ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 24th, 2008

Walther P-38-იარაღი-ლეგენდა,რომელსაც დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ყავს.ეს პისტოლეტი ეჭირა ხელში ფრენკ სინატრას ფილმ “მანჯურიელ კანდიდატში” და ინდიანა ჯონსის შემსრულებელ ჰარისონ ფორდს. ეს იარაღი სახელგანთქმული გერმანელი მეიარაღეების დინასტიის სახელს ატარებს და იმის მიუხედავად რომ Walther-ის მანუფაქტურა გერმანიის მეიარაღეთა გილდიაში ჯერ კიდევ 1593 წელს შევიდა, მსოფლიოში ცნობილ კომპანიად მხოლოდ პისტოლეტ Walther-ის შექმნის შემდეგ გახდა.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: gun, Walther, იარაღი
სხვადასხვა
კომენტარები (0)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 22nd, 2008

სიგარეტის გადასაგდებად დღესდღეობით უამრავ საშუალებას გვთავაზობენ: ტაბლეტებს, ჰიპნოზს, ჩანაცვლებით თერაპიას. მაგრამ ყველა ეს ხერხი მხოლოდ საკუთარი თავის დარწმუნებითვისაა.
მოწევისთვის თავის დანებების ყველაზე მარტივი ხერხი მოწევის დაწყებაზე უარის თქმაა. სანამ დაიწყებდეთ დაფიქრდით რას მოგცემთ და ამას ყოველდღიური ხარჯიც დაამატეთ.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: drop cigarette, გადავაგდოთ სიგარეტი, სიგარეტი
სხვადასხვა
კომენტარები (3)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 22nd, 2008

ნახევარი საუკუნის წინ სტანისლავ ლემმა დაწერა იუმორისტული პიესა “მისტერ ჯონს, თქვენ არსებობთ?”. პიესის გმირი, ცნობილი ავტომბრბოლელი ჰარი ჯონსი იმდენჯერ მოხვდა ავტოავარიაში და იმდენნაირი პროტეზი გაუკეთეს, რომ ნელ-ნელა ყველა მისი ორგანო მექანიკურ და ელექტრონულ მოწყობილობად იქცა…ტვინის პროტეზის ჩათვლით. ჯონსი ბევრ ფულს შოულობდა, მაგრამ ყველა პროტეზისთვის მაინც არ ეყო. ამიტომაც ფირმამ, რომელიც ამ პროტეზებს კრედიტით ამზადებდა, სასამართლოში უჩივლა და საკუთარი საკუთრების დაბრუნება მოთხოვა. ეს რომ მომხდარიყო, მისტერ ჯონსი არსებობას შეწყვეტდა.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: body, ადამიანი, ფული
მეცნიერება
კომენტარები (1)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 21st, 2008

Apple-მა აღიარა, რომ ლეგენდარული iPod კონცეფცია კომპანიის ინჟინერების მიერ არ იყო მოგონილი. ის მოიგონა ერთმა ბრიტანელმა 30 წლის წინ.
კეინ კრამერმა, რომელიც უკვე 53 წლისაა, თავისი გამოგონება 1979 წელს დააპატენტა. iPod 80-იანი წლების მიწურულს მხოლოდ 3.5 წუთიანი სიმღერის შესანახი მოწყობილობა იყო. თავის გამოგონებას კეინმა დაარქვა IXI და გადაწყვიტა ამ მოწყობილობის პრობლემის, მცირე მეხსიერების, მოგვარება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად.
ამავდროულად 1988 წელს გამომგონებელს ფული აღარ დარჩა (პატენტის გასაკეთებლად საჭირო იყო £60 000-რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი თანხა იყო). ამ შემთხვევის შემდეგ გამოგონების თავის თავზე აღება ყველას შეეძლო. კრამერს აღარ ქონდა საავტორო უფლებები თავის გამოგონებაზე.
როცა Apple-მა გადაწყვიტა ბრიტანელის იდეა თავისთვის გამოეყენებინა და შეექმნა iPod, პატენტების კომპანია Burst-მა მას სასამართლოში უჩივლა. Apple-მა კრამერის აშშ-ში გადმოსაფრენი ხარჯები გადაიხადა, სადაც კრემერმა 1979 წელს შექმნილი ნახატები აჩვენა, რითიც დაამტკიცა, რომ იდეა მას ეკუთვნოდა.
“მე კიბეზე ვიდექი , როცა ტელეფონზე ამერიკული აქცენტის მქონდეს გოგონამ დამირეკა და გამეცნო, როგორც კომპანია iPod-ის მთავარი იურისტი. მან მთხოვა, რომ ამერიკაში ჩავფრენილიყავი და სასამართლოში განმეცხადებინა, რომ 1979 წელს iPod-ის პირველი ნახატები მისი შექმნილი იყო.”
კეინ კრამერი აშშ-ში ჩაფრინდა. მას 10 საათის განმავლობაში Burst-ის იურისტები შეკითხვებს უსვამდნენ. საბოლოოდ კომპანია Apple-მა გაიმარჯვა. კრამერმა სასამართლოში გამოსვლისთვის ჰონორარი და iPod მიიღო, რომელიც რვა თვეში გაფუჭდა.
ტეგები: iPod, ავტორი, იდეა
სხვადასხვა
კომენტარები (4)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 19th, 2008

