ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 8th, 2008

დღეს-დღეობით ტატუირება მხატრობის ერთ-ერთი პუპულარული სტილია. განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში. ნებისმიერ ტატუს სალონში შეგიძლიათ სასურველი ნახატი გამოისახოთ სხეულზე. თქვენთვის შევაგროვე ტატუს წარმოშობის ისტორია. არ გაინტერესებთ?
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: tatoo, ისტორია, ტატუ, ხელოვნება
სხვადასხვა, ხელოვნება
კომენტარები (6)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 8th, 2008

Top ათი სულელური დანაშაული
10 ადგილი :
ახალგაზრდა ამერიკელი დედიკო დაიჭირეს, იმ მომენტში როცა პოლიციელი მის შვილს ძაღლებით ნარკოტიკის აღმოჩენის დემონსტრირებას უტარებმა. ნარკოტიკებზე დაგეშილმა ძაღლმა ახალგაზრდა დედიკოს ჩანთაში მარიხუანა აღმოუჩინა.
9 ადგილი:
ახალგაზრდა კაცი შეიჭრა მაღაზიაში და გამყიდველს კასიდან ფულის ჩანთაში ჩაყრა მოთხოვა. მას შემდეგ რაც მთელი ფული ჩანთაში მოათავსა, თვალი მოკრა ვისკის დიდ ბოთლს და გამყიდველს მისი ჩანთაში ჩადება უბრძანა. გამყიდველმა პირადობის მოწმობა მოთხოვა, რადგან ეჭვობდა რომ თავდასხმელი 21 წლის არ იყო, რაზეც უარი არ მიიღო. მას შემდეგ, რაც შეისწავლა თავდასხმელის პირადობა ვისკი ჩანთაში ჩაუდო და დაემშვიდობა. უიღბლო დამნაშავე ორ საათში აიყვანეს, რადგან პირადობაზე ყველანაირი ინფორმაცია ეწერა მის შესახებ.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: Top, დანაშაული
მსოფლიო, სხვადასხვა
კომენტარები (7)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 7th, 2008

პოპულარული ფაილების ასატვირტი სერვისი Rapidshare დიდ პრობლემებში გაეხვა.დიოცელდოპფის სასამართლოს განიხილავს საქმეს Rapidshare-ის მფლობელების წინააღმდეგ. მათ ბრალი ედებათ მეკობრული ფაილების გავრცელებაში ხელის შეწყობა. პოპულარული სერვერის წინააღმდეგ განცხადება შეიტანა გერმანულმა ორგანიზაცია GEMA-მ, რომელიც საავტორო უფლებების დამცველი ყველაზე ცნობილი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Rapidshare მდიდრდება მეკობრული ფაილების გავრცელებით, რომელიც კანონით ისჯება
ტეგები: სასამართლო
მსოფლიო, სხვადასხვა
კომენტარები (2)
Gi_iGi → სექტემბერი 7th, 2008

მე ვარ სევდიანი მხატვარი,
და გამოვხატავ გრძნობას, ტონით დაბალით,
შევყურებ შენს უძველეს სურათს,
მის გარშემო, ყველაფერი ბრუნავს.
ნელა ვიზრდები და გრძნობებიც მგუდავს,
ბოლს გამოვუშვებ და მძიმედ ვსუნთქავ.
შენ შემოგყურებ, და ვფიქრობ ჩუმად,
შეცდომებს ვუშვებ ძალიან ბრძნულად.
შენს სურათს ვხატავ, გიხსენებ მუდამ…
მე შენ მიყვარხარ, ასეა სულაც
რომ დამივიწყო შენს სურათს ვხატავ,
მე მას შევყურებ, გიხსენებ მუდამ…
ეს, ჩემი ლექსია…
ტეგები: მხატვარი, სევდა, სევდიანი, სევდიანი მხატვარი, ხელოვნება
სხვადასხვა, ხელოვნება
კომენტარები (7)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 7th, 2008

რუსები უკვე ისე გათამამდნენ “გამარჯვებით”, რომ უკვე ჩვენთვის რჩევების მოცემაც დაიწყეს. უნიტაზების ქურდ ქვეყანას ურჩევნია რჩევები თავისთვის შეინახოს. ჩათვალონ თავიანთი თავი უკეთეს “ჯარისკაცებად” და კიდევ ერთი ტყუილი დაუმატონ ტყუილების ტომარად გადაქცეულ ქვეყანას. იტრაბახონ “გამარჯვებით”, მაგრამ არცერთი რუსი აღარ ისურვებდა ისევ უკან ბრძოლის ველზე დაბრუნებას, ქართველებისგან განსხვავებით, რომლებმაც რუსებს ჯოჯოხეთად უქციეს ომი. ალბათ არავის ეჭვი არ ეპარება ავიაცია რომ არა, რომელიც მოსახლებასაც ბომბავდა, ეხლა ცხინვალს მთლიანად თუ არა ნაწილს მაინც გავაკონტროლებდით. წამოწვნენ მზეზე სვან არაყი იქნება ღვიძლები მაინც დაეგლიჯოთ.
განაგრძეთ კითხვა »
მსოფლიო
კომენტარები (2)
Cudi → სექტემბერი 7th, 2008

