eNews.GE - General Blog » საქართველო

იყიდება საქართველო
აქ მინდა შემოგთავაზოთ, ერთი შესანიშნავი მოთხრობა, რომელიც მე პირადად ძალიან მომეწონა. წაიკითხეთ და ცოტა დაფიქრდით…

მოთხრობა ლაშა გვილიასი

იყიდება საქართველო

– იყიდება საქართველო !

– რა ღირს ?

– რაც გსურთ.

– ეგ როგორ?

– როგორც გსურთ.

– თუ იყიდება, ფასი არ გააჩნია ?

– კი, მაგრამ თქვენ სამშობლოს ფასი იცით ?

– რომ არ ვიცი რა ღირს მაგიტომაც გეკითხებით.

– მეც გპასუხობთ, აი ფასი !

– უკაცრავად, ვერ გავიგე, რას ნიშნავს “აი ფასი” ?

– არა, ბოდიში რა საჭიროა ? რომ ვერ გაიგეთ, ამიტომაც იყიდება.

– მე რომ ვერ გავიგე სამშობლოს ფასი, მაგიტომ იყიდება ?

– ბრავო ! ბრავო ! მიხვედრილი ბრძანდებით, მაგრამ უგუნური !

– შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ ?

– უკაცრავად, მაგრამ მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, უბრალოდ გითხარით ის,

რაც თქვენ მითხარით.

– და მე როდის გითხარით, უგუნური ვარ–თქო ?

– აბა, თქვენ არ მითხარით წერან, ვერ გავიგე სამშობლო რა ღირსო ?

– დიახ, მე გითხარით, მაგრამ ეგ უგუნურებაა ?

– ადამიანმა რომ სამშობლოს ფასი არ იცის, გონიერებაა მაგრამ…

– რა მაგრამ ?

– იქნებ ადამიანი არ ხართ ? დიახ, დიახ, იქნებ ადამიანი არ ხართ ?

–როგორ თუ ადამიანი არ ვარ, აბა ვინ ვარ ?

– მეც ეგ არ მაინტერესებს ?!

– თქვენ გიჟი ხართ, გიჟი–ი ! დამანებეთ თავი ! ვიღაც არანომრალური ხართ !

– კარგით, როგორც გენებოთ, თუ “სამშობლოს ფასის ცოდნა”  სიგიჟეა…  კარგად ბრძანდებოდეთ გენიოსო.

მორიგი მყიდველი, თუ გამვლელი გატრიალდა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარ  “სამშობლოს ფასის მცოდნე”

ადმიანთან საუბრის შემდეგ.

მოდის მორიგი მყიდველი.

– გამარჯობა.

– კაი გამარჯობა შენი.

– უკაცრავად, რაღაც მაინტერებს.

– დიახ, გისმენთ პატივცემულო.

– ამ აუქციონის მეპატრონე ვინ არის ?

– მეპატრონე რას ნიშნავს ? ანი ვის გამოაქვს გასაყიდად ?

– დიახ

– აა, გასაგებია. თქვენი სახელი ?

– ვაჟა.

– ერთი წუთით, – თქვა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარმა “სამშობლოს ფასის მცოდნე”  კაცმა, გააჩერა გამვლელები  და

ეკითხება: რა გქვიათ ? პასუხები კი შეუწყვეტლივ ისმის : გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა და ა.შ.  შემდეგ

მობრუნდა და ვაჟას ეკითხება:

– გავაგრძელო ?

– რა უნდა გააგრძელოთ ? ვერ გავიგე.

– კი, მაგრამ რა არის გაუგებარი ? თქვენ არ მთხოვეთ, მეთქვა თქვენთვის გამყიდველების ვინაობა ?

– კი, მაგრამ ეს გამვლელები რა შუაში არიან ?!

– და ვინ თქვა, რომ შუაში არიან, თავში არიან თავში ! თავიდან იწყება ყველაფერი, თავი აუფუჭებს აზროვნებას.

– ვერაფერი ვერ გავიგე, რა გინდათ, რას მეუბნებით ?

– მე რა მინდა, თქვენთვის რთული გასაგებია ? მე უბრალოდ გითხარით, რომ  შენ, გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა

და სხვანი ხართ გამყიდველები.

– მე არ ვარ გამყიდველი ! ალბათ ვიღაცაში გეშლებით, პატივცემულო.

– და ნიცშესაც ეშლებოდა : ხალხის ბრბოში, დღისით, მზისით ანთებული ლამპრით, დააყენა კაცი და უთხრა ხალხს:

თქვენ მოკალით ღმერთი. განა იმ ხალხმა იცოდა, რომ ღმერთს მკვლელები იყვნენ ? არა.  აბა რა აუცილებელია თქვენ იცოდეთ,

რომ გამყიდველები ხართ ?!

– უკაცრავად, მაგრამ მე რა შუაში ვარ ? ან ღმერთის სიკვდილთან ან სამშობლოს გაყიდვასთან ?

– ე–ე–ე , ხედავ, კაცმა სამშობლო მოკლა, გვამი გაყიდა და ღმერთს ცოცხალს დატოვებდა ? მაგრამ, ისე ეგეთს ღმერთი სადა ჰყავს ?

გულში ? არაა ! მანდ რომ ჰყავდეს, ადამიანი იქნებოდა.

ვაჟას არაფერი უთხვამს, ან რა უნდა ეთქვა რო ? , მაგრამ ირგვლივ შეკრებილი “მსმენელები”  ნელ–ნელა აზრზე მოდიან და

მიიწევენ წინ. ტრიბუნაზე მდგარ კაცს “რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა ” “ბაზრის გამყიდველებმა” “სიბინძურეში მოაქციეს.

ნელ–ნელა პრიზმიდან გამომავალი სინათლე ქრებოდა. ტრიბუნაზე მდგარი კაცი “რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა” გაქრა !

ოღონდ სად ?

– x ერთი, x ორი, x სამი,  გაყიდულია ! მძიმე ბრახუნის ხმა გაისმა… ” x ყველამ საკუთარ თავში ეძებეთ, ოღონდ ჯერ თავი ეძებეთ”

– თქვა და გაქრა. ოღონდ ვინ ?

ოღონდ ვინ ?

ქალების სახელმძღვანელო
1)ქალიშვილობა:

ქალიშვილობა, ჟღერს ისე თითქოს ეს განაჩენია. ხშირ შემთხვევაში მამაკაცები როდესაც იგებენ, რომ მანდილოსანი ქალიშვილია, იწყებენ ნერვიულობას. ეს უკავშირდება მამაკაცურ პასუხისმგებლობას. ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი წარუმატებლად მთავრდება შიშის გამო. მაგალითად კაცი ფიქრობს, რომ შეიძლება ტკივილი მიაყენოს მანდილოსანს ან რამე სხვა გააფუჭოს. გაინტერესებთ ალბათ როგორ ავიცილოთ ეს უსიამოვნება თავიდან. ეს მარტივია. თქვენ უბრალოდ თქვენი მეორე ნახევარი (ამ შემთხვევაში მამაკაცი) უნდა გააფრთხილოთ შესაბამისი სიტუაციის შესახებ. უნდა შეამზადოთ ფსიქოლოგიურად და მორალურად, რომ ამგვარი პრობლემები არ წარმოიქმნას.

2)საკუთარ თავში ეჭვის შეტანა:

ხშირ შემთხვევაში თქვენ იწყებთ ფიქრს, იმის შესახებ, რომ თქვენ ხართ მსუქანი ან პირიქით ძალიან გამხდარი, გაქვთ ცუდი თმები ან სულაც პატარა მკერდი (ბოლოს შენზე ვამბობ :)) )

ამის დაძლევა შეიძლება. იდეალური ადამიანი არ არსებობს. ყველას გვაქვს რაღაც ნაკლი და მინუსი. ხშირ შემთხვევაში გარეგნობა არ თამაშობს ურთიერთობაში მთავარ როლს (თუ საქართველოში არ ცხოვრობ) . ხშირად არის შემთხვევები, რომ ნაკლებად სიმპათიური ადამიანი შინაგანად უფრო კარგია, ვიდრე სექსუალური მამაკაცი ჟურნალის ყდიდან.

