტერეო
РТР-Планета
НТВ ( NTV ) მალე
ОРТ








