დიდმა ბრიტანელმა მეცნიერმა, თანამედროვე ისტორიისა და ფიზიკის მამამ, ისააკ ნიუტონმა თავის 1704 წელს დაწერილ წერილში, რომელიც იერუსალიმში “ნიუტონის საიდუმლოებათა” გამოფენაზეა წარმოდგენილი, სამყაროს დასასრული 2060 წლისთვის იწინასწარმეტყველა.
ეს იყო სახელგანთქმული რაციონალისტი, დაუღალავად იბრძოდა სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოსაყოფად, მაგრამ თავის წინასწარმეტყველებაში მაინც ბიბლიას ეყრდნობა.
ნიუტონმა, რომელმაც აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, დალიელ წინასწარმეტველის წიგნზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ კაცობრიობა კარლოს დიდი ბიერ, 800 წელს, იმპერიის შემდეგ 1260 წელს იარსებებდა.
იერუსალიმის უძველესი ებრაული უნივერსიტეტის გამოფენაზე წარმოდგენილი ნიუტონის ხელნაწერი სამეცნიერო შრომების ერთ-ერთი კოლექციონერის საკუთრებაა.
წერილი მანამდე 1969 წელს გამოიფინა კემბრიჯის უნივერსიტეტში. ნიუტონი ძირითადად ფიზიკის დარგში მუშაობდა, მაგრამ გატაცებული იყო თეოლოგიითა და ალქიმიით.
აბცენტი ძლიერი ალკოჰოლური სასმელია. დაახლოებით 70% ალკოჰოლს შეიცავს. აბცენტში მთავარი კომპონენტი პოლინია; პოლინი ცხიმიანი ბალახია, რომელიც შეიცავს ტუიონს. დიდი რაოდენობით ტუიონი უკვე საწამლავია. სწორედ ტუინი აძლევს აბცენტს განსაკუთრებულ ეფექტს.აბცენტი შეიძლება იყოს გამჭირვალე, ყვითელი და წითელი ფერი. ხშირ შემთხვევაში აბცენტს აქვს მწვანე ფერი.
აბცენტის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა ფრანგული კოლონიების ბრძოლისას აფრიკაში, რომელიც დაიწყო 1830 წელს. ფრანგი ჯარისკაცები აბცენტს გარკვეული დოზით სვამდნენ ორგანიზმის დეზინფექციისთვის. აბცენტი ისეთი პოპულარული გახდა, რომ ფრანგულ ჯარებში გავრცელდა მადაგასკარიდან ინდო-ჩინეთამდე. ამ გავრცელების პერიოდში ჩრდილოეთ აფრიკაში დაფიქსირებული იქნა შიზოფრენიის შემთხვევები. 1880 წლისთვის აბცენტი საფრანგეთში კარგად გავრცელებული სასმელი იყო. მისი პოპულარობა ქვეყანაში ღვინის პოპულარობის ტოლფასი იყო. აბცენტის დალევა არისტოკრატიული ცხოვრების ერთ-ერთი წერტილი იყო საფრანგეთში ნაპოლეონის პერიოდში.
34 წლის ბრიტანელი სუპერმოდელი კეიტ მოსი ყველაზე გემოვნებით ჩაცმულ ქალბატონთა სიის სათავეში აღარ არის. ორი წლის განმავლობაში ის ამ ტიტულს ჟურნალ Tatler-ისგან იმსახურებდა, წელს კი მისი ადგილი 25 წლის მოდელს აგნესა დეინს ერგო. კეიტ მოსი ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. მესამეზე რუსი მოდელი ნატალია ვოდიონოვნაა.
თუ გიყვართ ზღვა და მასზე სეირნობა არა მის ნაპირზე არამედ მასზე :), მაშინ უკვე შეგიძლიათ შეაგროვოთ ფული არა კატერისთვის ან იახტისთვის არამედ “Splash”-ისთვის, ეს პატარა ორ კაციანი მანქანაა რომლითაც გამოხვალთ სახლიდან მიხვალთ ზღვის ნაპირზე და შემდეგ უბრალოდ იცურებთ წყალზე. ეს მანქანა ხმელეთზე ანვითარებს 125 მილს საათში ხოლო წყალზე 52 მილს.