ჩაიხედე სარკეში, შეიძლება შენ თავს ზედმეტადაც აკრიტიკებ. იქნებ სულაც არ ხარ ცუდი და ეს შენ უბრალოდ გგონია. ყოველთვის მოიძებნება შენი შესაფერისი ადამიანი.

( გასაღდები ქინძო, მერე რა რომ დაბალი ხარ ეს ხომ საქართველოა)

ეძებე შენში გამორჩეული თვისებები, რითიც მოხიბლავ მამაკაცს.

3)გამოუცდელობა ლოგინში:

ხშირ შემთხვევაში მანდილოსანს ამის გამოცდილება არ გააჩნია. ნუ ინერვიულებთ ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. გაუზიარეთ თქვენი ფიქრები თქვენს მეორე ნახევარ. თუ მას უყვარხართ მაშინ იგი შეეცდება ეს პრობლემა გადაგაჭრევინოთ მარტივად.

4)კომპლექსი ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”:

კი კი ასეთი სახის კომპლექსი არსებობს ფსიქოლოგიაში. ნამდვილად არ ვისურვებდი ასეთ გოგონასთან ურთიერთობას. ვინც ასეთი სახის კომპლექსს განიცდის ნამდვილად უბედური ადამიანია. იგი ცხოვრების ბოლომდე უცდის თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, რომელიც წაიყვანს მას ციხესიმაგრეში და დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებენ ერთად. საქართველოს გადმოსახედიდან ასეთ შემთხვევაში ყველაფერი მთავრდება კაი შეკრული 07-ით და მაგარი ორ-ოთახიანით. თუ ასეთი ხარ და ამ სტატიას კითხულობ, მოეშვი ოცნებას და შეხედე ცხოვრებას რეალურად.(მუქ ფერებში :)) )

დასასრულს გეტყვით, შეიძლება ზიხარ კითხულობ ამ ყველაფერს და ფიქრობ: რა საცოდავები არიან ასეთებიო (ირონიულად) მაგრამ ადექი სარკეში ჩაიხედე იქნებ ფიცარი ხარ სულჩადგმული. თუ ამის გამოსწორება გინდა ამას მიმართე:

თბილისი, პეკინის 5. ტელ: (995 32) 424-005

esta@kuzanov.com

იკითხეთ გუგა კუზანოვი ეგ გიშველით :D :D :D

ჯვართამაღლებას გილოცავთ
ჯვართამაღლება, ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაული, რომელიც დგება ყოველი წლის 27 სექტემბერს (ძველი სტილით 14 სექტემბერს). მისი წარმოშობის შესახებ არსებობს სხვადასხვა გადმოცემა. ამათგან უფრო მიღებულის მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც იმპერატორი კონსტანტინეშ დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით – იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება “ჯვართამაღლება”.

ჯვართამაღლების დღესასწაული ორ დღეს მოიცავს: «წინადღე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა» – როდესაც დაწესებულია მკაცრი მარხვა (26 სექტემბერი)და «მსოფლიო ამაღლება პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა».

ტროპარი

აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვრითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და საფარველსა შენსა ქვეშე ჯვრისა შენისა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა!

კონდაკი

რომელი ამაღლდი ნებსით ჯვარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭე, ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა, და ძლევა მოჰმადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანა-შემწედ აქვს შენი საჭურველი მშვიდობისა, უძლეველი საძლეველი, ჯვარი შენი, ყოვლად-ძლიერი.

Geo Flash Mob
<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="425" height="344" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/bO1nakJpJ64&hl=ru&fs=1&color1=0x3a3a3a&color2=0x999999" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="425" height="344" src="http://www.youtube.com/v/bO1nakJpJ64&hl=ru&fs=1&color1=0x3a3a3a&color2=0x999999" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ქართველებმაც მოაწყვეს მინიატურული შოუ სახელწოდებით ”ფლეშ მობი” მეორე ვიდეოს სანახავად განაგრძეთ კითხვა.მართალია მეორე ვიდეო არ ეხება ფლეშ მობს,მაგრამ ამ ადამიანმა ძალიან მაგარი რაღაც გააკეთა. :D რის გამოც მე მას ვაღიარებ. თუ შეიძლება დაცინვების გარეშე ;) ნუ დაწერთ კომენტარში უცენზურო გამონათქვამებს.

<object classid="clsid:d27cdb6e-ae6d-11cf-96b8-444553540000" width="425" height="344" codebase="http://download.macromedia.com/pub/shockwave/cabs/flash/swflash.cab#version=6,0,40,0"><param name="allowFullScreen" value="true" /><param name="allowscriptaccess" value="always" /><param name="src" value="http://www.youtube.com/v/fRYqyWyIjok&hl=ru&fs=1&color1=0x3a3a3a&color2=0x999999" /><param name="allowfullscreen" value="true" /><embed type="application/x-shockwave-flash" width="425" height="344" src="http://www.youtube.com/v/fRYqyWyIjok&hl=ru&fs=1&color1=0x3a3a3a&color2=0x999999" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

უბრალოდ გაუცემელი კითხვები :)
კითხვები რომელიც ჩემთვის დაუსვიათ :)

კითხვები თქვენს ყველას ხო შენც !!! მონა მორჩილ საწყალ და შეუბრალებელ კომპიუტერს ეხება რომელსაც არც ერთი არ ინდობთ ხო შენც თავის მართლება არ გინდა ეხლა.

1. კლიენტი შემოდის მაღაზიაში და უნდა 80 GB იანი ოპერატიული მეხსიერება მაგრამ როგორ გინდა დააჯერო რომ ეს არის ვინჩესტერი და არა ოპერატიული თან ტიპს ისეთი სახე აქ რომ 101 % ჯერა რომ რასაც ამბობს ეგ უნდა :) არა ვერ დავაჯერეთ რომ სხვა დეტალი უნდა რა ვქნათ უკვე პრეტენზიები გაუჩნდა ჩვენი საყვარელი მეთოდი გავუშვით გვერდზე კომპიუტერულ ცენტრში მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის რომ სადღაცა მესამე ოფისიდან სკაიპში გვწერენ ეს ვინ არის ვეღარ ვიშორებთო ::)

2. კლინტი ქალი (ცოლი) შემოდის ყიდულობს სონის კინოთეატრს 4 საათში მოდის კაცი (ქმარი) შემდეგი საყვედურით თქვენთან ეს ტელევიზორი ყველანაირი კაბელის გარეშე აჩვენებდა ყველა არხს სახლში კი არაფერი არ აჩვენა ბრაკი მოგვეცით გინდა თუ არაო მიდი და დააჯერე ეხლა რომ არ იყო ბრაკი და ანტენა სჭირდება

3.  კლიენტმა იყიდა კომპიუტერი და 2 კვირა ჩვენთან დადიოდა და თამაშებს გვაწერინებდა მერე ვასწავლეთ :D

4. ერთი გვყავდა სამსახურში “შლოპანცებით დადიოდა და საქმის მაგივრად ვარქრაფტს და  ქაუნთერს თამაშობდა ” :D

5.  ერთმა კლიენტმა გოგო კომპი მოიტანა რაღაცა მაგარს ხმაურობსო და გვერდი რომ მოვხსენი ჯერ ქულერი ჩამოვარდა და მერე ყველაზე მაგარი რაც იყო ქულერში თმისამაგრი იყო გაჭედილი ასიანი ჯადო იქნებოდა :D : D:D

6. ერთი მირეკავს მობილზე და მეკითხება თუ როგორ ყენდება ოპერაციული სისტემა (გოგო) დავიწყე ახსნა რომ ჯერ ბიოსიდან უნდა მიუთითოს ან ფ8 ით :) 10 წუთი ვუხსნი მოკლედ უკვე როლებში შევიწერი და არაფერი რომ არ გამომდის ამ ზემოთ ხსენებულს ვეკითხები დისკი დევს საერთოდ მეთქი ? დისკი რათ უნდაო ეხლა გადმოვიწერე ინტერნეტიდან და დ დისკზე შევინახე დ დისკი ხომ არ იშლებაო :D ნუ მერე რა ვილაპარაკე იმას აღარ დავწერ :)/../..//.