ფრანგული კოცნა კოცნის ერთ–ერთი გავრცელებული სახეობაა და მას მრავალი სახელი ჰქვია. მაგალითად, “ენით კოცნა”, ინგლისურად pash (ჟარგონია და შეიძლება ითარგმნოს როგორც “დავასება”) ან snog (ესეც ჟარგონია და ნიშნავს კოცნასა და გადახვევას), აგრეთვე ფრანგულ კოცნას ხშირად “ღრმა კოცნასაც” უწოდებენ.
ის წარმოადგენს ძალიან სექსუალურ კოცნას, რომლის დროსაც ერთი ადამიანის ენა ეხება მეორეს ენას ან ტუჩებს და კოცნის დროს შედის (ჩადის) მთლიანად პირის ღრუში.
განაგრძეთ კითხვა »
ტეგები: french kiss, kiss, კოცნა, კოცნის ხელოვნება, ფრანგული კოცნა, ხელოვნება
ხელოვნება
კომენტარები (7)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 7th, 2008

ასეთ სიტუაციებში ამბობენ: “ასეთ შემთხვევაც მოხუცებიც ვერ იხსენებენ”. ამას წინათ კენიაში სოფელ ნუახურურუში მოსახლების გაოცება გამოიწვია მიწაზე გაჩენილმა “თეთრმა საფარმა”. თოვლის საფარარმა მთლიანად დაუფარა ფეხები მსხვილფეხა ცხოველებს. ბუნების ამ საოცრებამ ყველაზე ძალიან ბავშვები გაახარა, რომელბსაც თოვლი არასოდეს ქონდათ ნანახი და თოვლში თამაშით გული იჯერეს. მეცნიერები ჩასულები არიან და ცდილობენ დაადგინონ თოვლის გამომწვევი მიზეზი. ამ სახის ბუნებრივი საოცრებების მიხედვით ეს შემთხვევა პირველია.
ტეგები: თოვლი
მსოფლიო
კომენტარები (1)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 7th, 2008

პატარა ქალაქ სალემში,სიცილიაში უძრავი ქონების გაყიდვის პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივმა მთავრობამ საოცარი გამოსავალი იპოვა: გასაყიდად გამოიტანეს სახლი 1 ევროდ.
ეს იდეა თავში მოუვიდა ქალქის მერს ვიტორიო სგაპბის, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს ერთადერთი საშუალებაა ხალხის ისტორიულ ქალაქში ჩასასახლებლად.
ბევრი ვილა დაზიანდა მიწისძვრის შედეგად, რომელიც 40 წლის წინ მოხდა. ამის შემდეგ დაიწყო ქალაქიდან ხალხის გადასახლება.
მერის განცხადებით ქალაქს ეკუთვნის 3700 სახლი, უმეტესობა ქალაქის ისტორიულ ცენტრშია და საჭიროებს რესტავრაციას.
ამ ორიგინალურ ფასს აქვს ერთი პირობაც: მყიდველმა ორი წლის განმავლობაში უნდა გაარემონტოს შენობა სტილის შეუცვლელად.
მერმა ასევე უფასოდ შესთავაზა ბინები ქალაქის მკვიდრებს, რომლებიც აქტიურად ჩაებმებოდნენ ქალაქის რესტავრაციაში.
ამ ყველაფრისთვის “მუხტის” მისაცემად პირველი სახლი აჩუქეს მილანის “ინტერის” პრეზიდენტს მასიმო მორატის.
ტეგები: სახლი
სხვადასხვა
კომენტარები (2)
ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 6th, 2008

ლეგენდარული ბიტანული როკ-ჯგუფ “The Rolling Stones”-ის ლოგოტიპი-ტუჩები და გამოყოფილი ენა-იყიდა ლონდონის მუზეუმმა “ვიქტორია და ალბერტმა” 51 375 ფუნტად (92 ათასი დოლარი). 1970 წელს ლოგოტიპის ავტორმა ჯონ პაშემ ამ ნახატისთვის ჯგუფისგან 50 ფუნტი მიიღო. ორი წლის შემდეგ მუსიკოსებმა ამ თანხას კიდევ 200 ფუნტი დაუმატეს. არის მოსაზრება, რომ ლოგოტიპის პროტოტიპი მიკ ჯაგერის ტუჩებია.
ლოგოტიპი “The Rolling Stones” - პირველი ლოგოტიპია, რომელიც მუსკალურმა ჯგუფმა გამოიყენა, როგორც ბრენდი. ეს ლოგოტიპი გახნა როკ-მუსიკოსების ყველაზე საყვარელი სიმბოლო.
ტეგები: Rolling Stones, ლოგო, ხელოვნება
სხვადასხვა, ხელოვნება
კომენტარები (0)
Cudi → სექტემბერი 6th, 2008

სპორტულმა გამოცემამ – Sport.es ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც გულშემატკივრებს უნდა დაესახელებინათ მათთვის სავარაუდო ლა ლიგას მომავალი ბომბარდირი.
განაგრძეთ კითხვა »
სპორტი
კომენტარები (0)