eNews.GE - General Blog » ლიტერატურა

იყიდება საქართველო
აქ მინდა შემოგთავაზოთ, ერთი შესანიშნავი მოთხრობა, რომელიც მე პირადად ძალიან მომეწონა. წაიკითხეთ და ცოტა დაფიქრდით…

მოთხრობა ლაშა გვილიასი

იყიდება საქართველო

– იყიდება საქართველო !

– რა ღირს ?

– რაც გსურთ.

– ეგ როგორ?

– როგორც გსურთ.

– თუ იყიდება, ფასი არ გააჩნია ?

– კი, მაგრამ თქვენ სამშობლოს ფასი იცით ?

– რომ არ ვიცი რა ღირს მაგიტომაც გეკითხებით.

– მეც გპასუხობთ, აი ფასი !

– უკაცრავად, ვერ გავიგე, რას ნიშნავს “აი ფასი” ?

– არა, ბოდიში რა საჭიროა ? რომ ვერ გაიგეთ, ამიტომაც იყიდება.

– მე რომ ვერ გავიგე სამშობლოს ფასი, მაგიტომ იყიდება ?

– ბრავო ! ბრავო ! მიხვედრილი ბრძანდებით, მაგრამ უგუნური !

– შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ ?

– უკაცრავად, მაგრამ მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, უბრალოდ გითხარით ის,

რაც თქვენ მითხარით.

– და მე როდის გითხარით, უგუნური ვარ–თქო ?

– აბა, თქვენ არ მითხარით წერან, ვერ გავიგე სამშობლო რა ღირსო ?

– დიახ, მე გითხარით, მაგრამ ეგ უგუნურებაა ?

– ადამიანმა რომ სამშობლოს ფასი არ იცის, გონიერებაა მაგრამ…

– რა მაგრამ ?

– იქნებ ადამიანი არ ხართ ? დიახ, დიახ, იქნებ ადამიანი არ ხართ ?

–როგორ თუ ადამიანი არ ვარ, აბა ვინ ვარ ?

– მეც ეგ არ მაინტერესებს ?!

– თქვენ გიჟი ხართ, გიჟი–ი ! დამანებეთ თავი ! ვიღაც არანომრალური ხართ !

– კარგით, როგორც გენებოთ, თუ “სამშობლოს ფასის ცოდნა”  სიგიჟეა…  კარგად ბრძანდებოდეთ გენიოსო.

მორიგი მყიდველი, თუ გამვლელი გატრიალდა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარ  “სამშობლოს ფასის მცოდნე”

ადმიანთან საუბრის შემდეგ.

მოდის მორიგი მყიდველი.

– გამარჯობა.

– კაი გამარჯობა შენი.

– უკაცრავად, რაღაც მაინტერებს.

– დიახ, გისმენთ პატივცემულო.

– ამ აუქციონის მეპატრონე ვინ არის ?

– მეპატრონე რას ნიშნავს ? ანი ვის გამოაქვს გასაყიდად ?

– დიახ

– აა, გასაგებია. თქვენი სახელი ?

– ვაჟა.

– ერთი წუთით, – თქვა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარმა “სამშობლოს ფასის მცოდნე”  კაცმა, გააჩერა გამვლელები  და

ეკითხება: რა გქვიათ ? პასუხები კი შეუწყვეტლივ ისმის : გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა და ა.შ.  შემდეგ

მობრუნდა და ვაჟას ეკითხება:

– გავაგრძელო ?

– რა უნდა გააგრძელოთ ? ვერ გავიგე.

– კი, მაგრამ რა არის გაუგებარი ? თქვენ არ მთხოვეთ, მეთქვა თქვენთვის გამყიდველების ვინაობა ?

– კი, მაგრამ ეს გამვლელები რა შუაში არიან ?!

– და ვინ თქვა, რომ შუაში არიან, თავში არიან თავში ! თავიდან იწყება ყველაფერი, თავი აუფუჭებს აზროვნებას.

– ვერაფერი ვერ გავიგე, რა გინდათ, რას მეუბნებით ?

– მე რა მინდა, თქვენთვის რთული გასაგებია ? მე უბრალოდ გითხარით, რომ  შენ, გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა

და სხვანი ხართ გამყიდველები.

– მე არ ვარ გამყიდველი ! ალბათ ვიღაცაში გეშლებით, პატივცემულო.

– და ნიცშესაც ეშლებოდა : ხალხის ბრბოში, დღისით, მზისით ანთებული ლამპრით, დააყენა კაცი და უთხრა ხალხს:

თქვენ მოკალით ღმერთი. განა იმ ხალხმა იცოდა, რომ ღმერთს მკვლელები იყვნენ ? არა.  აბა რა აუცილებელია თქვენ იცოდეთ,

რომ გამყიდველები ხართ ?!

– უკაცრავად, მაგრამ მე რა შუაში ვარ ? ან ღმერთის სიკვდილთან ან სამშობლოს გაყიდვასთან ?

– ე–ე–ე , ხედავ, კაცმა სამშობლო მოკლა, გვამი გაყიდა და ღმერთს ცოცხალს დატოვებდა ? მაგრამ, ისე ეგეთს ღმერთი სადა ჰყავს ?

გულში ? არაა ! მანდ რომ ჰყავდეს, ადამიანი იქნებოდა.

ვაჟას არაფერი უთხვამს, ან რა უნდა ეთქვა რო ? , მაგრამ ირგვლივ შეკრებილი “მსმენელები”  ნელ–ნელა აზრზე მოდიან და

მიიწევენ წინ. ტრიბუნაზე მდგარ კაცს “რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა ” “ბაზრის გამყიდველებმა” “სიბინძურეში მოაქციეს.

ნელ–ნელა პრიზმიდან გამომავალი სინათლე ქრებოდა. ტრიბუნაზე მდგარი კაცი “რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა” გაქრა !

ოღონდ სად ?

– x ერთი, x ორი, x სამი,  გაყიდულია ! მძიმე ბრახუნის ხმა გაისმა… ” x ყველამ საკუთარ თავში ეძებეთ, ოღონდ ჯერ თავი ეძებეთ”

– თქვა და გაქრა. ოღონდ ვინ ?

ოღონდ ვინ ?