7.  ერთ საიტზე შემომთავაზეს ადმინისტრატორობა დააყენეს დიზაინი საქმე კარგადაა დავიწყე სიახლეების დადება პროგრამების :) გავიდა ერთი დღე დიზაინი შეიცვალა და რატომღაც ყველა სიახლე წაიშალა მიზეზი ვიკითხე სერვერი დავირუსდა და :X … :D ო : .. : კარგი დაყენდა საიტის ძრავი ისევ დავდე სიახლეები ისევ მეორე მესამე დღეს წაიშლაა ყველაფერი და ბოლოს როგორც აღმოჩნდა ვინც ამას აკეთებდა ვერ გაარკვია მაისქლ რა იყო და საერთოდ სეიფ მოუდი რატომ იყო გამორთული ;X

მოდი ჯერ ამ სტატიაზე დამცინეთ და მერე თუ რამე გამოვა სხვას დავდებ :D

ეს არის ჩემი პირველი სტატია და იმედია უკანასკნელი არ იქნება :X

ეს ყველაფერი იმიტომ რომ საქართველოა
ეს ფოტოც იმიტომ რომ istockphoto-დანაა უფასოდ წამოღებული და გამოკრული საიტზე.

მხოლოდ საქართველოში გოგო ქალიშვილია მაგრამ სექსი hქონია.

მხოლოდ საქართველოში სხვისგან არ გასდით მარა თვითონ აგინებენ საკუთარ თავს

მხოლოდ საქართველოში ყველა ადნაკლასნიკებშია და ყველა ამბობს რო გოიმობაა

მხოლოდ საქართველოში არის 4 პრეზიდენტი ერთდროულად

მხოლოდ საქართველოში შეგიძლია თქვა რომ მართმადიდებელი ათეისტი ხარ მხოლოდ საქართველოში გრძელი თმა თუ გაქ გეი ხარ მარა თუ გრძელი თმა გაქ და კეპკა ამავდროულად თავზე თესლი ხარ

მხოლოდ საქართველოში როკი სატანისტურია მარა ბიტლზი მაინც მაგარია

მხოლოდ საქართველოში მარადონას თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელია

მხოლოდ საქართველოში ტატუ თუ აქ გოგოს ის კაცთანაა ნამყოფი და იასნია შენც მოგცემს იმიტო რო თუ 1 კაცთან არი ნამყოფი ხო იასნია რო ყველას აძლევს

მხოლოდ საქართველოში ყველას უყვარს გალაკტიონი მარა ნახევარზე მეტს არც ერთი ლექსი არ წაუკითხავს და მეორე ნახევარს კიდე გალაქტიონი ცოცხალი გონია

მხოლოდ საქართველოში სექსის მერე სიგარეტს ეწევიან და არ გააბაზროო ამბობენ

მხოლოდ საქართველოში სკაიპით იცნობენ ერთმანეთს მერე ხვდებიან ან მზიურთან ან რუსთაველის მეტროსთან რამე იაფასიან კაფეში შედიან. მერე ზასაობენ,

ბოლოს გოგო სახლში მიდის და დაქალს უყვება რო მაგარი ბიჭი გაიცნო და ისინი მუდამ ერთად იქნებიან, ბიჭი კიდე ბირჟაზე დგას და ძმაკაცებს უყვება

როგორ “გაზასა” მაგარი “დაზგა”

მხოლოდ საქართველოში ჰელოუინი სატანისტურია

მხოლოდ საქართველოში გონიათ რომ ყველა რუსი და უკრაინელი ქალის ნატვრაა რომ ვინმე ქართველი გამოიჭიროს და მასთან სექსით დაკავდეს

მხოლოდ საქართველოში Play Boy წამგებიანი პროექტი გამოდგა.

მხოლოდ საქართველოში შეიძლება გყავდეს შეყვარებული 3 წლის განმავლობაში და მაინც გჭირდება ქალებში სიარული იმიტომ რომ ჯერ ქორწილი არ ყოფილა *** !!!

მხოლოდ საქართველოში “ფასტფუდს” აზაკაზებ და 20 წუთი ელოდები

მხოლოდ საქართველოში შეიძლება გოგოს ელვის პრესლიზე მაგარი ბაკინბრდები ქონდეს და მაინც მოდელი იყოს !!!

მხოლოდ საქართველოში იმართლებ მათხოვართან თავს იმის გამო რომ ფული არ გაქვს

მხოლოდ ქართველს შეუძლია ერთჯერადი ცხვირსახოცი მრავალჯერ იხმაროს

მხოლოდ საქართველოში არსებობს ისეთი გენიალური პიროვნება როგორიცაა შალვა ნათელაშვილია

მხოლოდ ქართველ მშობელს შეუძლია უთხრას შვილს რომ მოწევა ცუდია და წინადადების ბოლოს სიგარეტს მოუკიდოს და ნაპასი ამოარწყას

მხოლოდ საქართველოში აქვთ ტაქსისტებს 2 წითელი დიპლომი

მხოლოდ საქართველოში Red Bull გთენთავს.

მხოლოდ საქართველოში ტრულაილას ფული არ უნდა.

მხოლოდ საქართველოში ირჩევენ სკოლის დირექტორებს ლოტოტრონით

მხოლოდ საქართველოში ცემენ სახალხო დამცველს

მხოლოდ საქართველოში შეიძლება ომი წააგო და გჯეროდეს რომ მოიგე

მხოლოდ საქართველოში ნიშნავს ქვეყნის სიყვარული ლიტერატურის და ფოლკლორის სიყვარულს

მხოლოდ საქართველოში ეუბნება ბიჭი გოგოს ვისაც არ უყვარდე ჩემდათვად იმის დადა შევეციო

მხოლოდ საქართველოში უყვება ბიჭი ძმაკაცებს რომ აი იმ გოგოს აკოცა და ეს ყველაფერი ბლატაობის დონემდე ყავს აყვანილი (მაშინ როცა სინამდვილეში შეიძლება არც უკოცნია…)

მხოლოდ საქართველოში შეიძლება უნაგავესი ადამიანი იყო და მერე ერთ დღეში ოპოზიციაში გადახვიდე და ხალხის მხარეს დადგე.. (ბენდუქიძე,ბურჯანაძე და კიდევ ბევრი..)

მხოლოდ საქართველოში უმიზეზოდ უბღვერენ ქუჩაში ერთამნეთს ადამიანები….

მხოლოდ საქართველოში ნაკურთხი წყლის აღებაზე რიგში შეიძლება იყოს ჩხუბი..

მხოლოდ საქართველოში სუფრაზე ქალის სადღგრძელოებს ამბობენ და მერე ის საცოდავი ალაგებს სუფრას, რეცხავს ყველაფერს და ქმარი კიდევ აგინებს მარილი აკლდა ფლავსო..

მხოლოდ საქართველოში აწერია ეკლესიებზე გიოს+ლიკა და 2ფაკი..

მხოლოდ საქართველოში მიდიან ბიძაშვილის მამიდაშვილი პაპიდის ქელეხში… და საერთოდაც ეს საშინელი ტრადიცია მარტო აქაა..

მხოლოდ საქართველოშია ვინც განსხვავბულ აზრს გამოთქვამს ყვავებივით დააცხრებიან და მიწასთან გაასწორებენ..

მხოლოდ საქართველოში ამაყობენ 800 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანით.. სამაყოა მაგრამ ამ 800 წლის მანძილზე არაფერი ყოფილა.. ეტყობა..

მხოლოდ საქართველოში “ემტერებიან” ერთმანეთს როკერები და რეპერები.. და აგინებენ..

მხოლოდ საქართველოშია ზეპირი (და არა ვირტუალური) სექსი, 10 ყვება 1 უსმენს

მყინვარწვერი
მყინვარწვერი (5047 მეტრი) ვულკანური წარმოშობისაა, იგი III მთაა სიმაღლით საქართველოში შხარასა და ჯანღას შემდეგ. მყინვარწვერზე რამდენიმე დიდი მყინვარია, რომელთა საერთო ფართობია 135კვ.კმ.