♦მობილური ტელეფონი ჯანმრთელობას არ ავნებს, მაგრამ ხანგრძლივი საუბარი ლოყას 3 გრადუსით ახურებს. ეს იმით აიხსნება, რომ მუშაობის მომენტში ტელეფონის აკუმულატორი 6 გრადუსით ცხელდება.
♦ანტარქტიდის თავზე ოზონის ხვრელის ფართობმა 27,3 მილიონ კვკმ-ს მიაღწია, რაც რუსეთის ფართობზე ერთნახევარჯერ მეტია.
♦იაპონურმა კომპანია “პანასონიკმა” დაუწყო უთხელესი ბატარიების გამოშვება. ის ერთ გრამზე ნაკლებს იწონის და განკუთვნილი საათებისთვის, ელექტორნული მეხსიერების მქონე ბარათებისთვის.
♦”ფეხზე მდგომთა” თათბირს “მჯდომთა” თათბირზე სამჯერ ნაკლები დრო ჭირდება, მაგრამ “ფეხზე მდგომები” არანაკლებ გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ-დაასკვნეს მისურის შტატის მენეჯმენტის სპეციალისტებმა.
♦ინტერნეტში ყოველდღე 2300 გაზეთის ნახვა შეიძლება. მათი 54% ინგლისურენოვანია.
♦ჩინეთში აღმოაჩინეს, რომ დარიშხანის უმცირესი დოზა კურნავს ლეიკემიის ზოგიერთ ფორმას.ეს აღმოჩენა აშშ-ში გამოცადეს და გამართლდა.
♦კუბის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტმა გამოიყვანეს სოკო, რომელიც ტარაკნებს ანადგურებს. ლაბორატორიის პირობებში ის ამ ულვაშა მუქთახორების 70% ერევა. ბუნებრივ პირობებში, მაგალითად სახლში 90%-საც კი ანადგურებს. მთავარია სოკო შეჭამოს.
ტეგები: Interesting, საინტერესო, ფაქტები
სხვადასხვა
კომენტარები (4)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 19th, 2008

მძიმე ჩანთებაკიდებული 40 წლის ინგლისელი ფოსტალიონი ნეილ ფელერი მშობლიური ბრისტოლის ქუჩაში მიაბიჯებდა და უცებ დაინახა, ორ მამაკაცს კედელთან მიემწყვდია ახალგაზრდა ქალი, ყელში ხელს უჭერდა და ხელჩანთის წართმევას ლამობდა. მამაკაცი ფოსტალიონი წუთითაც არ დაფიქრებულა, მიეჭრა მოძალადეებს, თავისი მძიმე ჩანთები დასცხო და მანამდე ურტყა, სანამ ქალი ხელიდან არ გააგდებინა.
რას იფიქრებდა ნეილი, რომ გადასაღებ მოედანზე მოხვდა და ეს ძალადობის ეპიზოდი დადგმული იყო. არც მაშინ დაიჯერა, როცა მასთან ოპერატორებმა მიირბინეს და აუხსენს-ეს ძარცვა კი არა კინოგადაღებააო. საბრალო ფოსტალიონი ყურებჩამოყრილი იდგა მსახიობი ქალის წინაშე, რომელიც მადლობის ნაცვლად ლანძღვა-გინებით იკლებდა.
ტეგები: ფოსტალიონი
სხვადასხვა
კომენტარები (2)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 19th, 2008