თქვენ უბრალოდ აჭერთ თითს ღილაკზე როდესაც წყალში შედიხართ და მანქანა გარდაიქმნება წყლის ტრანსპორტად, ამ ვიდეოში ნათლად ჩანს როგორ მუშაობს “Splash”.
კოკო შანელმა პირველმა უარყო კორსეტი, ჩაიცვა შარვალი და შალის ნაქსოვი პულივერი-სვიტერი. პირველმა გამოიყენა ტრიკოტაჟი და იაფფასიანი სამკაულები (ხელოვნური მარგალიტები, ძეწკვები და სხვა, რომელსაც შემდგომში ბიჟუტერია ეწოდა), მოკლედ შეიჭრა თმა და მზით გარუჯული გამოჩნდა საზოგადოებაში. თუ გინდათ იყოთ ინდივიდუალური და ლამაზი, გაითვალისწინეთ კოკო შანელის რჩევები:
ნაბახუსებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ალკოჰოლური სასმელის ზომიერად მირთმევა (ან სულ არ მირთმევა :) ) ან უკვე გამოცდილი წესებია:
1. მაგარ სასმელს აუცილებლად მიაყოლეთ რამე, ძალიან ცხიმიანის გარდა.შეიძლება თირკმელი დაზიანდეს
2. ალკოჰოლს გაზიანი სასმელი არ მიაყოლოთ
3. საღამოს განმავლობაში მხოლოდ ერთი ნედლეულისგან დამზადებული სასმელი მიირთვით
4. თუ ატყობთ, რომ “ალკოჰოლური შეტევა” გარდაუვალია, სუფარასთან დაჯდომამდე ჭამეთ ღორის ან კარაქის პატარა ნაჭერი, რათა ცხიმი კუჭის კედელს აეკროს და შეაჩეროს ალკოჰოლის შეწოვა.
5. თუკი ხვდებით, რომ მეორე დღეს ბალიშიდან თავის აწევას ვერ შეძლებთ წინასწარ გაითვალისწინეთ და დალიეთ ნახშირის ან ასპირინის აბი.
საქართველოში ლუდი ძალიან უყვართ. შესაბამისად სასმლის ბაზარიც გაჯერებულია ადგილობრივი და იმპორტული პროდუქციით. ძნელი სათქმელია რამდენ ლიტრა ლუდს სვამს ქართველი წლის განმავლობაში, მაგრამ ერთი ცხადია: გერმანელებამდე (თითოეული მოქალაქე 145 ლიტრს სვამს წლის განმავლობაში) და ჩეხებამდე (161 ლიტრი კაცზე) ბევრი გვიკლია. ლუდის სასარგებლო თვისებებზე ბევრს წერენ, მაგრამ სანამ მისი დიდი რაოდენობით მირთმევას დაიწყებდეთ უარყოფითი თვისებებიც გაითვალისწინეთ:
“პეპსი-კოლა” (ინგ. Pepsi-Cola) ან მხოლოდ “პეპსი”- პოპულარული არაალკოჰოლური გამაგრილებელი სასმელი, რომელიც მთელ მსოფლიოში იყიდება. ძირითადი კონკურენტი -”კოკა-კოლა”. სავაჭრო უფლებები “პეპსი-კოლაზე” ეკუთვნის ამერიკულ კომპანია PepsiCo-ს.
ბობ მარლი (სრული სახელი და გვარი რობერტ ნესტა მარლი ) დაიბადა 6 თებერვალს, 1945 წელს, იამაიკაში(გაირდაიცვალა 11 მაისს, 1981 წელს, მაიამიში) — იამაიკელი მუსიკოს-გიტარისტი და კომპოზიტორი.მუსიკალური მიმდინარეობის რეგის ერთ-ერთი დამაარსებელი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. 1970-იან წლებში ჯგუფ „The Wailers“-თან ერთად გაითქვა სახელი. მისი სიმღერები ხშირად ატარებდა სოციალურ და პოლიტიკურ ხასიათს.ბობ მარლი, მარტინ ლუთერ კინგთან და ნელსონ მანდელასთან ერთად, ითვლება ცნობილ მებრძოლად შავკანიანების დაჩაგვრის წინააღმდეგ.