მთის ძირი დაახლ. 1770მ-ზეა. მყინვარწვერზე პირველ ამსვლელია მღვდელი იოსებ მოხევე ! ისტორიულ წყაროში ასეა დაწერილი:”იოსებ მოხევე. მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა და იხილა მუნ კრავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთცა არავინ აღსრულარს მთასა მას, და მოართო მეფისა ირაკლის ნაჭერი კრავისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთმოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა”.

დაახლ. 3800მ-ზე არის ბეთლემის გამოქვაბული, სადაც განდეგილი ბერები აფარებდნენ თავს, ამას ილიას ,,განდეგილიც’’ ადასტურებს, ამ მთასთან დაკავშირებულია მრავალი ლეგენდაც, მაგ: მყინვარწვერის კლდეებზე მიჯაჭვული პრომეთეს (ქართულში: ამირანის) და გაშეშებული გველეშაპის ამბავი და სხვა.

ამ მთაზე წინა საუკუნის პირველ ნახევარში აიგო მეტეოროლოგიური სადგური 3700მ-მდე, დღესდღეობით იგი მთამსვლელთა მთავარი ბანაკია. ხოლო 4000მ-მდე სიმაღლეზე დგას პატარა ეკლესია (თუ არ ვცდები 1996 წლის აგვისტოში დაიდგა)

გიორგი ზანგური
ზანგური პოეზია

ამ სტატიაში გაეცნობით ან უკვე იცნობთ ადამიანს რომელიც საკმაოდ ღრმა აზროვნებით და მარტივი სიტყვებით ქმნის ლექსებს, რომლებსაც ძლიერი იმუნიტეტი აქვთ.

გიორგი გელას ძე ზანგური

დავიბადე ქ. თბილისში 1982 წლის 14 ოქტომბერს

1998 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 141 საშ. სკოლა.

2000 წელს ჩავაბარე ქ. თბილის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტზე.

2004 წელს სამეფო უბნის თეატრში ვითამაშე შიო არაგვისპირელის მოთხრობის მიხედვით შექმნილ პიესაში “გიულიჰ” მიტროს როლი.

2004 წელს დავამთავრე ქ. თბილის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისს სამსახიობო ფაკულტეტი. უნივერსიტეტში ვითამაშე ვილიამ სომერსეტ მოემის პიესაში “ აღთქმული მიწა” ფრენკ ტეილორის როლი.

ასევე ჟან პოლ სარტრის პიესაში “ბუზები” იუპიტერი როლი

2005 წლიდან ვმუშაობ მიხელ თუმანუშვილის სახ.კინო მსახიობთა თეატრში. ამავე წელს ვითამაშე ქეთი პატარაიას პიესაში “ხვალ შობაა” ლეო ტაბიძის როლი.

2006 წელს გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული “ჩემს თანადედამიწელებს”

2007 წელს დაიდგა ცვლილებების თეატრში ჩემი პიესა “დონორები”

2007 წელს ვიყავი მიწვეული ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ.დრამ.თეატრში სადაც ვითამაშე ნინო სადღობელაშვილის პიესაში

“ ბამბაზიის სამოთხე” ბათუ არჩბას როლი.

2007 წელს გამოვიდა პოეტთა ორდენ სამკაულის კრებული

“ამიშვი ცამდე”

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს

კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,

გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი

შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ

გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,

ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?

მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება

და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.

თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი

ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,

რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!

არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.

ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე

იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,

თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,

მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.

ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,

ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,

თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა

“რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო

ქალაქი სადაც..

ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას-

ქალაქს, რომელსაც დაუნგრიეს სიცილის სკოლა,

სიზმრის მოყოლად გაუმხილეს მტერს ისტორია

და ყოველ ღამეს ტრადიციათ გადექცათ სროლა;

სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას

და პოეტები განთიადებს აღარ ხვდებიან,

სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება

და ლოლოები მაისშიაც აღარ დნებიან.

ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,

ყვავილის ნაცვლად რომ მიართმევს გატეხილ სარკეს

იქ სადაც კვდება მიჯნურებში ალერსის ნიჭი

და ბუხრის შეშად უკეთებენ ბალზაკს და მარკესს.

ქალაქს რომელსაც სასაფლაოს გალავანი აქვს

და მტრედებს ჭამენ ისე შიათ დაკარგვა რწმენის,

ღამე კახპებით დატვირთული ქარავანია,

სადაც სიცოცხლე – სულელია,სიკვდილი – ბრძენი.

სადაც ყოველთვის საუბრობენ ძალიან ცოტას,

მაგრამ ნერვებით,ერთმანეთის ზიზღით,ხმამაღლა,

სადაც სიკეთე გამოცდაზე აბარებს ცოდვას

და სიყმაწვილე ნაოჭებმა მტვერში დამარხა.

ასეთ ქალაქში შემოფრინდა ზაფხულის მაცნე,

პეპლების გუნდით, ყვავილების ლურჯი ნიავით,

იწრიალეს და საღამომდე ვერაფრით გაძლეს

ქალაქში, სადაც ვერ იპოვეს ადამიანი…

შენს ძუძუს თავებს-

ალუბლის მარცვლებს

დავკოცნი როგორც

ლალის საყურეს.

მზე ასუფთავებს

ვნებებს და განცდებს

და აღზნებული ტანზე დაგყურებს.

შენ გაშლი მკლავებს

ფეხებს და თრთოლვით

დაუცდი ნუშის

დაკვირტულ რტოებს.

გაზაფხულს კლავენ

უხეში თოვლით

და როგორც გუშინ

მე გტოვებ!გტოვებ!

მე მოვალ დილით,

როდესაც შენში,

სიზმარი ბოლო

აკორდს აიღებს..

და ისევ შიშველს

აგიყვან ხელში,

შერცხვება თოვას

და გადაიღებს.

მიგაწვენ ვარდის,

ფურცლების ზვინთად,

ხარ – ირემივით

მოგიძოვ ვნებას

და ისევ ბარდნის,

და შენთან მინდა,

და რაღაც ჩვენზე

უზომო ხდება.

მზე დადნა

შენი განცდების ცქერით,

გაიძრო ზეცა

და შენსკენ მოდის

და ვდგავარ,

როგორც სამყაროს მცველი,

და ვიბრძვი

შენი სურნელის ტოტით..

ყვავილების გვირგვინი

მუცლიდან გარეთ,

გარედან შინ,

რწევა აკვანში

რწევა აკვანში

რწევა აკვანში.

დედის გარეშე

პირველ ნაბიჯებს

სწავლობ მანეჟში,

სიტყვის უაზრო

ისმის თამაში:

მინდა “ატაში”.

სკოლიდან სახლში

მარტო მიდიხარ,

უკვე დიდი ხარ,

თანაც ხიდი ხარ,

როცა მამიკოს

ლანძღავს დედიკო,

ყვავილებს ჩუქნი

კლასელ მედიკოს

არ იცი რატომ.

თანდათან პალტო

მოკლდება ტანზე,

წარმოდგენებმა

საკუთად თავზე

უცებ იმატა,

და გაგინათა აზრებმაც

გონი, მეგობრობაში

ჩახვედი კონი-

გამსკდარი ტუჩი

და შეუერთდი

ქუჩის დარაჯებს,

ბირჟას ამაგრებ.

თუთუნს არ აკლებ

რგოლებს და ნაფაზს,

ყვავილებს უკვე

უგზავნი მაკას.

წვერგაპარსული

ამთავრებ სკოლას,

და შენთან ბრძოლა

ბეზრდება ყველას,

თან შენს მაგივრად

გამოცდება ღელავს

მთელი ოჯახი.

თურმე ყოჩაღი

ბიჭი ყოფილხარ,

სტუდენტი გახდი

და შენთვის ნაღდი

საჩუქარია

ქეიფი, ღვინო,

ყვავილებს შენგან

ღებულობს ნინო-

შენი კურსელი.

ტუჩებს უსველებ

ლამაზ გოგოებს

და კარუსელი

ნაზად ტრფიალებს.