ფილიპინელმა ახალდაქორწინებულმა ცოლ-ქმარმა, ედუარდო და სტეფანი აბენინებმა სარჩელი აღძრეს კონდიტერების წინააღმდეგ. საქმის გარკვევას სასამართლომ ათი წელი მოანდომა. მომჩივართა განცხადებით, საქორწინო ტორტი გადაფერადებული იყო და თანაც მყვირალა ფორთოხლისფერით, რამაც სირცხვილით თავი მოჭრა ახალგაზრდებს. ნაწყენ პატარძალს თვალებიდან ნაკადულივით დიოდა ცრემლები და ღამეებს თეთრად ათენებდა. ცოლ-ქმარმა კონდიტერს კომპენსაციის სახით 1084 დოლარი მოთხოვა, მაგრამ საკონდიტროს უფროსმა მხარი არ დაუჭირა-კონდიტერს არ სურდა ახალდაქორწინებულების გამასხარავებაო.
ათწლიანი დავა იმით დასრულდა, რომ მომჩივარ მხარეს კონდიტრებმა გადაუხადეს ტორტის საფასური-103 დოლარი, ხოლო მორალურ კომპენსაციაზე უარი მიიღეს.
ტეგები: სასამართლო, ტორტი, ქორწილი
სხვადასხვა
კომენტარები (0)
Bekalius Kvartskhava → სექტემბერი 19th, 2008
მოკლედ ჩვენმა ადმინისტრაციამ გადავწყვიტეთ ერთი პატარა და საჭირო ინსტრუმენტი,
გაგვეკეთებინა ჩვენი მომხმარებლისთვის.
ახლა თქვენ საშუალება გექნებათ, თქვენი მეგობრისთვის დაამზადოთ მისალოცი ბარათი,
პირდაპირ საიტზე და გაუგზავნოთ მას ელ-ფოსტაზე.
ზოგადი ინსტრუქცია:
1. გაიარეთ რეგისტრაცია.
2. შედით სამომხმარებლო გვერდში. (შეიყვანეთ username , password და ღილაკი Login >> )
3. Create New Card
4. შემდეგ დახატავთ სასურველ ბარათს და დააჭერთ ღილაკს, “ელვისებური წერილი”.
5. შემდეგ შეიყვანთ თქვენს სახელს, ელ-ფოსტას, მეგობრის სახელს და ელ-ფოსტას.
6. ასევე შეგიძლიათ დაურთოთ 2MB ზომის Audio ფაილი, რომელიც მისვლით თავანე ამღერდება.
გვერდის მისამართია: http://card.enews.ge
მადლობთ რომ სარგებლობთ ჩვენი საიტით
eNews.GE – ადმინისტრაცია.
ძირითადი
კომენტარები (2)
giorgi-faresha → სექტემბერი 18th, 2008
თეორია `ქართული ეკლესიის მიერ საქართველოს
კუთხეთა`გაქართველების ~ შესახებ
(სომხური წყაროების მიხედვით)
X
VIII-X საუკუნეები ქართული ეკლესიის ისტორიაში მნიშვნელოვანი ყოფილა იმით, რომ ამ დროს თურმე
მიმდინარეობდა ქალკედონური სარწმუნოების მქონე სომხების გაქართველება. გაქართველებულა სომეხთა დიდი რაოდენობა, იმდენად დიდი, რომ ამას უზარმაზარი დანაკლისი მიუცია სომეხი ხალხისათვის და ამ პროცესის შედეგად სომხეთს დაუკარგავს ეროვნული ტერიტორიების ნაწილი. საქართველო კი გამდიდრებულა მიწებით, რომელზედაც მოსახლე გაქართველებული სომხები საქართველოს კულტურულ ცხვორებაში ბრწყინავდნენ თავიანთი უმაღლესი ხარისხის მწარმოებლურობის შედეგად (ნ. მარი).
ქართული ეკლესია უშუალო კავშირში აღმოჩენილა სომხეთის ამ ტრაგედიასთან, რადგანაც გაქართველებულან ქალკედონიტი სომხები, ქართული ეკლესია კი საზოგადოდ ამ მიმართულებისაა. უფრო მეტიც, ქართული ეკლესია თურმე იჭრებოდა სომხეთის მიწა-წყალზე და სომეხი სამღვდელოების ნამოღვაწ და ნამუშაკევ ადგილებზე ქართულ ეკლესია-მონასტრებს აწესებდა (ი. აბულაძე).
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: სარწმუნოება
რელიგია, საქართველო
კომენტარები (0)
giorgi-faresha → სექტემბერი 17th, 2008
წმინდა ნინო და მოციქული ელიშა

ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესია მიიჩნევდა და განსაკუთრებით უსვამდა ხაზს, რომ ალბანეთის ეკლესია დააარსა მოციქულმა ელიშამ პირველ ან მეორე საუკუნეში, ელიშამ კურთხევა უფლის ძმა იაკობისაგან მიიღო , ამიტომაც ალბანური ეკლესია სამოციქულოა და მისი კათალიკოსი (პატრიარქი) სამოციქულო ტატხზე ზისო _ ასეთი იყო ალბანეთის ეკლესიის უმთავრესი იდეოლოგია მისი ავტოკეფალიის არსებობისას. ალბანეთის ეკლესიას ეს დამოუკიდებლობის დაცვაში ეხმარებოდა, მაგრამ ასეთი მტკიცება მხოლოდ VII საუკუნის ბოლომდე გაგრძელდა.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: სარწმუნოება
რელიგია, საქართველო
კომენტარები (5)