ბუნების რამდენიმე შეცდომა
შალუტაშვილი ლაშა → დეკემბერი 4th, 2009
გაქვთ ორგანოები რომლებსაც საერთოდ არ იყენებთ? ალბათ ასე არ თვლით, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ რომ ეს ასეა. ჩარლს დარვინის თეორიის მიხედვით ადამიანს ბევრი გამოუყენებელი ორგანო აქვს, რითიც იგი მის წინაპარს ემსგავსება. აი მაგალითად როგორც ხვლიკის კუდი. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ და გიამბობთ ბუნების შეცდომების შესახებ.
განაგრძეთ კითხვა.
1) ადამიანის ბრმანაწლავი.
ცხოველებს ადამიანზე გაცილებით დიდი ბრმანაწლავი აქვთ, ისინი მას საჭმლის გადასამუშავებლად იყენებენ. ადამიანისათვის კი ამ ორგანოს არსებობა არც თუ ისე მნიშვნელოვანია, რადგან მას მის გარეშეც შეუძლია მიღებული პროდუქტის მონელება.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ორგანო ჩვენ მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ბოლო გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ბრმანაწლავი იმუნური სისტემისათვის გამოიყენება, რადგან იგი შეიცავს ლიმფოიდებს. საჭიროა თუ არა იგი, მაინც ხშირად გვახსენებს თავისი არსებობის შესახებ. ყოველწლიურად ტარდება ათი ათასობით ოპერაცია და ამდენივე ადამიანი იღუპება ამ ორგანოს გამო.

2)კაცები და მკერდი.
კაცები და მკერდი ყოველთვის განსაკუთრებული საკითხი იყო მედიცინაში. ასევე ყოველთვის მიდის დავა იმის შესახებ, ადამის ნეკნისგან შეიქმნა ევა თუ პირიქით? მეცნიერები მკერდის მოვლენას იმითი ხსნიან, რომ ქალიც და კაციც ემბრიონის სტადიაში ერთნაირ განვითარებას გადიან, სწორედ ამის გამოა, რომ ორივე სქესს აქვს მკერდი. ამასთან ერთად ხშირად კაცებსაც მოსდით რძე, რაც იმის ნიშანია, რომ მასში სერიოზული დაავადება მოქმედებს.

3) სიბრძნის კბილი
ამ კბილს ხშირ შემთხვევაში ორი მიზეზის გამო იხსენიებენ. პირველი- დიდი ტკივილია, როდესაც ისინი ამოდის, ხოლო მეორე იმის გამო, რომ ხშირად იგი ცუდი რაკურსით ამოდის, რის გამოც საჭიროა ექიმის ჩარევა ამ საქმეში და მისი ამოღება. საერთოდ რისთვის არის საჭირო ეს კბილები, ალბათ იმის გამო, რომ სტომატოლოგებს საქმე არ დაელიოთ. ესეც ალბათ წინაპრების დანატოვარია, როგორც სხვა დანარჩენი. მათ ხომ დიდი ყბა ჰქონდათ, არამგონია მათ ზედმეტი 4 კბილის გამო რაიმე პრობლემა შექმნოდათ. ასევე არსებობს სხვა ვერსიაც, იმ დროს ხომ არ ყოფილა კბილის პასტა სტომატოლოგიური კლინიკა და სხვა დანარჩენი, ამის გამო როდესაც ისინი სრულწლოვანების ასაკში კარგავდნენ სხვა კბილებს, ამოსდიოდათ ახალი 4, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ საჭმლის გადამუშავებაში.

4) ფრთები მათთვის ვინც არ ფრინავენ.
1798 წელს 60 წლით ადრე, ვიდრე გამოვიდოდა ჩარლზ დარვინის წიგნი, ფრანგმა მეცნიერმა ეტენ ჟოფეიმ ნაპოლეონთან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობისას, აღწერა ფრინველები. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ფრთები, ისინი არ დაფრინავდნენ, ესენი იყვნენ სირაქლემები. მეცნიერმა მათ შეცდომით სხვა სახელი დაარქვა. სირაქლემებს ანატომიურად აქვთ ფრთები, მაგრამ უფუნქციო. ასეთივე ფრთები აქვს თუთიყუშ კაკალოს. რაში სჭირდებათ მათ ფრთები? მეცნიერებმა არ იციან ამ კითხვაზე პასუხი.


სიახლეების გამოწერა


Rustavi 2
1 სტერეო
РТР-Планета
НТВ ( NTV ) მალე
ОРТ









ნიკის ჩასმა
bunebis shecdomaa nino gogoladze tu gogaladze. is dzalian borotia da tan suni asdis.eshmakis mociquli,cocxali boroteba.
ნიკის ჩასმა
erTi SesworebasaviT ki ara da didi Secdomis gamosworebasaviT: 1) ადამიანის ბრმანაწლავი am saTauris qveS albaT APENDIX(Wia danamati) igulisxmeba. magram ra azri aqvs racaa. orive saWiroa adamianisTvis. brma nawlavi sakmaod zomieri nawlavia da mdebareobs ileusisa da aswvrivi kolinjis sazgvarze,xolo brma nawlavis uSualo gamonazardi aris e.w Wia danamati, romelsac ratomgac yvela brma nawlavis saxeliT icnobs.
mosazreba, rom Wia danamati zedmeti warmonaqmnia, sakmaod moZvelebuli Sexedulebaa da wina saukuneebis erTgvaar atavizmad SeiZleba CaiTvalos. cdebiTa da faqtebiT damtkicebulia, rom es organo imunur procesebSi Rebulobs monawileobas…
ნიკის ჩასმა
stomatologebs isedac ar akliat saqme :))
ნიკის ჩასმა
გლანდები გამოგრჩათ!