თამადა დაცლის

სავსე ფიალებს,

შენა ხარ ქმარი,

ყვავილის ბუკეტს

ზურგს უკნ ისვრის

თეთრონი მარი.

მუცლიდან გარეთ,

გარედან შინ,

რწევა აკვანში, რწევა აკვანში,

რწევა აკვანში.

გეყოლათ ბავშვი,

ცოლი კი შალში

გახვეული,

დაღლილი გიცდის,

სხვა ქალი გიწვდის

გაშლილ მკლავებს

და შენ ღალატობ.

მერე მთელი ღამე

ცოლთან კამათობ

ქალის არომატს

სუნამოს თმაში.

სული უბერე

ლოგინზე ჩამქრალ

ჭიაკოკონას

და პაწაწინა გაჩნდა

გოგონა,

სახელად ქეთი,

ყველაზე დიდი

სიხარული,

ყველაზე მეტი.

შენი ცხოვრება

ტრიალებდა

ბორბალი დროგის.

დრო კი…ოთახში

შვილიშვილი დარბოდა

ცელქი.

შენ თითქოს ქერქი

გაგიმაგრდა,

ითვლი ჭაღარებს,

კვირტი გახარებს

მოხუც ბაბუას,

ჭადარის კვირტი.

ქარს დაუკვირდი

-მოგონებას,

ფოთლებს გაგაცვენს,

საფლავს ჩაგაწვენს

და ყვავილების დაგადგამს

გვირგვინს.

სიჩუმე ირგვლივ…

მუცლიდან გარეთ,

გარედან შინ.

რწევა აკვანში,

რწევა აკვანში, რწევა აკვანში

არგრძნობის ქალაქში სიყვარულს არ ცნობენ,

არ ცნობენ იმ ნაცნობ ხეივანს,

სადაც გაზაფხულზე კოცნები ანცობენ

და ნუში კვირტობას ზეიმობს.

წყვილები პაემანს ნიშნავენ მოწყენით,

საათის ისრებმა დროება გაცვითა,

ლურჯ ღამის ლარნაკში

ყვავილებს მოსწყდებით

ცრემლებად ღაწვიდან.

აღარ მაქვს ქალაქის განწყობის ატანა,

ატმებით ვეფერე,დახორკილ ატმებით,

ყანწივით ქვეყანა რომ შემომატარა…

ზოგჯერ რა უაზრო სურვილით ატყდები…

მე მინდა გაჩუქო სამყაროს ნაწილი

მე რომ არ მეკუთვნის არცერთი მტკაველი.

არც მინდა,მეყოფა სამშობლოს მანძილი

ყანები,სიბრძნისგან დახრილი თავებით!

მე სუნთქვაშეკრული დავაკვდი ბასიანს,

აჯანყდა სისხლი და ძარღვებში ომია,

ვენახის დალალებს თმალერწამგაზიანს,

ვენაცვლე!…რა ტკბილი მტევანი ჰქონია!

ო,ერთხელ მე თქვენი ქეიფი მანახა,

რითი სვამთ-ჭიქით თუ კრამიტზე მდინარით?

ვინ არის ის გმირი,მიწა რომ გალახა

და მთები დასივდა,გინახავთ?ვინ არის?

უსმინეთ!… ქართველი ღიღინებს “გუთანოს”,

ხარები შეუბამს ნახევარმთვარეში,

ცა მინდა სახნავად რომ ჩამოვუტანო_

ვარსკვლავებს დათესდა დალოცვილ მხარეში.

ნუშმა იმრუშა მდიდარ აპრილთან

და უკანონო ეყოლა კვირტი.

ჭერამი იცვამს პერანგს ყვავილთა,

ატამს გაუბა ნიავმა ფლირტი.

ალუბლის ყვავილს ფუტკარი წველის,

ვაშლის ტოტებზე დახტის ბეღურა,

ტირიფმა ხშირი მოუშვა წვერი,

ალუჩას ქუდად ნისლი ეხურა.

მიეყრდნო ღობეს დაღლილი თხილი

მზემ ხელის გულზე შინდი დაისვა.

თუთას დააჯდა პეპელა ფრთხილი

და ბაღმა ჩუმად გაიმაისა…

გაზაფხულია!

დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს,

მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა,

ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ,

დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.

იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა,

ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი

წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა

გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.

ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს,

მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს,

ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს

და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.

წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს

ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა

და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო

და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა

დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ

და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას,

ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა,

ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას

და ისევ ფიქრი, სხვების ნაცვლად ტკივილის განცდა,

ტარება უცხო სიზმრებიდან სხვათა გმირების,

ყველა სურვილი სხეულიდან ღილივით ამწყდა,

უკმაყოფილო სტუმარივით გარბის კვირები.

მტერივით ვებრძვი ჩემს ოთახში გამომშრალ ჰაერს

ვუკაწრავ მუცელს შხამიანი ფრაზების დაშნით,

შურისძიებით გონდაკარგულს მოვგავარ ლაერტს

და სიკვდილივით მე დედოფლის ბაგეზე დავშრი.

მივაწყდი სარკმელს, წავიკითხე ვარსკვლავთა ქვები

გარდაცვლილ მზეთა სასაფლაოს მოჰგავდა ზეცა

და გამითეთრდა ერთ ღამეში შიშისგან თმები

და იმ წამივით კვლავ სარკეში ჩახედვის შემრცხვა.

ქურდი

“ლოგინს შეეპარა გლეხის გოგო

ისე თამამი და კალმახური

ტანზე არ მაკმარა საბანი და

თავის სიმხურვალეც დამახურა.

ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,

როგორც ქალწულობის მიტოვება,

ჩემზე გაიზმორა დალოცვილი

ისე ვნებიანად იტორება?!

სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-

ველურ ყვავილების სატევარი

ჩემდა უნებურად გავიფიქრე

“ღამე გამიხდება სათევარი”.

ისე დამათენა ამბორები,

ისე გადიპარა აივნიდან,

მისი უტაქტობის მონატრება

ვიცი არასოდეს გაივლიდა

დამმშვიდობებოდა მაინც! ”

სადმე მიპოვე შენს ოთახში

ჩუმად,ალერსით.

იქნებ კედელზე გაელვებად

გადავიარე.

იქნებ მთვარე ვარ

ვარსკვლავებში ამონალესი,

იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი

სუსტი ნიავი.

კარგად მოძებნე ჩემი თავი

ყველა საგანში,

იქნებ სარკეში დამინახო,

იქნებ თაროზე

და კოცნის გემო მოგივიდეს,

იქნებ მადაში,

თვალებს ფერები გამოსტაცო

საავგაროზე.

მთელი წინა დღის ისტორიას

ყვება მაგიდა

გაშილი ფურცელზე გაფანტული

მშრალი ფრაზებით…

ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა

იქნებ არ გინდა?

მაშინ კარებზე ურდულივით

ჩავირაზები

და არ გაგიშვებ არასოდეს

არცერთ სიზმარში

არცერთ ოცნებას არ დაგაცდი,

რომ იოცნებო.

რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას

დილით ცის მარში?

რომ არ მომძებნო?

არა ამას მე ვერ ავიტან.

გადააქოთე მთელი სახლი

მიპოვე სადმე,

იქნებ წამი ვარ

საათზე რომ უკვე გავიდა,

იქნებ სანთელი სადაცაა

რომ უნდა დადნეს.

სადმე მიპოვე სულერთია,

გინდაც უხეში,

ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად

ამომიყვანო;

მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში,

იქნებ გაკოცო მოგეხვიო

და შეგიყვარო.

თქვენ უფროსი ხართ

ჩემზე ასაკით,

გამოცდილება მოგიხდათ მის ;

რაც გამიცანით

ვიცი მას აქეთ,

თქვენი თVალები პატარად მთვლის.

დახევდით ნეტა

ბარათებს-დროს?

დააბრუნებდით თავიდან წამს?

ვიცი მეტყოდით:

“როდესაც თოვს,

მე შენი ცხელი ალერსის მწამს!”

ქალიშვილივით დაუწყებთ ცვლას,

ტანსაცმელსა და

საცვლების ფერს.

და თქვენი ვნების მიწიერ ძვრას,

დაგიკოცნიდით-

ურძეო მკერდს.

დატოვებთ ტიტულს-ვალდებულ ცოლს?

დაიწყებთ ღამით

ხალების თვლას?

მოზილავთ ღრუბელს-უფორმო ცომს?

დაუწყებთ მთვარეს

სხივების თლას?

გაგიშიშვლებდით ლექსივით ტანს,

დაგიფარავდით სარცხვენელს ფრთით;

შეგაყვარებდით როგორმე თავს

პატარძალივით

კანკალებთ,თრთით.

თქვენ უფროსი ხართ

ჩემზე ასაკIთ,

მაგრამ მკერდის ქვეშ გიკოცნით ხალს.

რაც გაგიცანით

ვიცი მას აქეთ,

ვეღარ უყურებთ თვალებში ხალხს …

ჰაერობანა

-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ?

-როგორ ,არ ვიცი?

-სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი,

ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს.

-რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე,

შენი თამაშის მე აღარ მჯერა.

-ნახე, მთვარეა როგორი სავსე

გეთამაშები გინდა ბალიბოლს?

-ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი!

-ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს!

-გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი.

-მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას,

გინდა თამაში დამტვრეულ გემში?

-რომ დაგვინახონ?

-ო,არა უშავს.

-ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ.

ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა?

-გინდა გამთბარი ჰერი ყურში?

-ჩურჩულობანას თამაში გინდა?

ყოფნა ყველაფერში

გავხდები: შენი რიგითი წუთი,

ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე.

სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,

მტვრიანი ქუჩა,აპრილის მოწმე.

გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,

შენი ხელ-პირის დაბანა დილას,

სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,

სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.

გავხდები; შენი მეზობლის წყევლა,

ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,

პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად

და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.

გავხდები; შენი ერთგული ჩანთა,

სუნამოს ბოთლი,საფულე ,მძივი,

კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან

ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.

გავხდები:წვიმა გაშლილი ქოლგა

და ქვაფენილის სველი ლაქები,

ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა,

თავზე ხელების შემოლაგებით.

გავხდები: შენი გამოცვლა კაბის,

შიშველ სხეულზე მოცმული ფარდა,

აბაზანში ღრუბელი ქაფის

და უცხო ზურგის შექცევა ბართან.

გავხდები: შენი ყვავილი ქოთნის ,

ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,

წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,

ან ჭურწლის გროვა, დამწვარი ტაფა.

გავხდები ილის პირველი ყავა,

და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,

წარსული რომელიც გაგაიხდა ავად,

წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.

გავხდები: შენი მაგიდის წიგნი,

რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,

ან თუნდაც შიში , თორმეტი წლის წინ

როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.

გავხდები: ყველა მუსიკის ჰანგი,

კლასიკა, ჯაზი, ტანგო და როკი,

თუ გინდა თეთრი,თუ გინდა ზანგი,

თუ გინდა ჭრელი სარეცხის თოკი.

გავხდები:შენი თAმბაქოს სუნი,

სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,

ნაფაზის რგოლი და შენისლული

ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.

გავხდები: თოვა ცისა და ნუშის,

ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.

გინდა გავხდები, რაც იყო გუშინ?

ტკივილი, სევდა, სიბრაზე, ზიზღი…

სტროფისტული ტრაქტატი დედამიწას

არ მიყვარს:

ცუდი ხასიათის ადამიანები – ჩემი უხასიათობაც მყოფნის,

სიზმრის რაინდებზე დანიშნული,

უაზროდ შეყვარებული ქალები,

რომანის გმირების ასლები,

გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,

ალერსით დაღლილი წყვილები,

უმისამართო ღიმილი,

არამიწიერი სინაზე,

კოცნამდე ახსნილი სიყვარული.

სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,

ძალიან საქმიანი, დაკავებული, “მეჩქარება ადამიანები”,

ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,

საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,

უაზროდ ბედნიერები,

სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,

მთელი სიცოცხლის მანძილზე

არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.

მკერდდაკოცნილი ქალწულები,

უშრომლად მდიდრები,

ამპარტავანი თავმდაბლები,

ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,

სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,

მარტოსულები ჩემი ჩათვლით,

ძალის მოყვარული ცოლები,

მორალის მქადაგებელი შინაბერები,

მტერის მტერთან ძმადნაფიცები,

ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,

ზარმაცი მეოცნებენი,

უშეცდომო სიყვარული,

ზამთრის სითბო,

ზაფხულის სიცივე,

წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,

მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,

ლხინის მეგობრები,

სუფთად დაწერილი ლექსი,

ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.

განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,

კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,

სიმშვიდის მოყვარული პოეტი,

მტირალა მასხარა,

საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,

ლამაზი კაცი,

ომის არმნახველი სახელწიფო,

საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,

თამაშით დაღლილი მსახიობი,

ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,

უსიზმრო ძილი,

დაგვიანებული პაემანი.

მიყვარს…

თქვენთან დატოვებულ სურვილებს მოვაკითხე წასაყვანად! -

ეუბნებოდა პოეტი ვარსკვლავებს და არ ატანდნენ, ლოთი ხარ და ვერ მიხედავო…

ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია,

ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;

კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია

და ჩემი ოცნება ღრუბლებო მანდ არი!

სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში,

ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა,

მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში

ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.

ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები,

გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა;

არსად პოეზია, აღარსად მხატვრები

სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.

დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ

ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია

ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ

შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.

არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში,

წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია,

მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში

მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია

ჩემზე წევხარ და გძინავს

გაგმკვრივებია მკერდი

მთვარეს უცვალა წვიმამ

ღრუბლის ლოგინში გვერდი

შენი სუნი მაქვს ტანზე,

ენით ნალოკი ყელი

და ნაკბენებიც კანზე

გაგიხდა მოსავლელი

აბაზანაში სველი

ქალის საცვლები ყრია

შენს ნაბანავებ კისერს

ტუჩები დაივლიან

ბიძგები მაღლა, დაბლა

ზემოდან ქვემოთ, იქ-აქ,

შენი ალერსით დაღლა

შუაღამეში მიმაქ

კოცნით დაგისვრი მუცელს,

ზურგზე ავივლი ენით

ამ მკერდს გული რომ უცემს

გულისცემმაა შენი

გოგონა ქაღალდის კაბაში

უსმეთ ვარდების წითელ ღაღადისს,

ქალწულთა უარს კოკრების გაშლას,

თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის

ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.

მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,

სურნელოვანი ბწკარის საყელო

და ყვიტილივით სიყვარულს ვითმენ

პოეტი,უცხო და უსახელო.

ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის,

გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,

ტანზე გეწერათ მალე დაღამდეს”!

ვკითხულობდი და ჩამომეძინა.

საღამო

თვალი თევზივით დავამარილე

მლაშე ცრემლები მიახმა ლოყას

დგას ღვთისმშობელი ვით მარმარილო

სანთლებს ვედრება ხატებთან მოჰყავს

წმინდანებს თითქოს სიყვარულს უხსნის

ისე გულწრფელად ლოცულობს ბერი

სამრეკლოს შერჩა თებერვლის სუსხი

მკაცრი ტყემლების ყვავილის ფერი

ქარმა გაჩეჩა მატყლივით ქუჩა

ლამაზ ქალწულთა გაშლილი თმებით

სკდება აპრილი როგორც ალუჩა

და სიმპათიურ საღამოს ვხვდები

წანწალით დაღლილი ძაღლივით

მოვალ და კარებთან დავწვები,

თვალები მექნება დახრილი,

მზერა კი დიდი და ხანდრძლივი.

ბარათით დაღლილი მტრედივით

სარკმელთან სიახლეს მოგიტან,

მერე დაგეხვევი რეტივით

მთვარის უალერსო ლოგინთან.

ოჯახით დაღლილი სახლივით

ხმაამოუღებლად გინატრებ.

წანწალით დაღლილი ძაღლივით

კარებთან მოგიტან სიმართლეს…

ჩემი გაზეთის მტრედი

იყიდება ჩემი წილი ძილი

უხეირო ერთი ლექსის შექმნად.

გაიფანტა ჩემი სატრფოს მძივი,

თუ იპოვეთ,იქნებ ერთად შეკრათ.

წინასწარ გიხდით მადლობას!

თუ თქვენ აპირებთ დათრობას

ქართული ადათ-წესით,

სასწრაფოდ ყანწი შესვით.

ვცვლი ფერად სიზმრებს

საინტერესო ოცნებაში.

ვამზადებ:თურქებს,არაბებს

მონღოლებს და სპარსებს ოთხ ენაში:

ქართულში

ქართულში

ქართულში

ქართულში.

ვარ გამოცდილი მეზღაპრე,

შევიძენ ფანტასტიურ ამბებს,

დევებზე,ჯადოქრებსა და რაინდებზე.

ვარჩენ იმედგაცრუებას,

ვხსნი დაბღვერილ წარბებს,

ვაყენებ განწყობას სასურველ ამინდზე.

სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა სიყვარული,

წაბლისფერი თმებით,ლურჯი თვალებით,

ტანთ ეცვა უთვალავფერადი აპრილი,

ის დილით გავიდა სულის ოთახიდან

ოდნავ გულნატკენი და მზერადახრილი.

მადლობას უხდის კოჯრის ტყე ყვავილებს

დროული მოსვლისთვის,

მადლობას უხდიან მერცხლები ინდოეთს

ბულბული მგოსნისთვის.

ბაღები ღრმა მწუხარებით იუწყებიან,

რომ უდროოდ გარდაიცვალა პაემანი-

ორი წყვილის ერთად დაგვიანებით

და შადრევნის უწყლოდ დაზიანებით.

იყიდება ყველაფერი ის,

რასაც ხვდება სხივი ოქროს მზის.

შევისყიდი წელიწადის ყველა დროს,

რომ სიმშვიდემ ვერ დამღალოს ვერასდროს.

დამეკარგა ქარში ქალის თმა,

თქვენთან მინდა ყველა ამბის თქმა.

გაიხედეთ გარეთ!ისევ წვიმს

და წვეთებით სატრფოს ვუკრავ მძივს.

გადაგღალათ პრესამ? გადაკეცეთ ქუდად

ან გუბეში ჩუმად შეაცურეთ ნავი,

დღეს გაზეთის მტრედი გახდა ისე ცუდად,

რომ აპრილის ნიავს ვერ გაართვა თავი.

და დაეცა მიწას,ვით ფოთოლი ხმელი,

უფერო,უსულო განცხადების მთქმელი.

სურვილების ყულაბა

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.

სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,

ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,

გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,

გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,

მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს

და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.

მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს

და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,

არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,

ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიხცულ მგზავრებს

ცივი წლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს, ცისფერთვალებას, ლამაზს,

შემოვაკრავდი საჩუქრად ოქრო-დავერცხლილ ქამარს,

და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,

შვილებს სახელად მივცცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს.

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს

და სასაფლაოს საყდარში შუბლზე ვაცხებდი მირონს.

მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,

პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს

და ვაჟებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალოდ ხის და ისლის.

სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი

ყვავილების გვირგვინი

მუცლიდან გარეთ,

გარედან შინ,

რწევა აკვანში

რწევა აკვანში

რწევა აკვანში.

დედის გარეშე

პირველ ნაბიჯებს

სწავლობ მანეჟში,

სიტყვის უაზრო

ისმის თამაში:

მინდა “ატაში”.

სკოლიდან სახლში

მარტო მიდიხარ,

უკვე დიდი ხარ,

თანაც ხიდი ხარ,

როცა მამიკოს

ლანძღავს დედიკო,

ყვავილებს ჩუქნი

კლასელ მედიკოს

არ იცი რატომ.

თანდათან პალტო

მოკლდება ტანზე,

წარმოდგენებმა

საკუთად თავზე

უცებ იმატა,

და გაგინათა აზრებმაც

გონი, მეგობრობაში

ჩახვედი კონი-

გამსკდარი ტუჩი

და შეუერთდი

ქუჩის დარაჯებს,

ბირჟას ამაგრებ.

თუთუნს არ აკლებ

რგოლებს და ნაფაზს,

ყვავილებს უკვე

უგზავნი მაკას.

წვერგაპარსული

ამთავრებ სკოლას,

და შენთან ბრძოლა

ბეზრდება ყველას,

თან შენს მაგივრად

გამოცდება ღელავს

მთელი ოჯახი.

თურმე ყოჩაღი

ბიჭი ყოფილხარ,

სტუდენტი გახდი

და შენთვის ნაღდი

საჩუქარია

ქეიფი, ღვინო,

ყვავილებს შენგან

ღებულობს ნინო-

შენი კურსელი.

ტუჩებს უსველებ

ლამაზ გოგოებს

და კარუსელი

ნაზად ტრფიალებს.

თამადა დაცლის

სავსე ფიალებს,

შენა ხარ ქმარი,

ყვავილის ბუკეტს

ზურგს უკნ ისვრის

თეთრონი მარი.

მუცლიდან გარეთ,

გარედან შინ,

რწევა აკვანში, რწევა აკვანში,

რწევა აკვანში.

გეყოლათ ბავშვი,

ცოლი კი შალში

გახვეული,

დაღლილი გიცდის,

სხვა ქალი გიწვდის

გაშლილ მკლავებს

და შენ ღალატობ.

მერე მთელი ღამე

ცოლთან კამათობ

ქალის არომატს

სუნამოს თმაში.

სული უბერე

ლოგინზე ჩამქრალ

ჭიაკოკონას

და პაწაწინა გაჩნდა

გოგონა,

სახელად ქეთი,

ყველაზე დიდი

სიხარული,

ყველაზე მეტი.

შენი ცხოვრება

ტრიალებდა

ბორბალი დროგის.

დრო კი…ოთახში

შვილიშვილი დარბოდა

ცელქი.

შენ თითქოს ქერქი

გაგიმაგრდა,

ითვლი ჭაღარებს,

კვირტი გახარებს

მოხუც ბაბუას,

ჭადარის კვირტი.

ქარს დაუკვირდი

-მოგონებას,

ფოთლებს გაგაცვენს,

საფლავს ჩაგაწვენს

და ყვავილების დაგადგამს

გვირგვინს.

სიჩუმე ირგვლივ…

მუცლიდან გარეთ,

გარედან შინ.

რწევა აკვანში,

რწევა აკვანში, რწევა აკვანში

sos დეპეშა

მედგარ ტომს,

ჯეიმს ჯოისს,

ედგარ პოს,

უილიამ ფოლკნერს,

დანიელ დეფოს,

ვამცნობ რომ,

მოკლეს სტრიქონი , ძმებო.

ბეთჰოვენს,მოცარტს,

ბახსა და ვივიალდს,

ვამცნობ, რომ

ბგერებს მუსიკა სტკივათ.

სალვადორ დალის

ვან გოგს და მონეს,

ვამცნობ,რომ ფერმა

დაკარგა ღონე.

უშველეთ მსოფლიოს

უმაღლეს პოეტებს:

პუშკინს და ბაირონს,

ბოდლერს და გოეთეს!

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს:

მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,

სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,

განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს.

შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს

თამამად, უფრო ბავშვური გზნებით,

შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს -

ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით.

შენსავით მხოლოდ გრიგალი დაქრის,

ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ,

მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით,

სუნამო ყელი და თხელი თეძო.

შენსავით კოცნას ახერხებს ტალღა,

ნაპირს რომ ლოშნის ველურად ქარში,

ვიგრძენი სუნთქვით მე შენი დაღლა

და თითქოს სულმა ითოვა ტანში.

შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ,

სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს,

ჩემი ადგილი ჩემსავე გულში

არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.

შენსავით კაბას ვერავინ იხდენს,

მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს,

სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე,

განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..

მკვლელი

მოგკლავდი…

მაგრამ…

არა შენი სიკვდილით,

შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში

და მერე ყველაზე დახინჯებული გულით

თავიდან შეგიყვარებდი.

მეტკინე…

როგორც მოტეხილი მკლავი,

თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა

და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების

ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.

იმდენად მარტო ვარ,

ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,

არა თუ ადამიანებს და ყველაფერი

ხელიდან მივარდება:

კალამი და შენი სუნი,

იები და შენი გაბუტვა.

ვის?!

ვის გავარდნია ხელიდან

ყველაზე მართალი ღიმილი.

ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?

მე გამივარდა.

არა!

ალბათ ძალით დავანარცხე მიწას

და ნამსხვრევებად ვაქციე

შენი ბროლის ტუჩები,

რომ არავის შეემჩნია რა ვნებით

მიყვარდა მათი კოცნა.

მოგკლავდი…მაგრამ…

არა სიკვდილით.

სიცოცხლით მოგკლავდი,

სიცილით მოგკლავდი და მერე

შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი

ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს

სიახლოვის მკვლელი

და შენთან ერთად დავშორდებოდი

ცაზე შეყვარებულ დედამიწას.

-მომკლავდი?

-ალბათ.

ლექსი არაფერის დიდებით

ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით

და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი

ხმაური მიყვარდეს? არაფერისდიდებით

სიჩუმემე დამღალოს? ხომ არ გასულელედი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,

განწყობა – ფერი რომ არასდროს ეცვლება,

ტანჯვა, თუ შემთხვევით, რაიმე წამომცდა

და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება.

მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,

სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,

ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,

ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა

მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,

სარკე-არსებობის პირადი პასპორტი,

ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა

და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი,

მე დამღლის თამაში ,პატარა სცენაზე,

ბავშვურად მე თვითონ ცარცით, რომ მოვხაზე,

სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,

ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.

მე შემშლის : ბოდლერიi, ლორკა და ედგარ პო,

ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტი,

მთვარეს გვირგვინივით ატმების ეგდა რტო

და ახლა სიგარეტს ქალის თითს მოვწევდი .

თემურ ჯახაია კოხორიდან P.S.-ში
<object width="480" height="385"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/hcqtxaXJe6k&hl=ru&fs=1&rel=0"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/hcqtxaXJe6k&hl=ru&fs=1&rel=0" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>

ბუხუტი ზაქარიაძე
დაიბადა სოფელ ყანგიჩალაში (აზერბაიჯანი სსრ). 1929წ. ზესტაფონის რკინიგზის საშ. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის (1932–1933), ქუთაისის (1933-1934), ჭიათურის (1935-1936), ბათუმის (1945-1946), მარჯანიშვილის (1946-1947), სოხუმის (1948-1953) თეატრებში. 1955 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი.

სხვადასხვა თეატრში მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კრეონტი (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”), მირზა (მ.კალაძის “ხატიჯე”), ჩონთა (ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილი”), პროსტატოვი (ლ. ტოლსტოის “ცოცხალი ლეში”), კაზარიანი (მ. ლერმონტოვის “მასკარადი”), შმელცი (ძმ.ტურებისა და უინინის “ვის ემორჩილება დრო”), ჰერხტი (კ.სიმონოვის “რუსეთის საკითხი”), ალბერიგო (ლოპე დე ვეგას “ცეკვის მასწავლებელი”), რწმუნებული (პ. კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”).

რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სახვა (გ.წერეთლის “პირველი ნაბიჯი”), არჯევანი (მ.ჯაწარიძის “ჩვენებურები”), ბორის გოდუნოვი (ალ.პუშკინის “ბორის გოდენოვი”), დარისპანი, ბეკინა (დ. კლდიაშვილის “დარისპანის გასაჭირი”, “სამანიშვილის დედინაცვალი”), კოწია (შ.დადიანის “გუშინდელნი”), გოდუნი (ბ.ლავრენიოს “რღვევა”), ტირეზია (სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”), მეწისქვილე (პ.კაკაბაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”), ალექსი (გ.ნახუცრიშვილის “ფიროსმანი”), სოსო (მ. ელიოზიშვილის “ბებერი მეზურნეები”).

გადაღებულია ფილმებში: “განთავისუფლება” (სტალინი), “ქვევრი” (შავგოგა), “ვერტიკალი” (ბესარიონი), “დირექტორი” (სერგო ორჯონიკიძე), “ვარსკვლავები და ჯარისკაცები” (პაპა სარდინიო), “დათა თუთაშხია” (მედუქნე), “ბებერი მეზურნეები” (სოსა).

ბუხუტი ზაქარიაძე ქართული საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. მან მთელი რიგი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო სახეები განახორციელა თეატრსა და კინემატოგრაფიაში. რეალისტური ხელოვნების სისადავე და ღრმა დამაჯერებლობაა დამახასიათებელი მსახიობისთვის. ეროვნული კოლორიტულობითა და შინაგანი ექსპრესიით ქმნის სახეებს როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ რეპერტუარში.

მისი არტისტული გზა ხასიათდება მზარდი პოპულარობითა და ნაყოფიერებით, მრავალპლანიანი შემოქმედებითი მოღვაწეობით.

1950 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის, ხოლო 1965 წელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდებები.

საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობაში
<object width="480" height="385"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/rrHQEfRTTeE&hl=ru&fs=1&"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/rrHQEfRTTeE&hl=ru&fs=1&" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>

სტაბილურობა – 202
<object width="480" height="385"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/THORXz6_fUc&hl=ru&fs=1&"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/THORXz6_fUc&hl=ru&fs=1&" type="application/x-shockwave-flash" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true" width="480" height="385"></embed></object>

ალბათ ყველას გახსოვთ ეს ტელეარხი “202″ :) ესეც მათი ღრმადპატივცემული სიუჟეტი.

ჰაკერებმა ქართული პოლიცია რუსულ პოლიციასთან დააკავშირეს
<object width="470" height="353"><param name="movie" value="http://video.rutube.ru/c3a9cb33017dbc5d9b9af0ad634b4466"></param><param name="wmode" value="window"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="flashVars" value="uid=2337887"></param><embed src="http://video.rutube.ru/c3a9cb33017dbc5d9b9af0ad634b4466" type="application/x-shockwave-flash" wmode="window" width="470" height="353" allowFullScreen="true" flashVars="uid=2337887"></embed></object>

ქართველი გოგონას უცნაური კოლექცია
საქართველოში, ქალაქ თბილისში ცხოვრობს გოგონა რომელსაც უცნაური გატაცება აქვს. იგი 12-13 წლიდან აგროვებს ობობებს და ინახავს. ობობების შენახვის მეთოდი ძალიან ადვილია. იგი ობობებს სპირტში ინახავს, რაც მწერს გაფუჭებისგან იცავს. გოგონას უკვე 40-მდე ობობა ჰყავს და 2 პეპლის ჭუპრი. მისი გატაცების შესახებ უკვე ბევრმა იცის და მეგობრებს მისთვის სხვადასხვა კუთხიდან ობებიც ჩამოჰყავთ :) ბევრი თვლის , რომ მისი გატაცება სადიზმია თუ სხვა არაფერი, მაგრამ ობობების სილამაზეს ყველა აღიარებს.

ირაკლი ჩარკვიანი
ყველაფერი “PRIME TIME”-ში გამოქვეყნებული სტატიით დაიწყო, ნახევარ გვერდიანი სტატიის მიხედვით

თბილისი კიდევ ერთ ძეგლს უნდა მოელოდეს*. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ლევან ღვინიაშვილს ირაკლი ჩარკვიანის (ე.წ მეფის) ძეგლის დადგმის იდეა გაუჩნდა. ამ იდეას ირაკლის მეგობრები და ახლობლები სიხარულით შეხვდნენ თუმცა ქართველი ხალხის ნება სრულიად განსხვავებულია. ამ იდეის განსახორციელებლად ირაკლის მეგობრები აპირებენ მუსიკის ფესტივალ ” Tbilisi Open Air “-ზე

ხელმოწერების შეგროვებას.

*ასეთი ფაქტის დაშვება საქართველოში არ შეიძლება!!! (რედ)