ტექსტის ზომა + | -    → თბილისის ცნობარი   სიახლეების გამოწერა კომენტარების გამოწერა

* ყურადღება – ჩვენ გთავაზობთ, ერთად შევქმნათ ახალგაზრდული ჟურნალი – ინფორმაციისთვის. → იხილეთ

2009 წლისათვის უკვე 1 მილიონი ვირუსი

Cudi → სექტემბერი 5th, 2008
ViruS

ViruS

ექსპერტები ინტერნეტის უსაფრთხოების საკითხებში ირწმუნებიან, რომ 2009 წლისათვის ინტერნეტში 1 მილიონი ვირუსი იქნება.

პროგრამა malware-ის (მავნე პროგრამა) გამომგონებლები იძულებულები არიან განაახლონ ვირუსების ბაზა ხშირ-ხშირად, რადგან უბრალო ადამიანები და ბიზნესმენები სულ უფრო და უფრო ხშირად აძლიერებენ კომპიუტერების დაცვას.
ექსპერტები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ malware-ის მიერ გამოშვებული ვირუსების 25 პროცენტი სწორედ ბოლო 6 თვის განმავლობაში შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიის მიერ ვირუსების გამოშვება უკვე 20 წელია რაც მიმდინარეობს.

დღეს უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია ინტერნეტში ვირუსების რაოდენობა, რაც გამოწვეულია შიდა ქსელური უსაფრთხოების გაძლიერებით და მომხმარებელთა მეტი ინფორმირებულობით.

ჰაკერებიც ახალ-ახალ ხერხებს ეძებენ მომხმარებელთა მოსატყუებლად. მათ მავნე ინტერნეტ ფანჯრები ოფიციალურ საიტებად აქციეს. კომპიუტერის ვირუსით შეპყრობის მომენტი ხდება მომხმარებლისგან უხილავად, ხშირად ამას მისივე პერსონალური კომპიუტერიც ვერ ამჩნევს, რადგან საიტი ითხოვს რაღაც კოდს, რომელიც თითქოსდა მართვას ექვემდებარება, სინამდვილეში ამ კოდით ვირუსი აქტიურდება.

იმ დროს როდესაც ვირუსების რაოდენობა მატულობს, მათი შემჩნევა უფრო და უფრო რთულდება, რადგან malware ,,მუშაობის” ტაქტიკას ცვლის.

თუ ვირუსების გამოგონების ტენდენცია არ შეჩერდება 2009 წლის დასაწყისისათვის მათი რაოდენობა 1 000 000-ს მიაღწევს.

 
წყარო

ტეგები: , , , ,

ქართველი პოლიტიკოსების მარაზმები

ალხანიშვილი ოთო → სექტემბერი 5th, 2008

ქართველი პოლიტიკოსების მარაზმული გამონათქვამები:

# ჩვენ მოვახერხეთ ბაკურიანის სრული განათება წელს, მარგამ მომავალ წელს უფრო გავანათებთ (მიხეილ სააკაშვილი)

# ჩვენ ვაკონტროლებთ კრიმინალურ სიტუაციას საქართველოში (ვანო მერაბიშვილი)

# ჯარი იყო რამდენიმე თვის უჭმელი (მიხეილ სააკაშვილი)

განაგრძეთ კითხვა »

ტეგები:

საინტერესო ფაქტები კოცნის შესახებ

Bekalius Kvartskhava → სექტემბერი 4th, 2008

 

1. კოცნას მოქმედებაში მოყავს სახის 200 კუნთი. ასეთი სახის “ვარჯიში” წარმოადგენს ნაოჭების პროფილაკტიკას.
2. კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს ნივთიერებათა კომპლექსს (ცხიმებს, მარილებს), რაც თავის მხრივ აძლიერებს იმუნიტეტს.
3. ადამიანების 66 % კოცნის დროს თვალებს ხუჭავს, დანარჩენები კი ამჯობინებენ კოცნის პროცესში პარტნიორის ყურებით დატკბნენ.

განაგრძეთ კითხვა »

ტეგები: , , , , ,

Google Chrome [beta]

Bekalius Kvartskhava → სექტემბერი 3rd, 2008


Google-მა გამოუშვა ახალი ბრაუზერი Chrome, რომელიც ჯერ-ჯერობით ბეტა რეჟიმში მუშაობს. იგი გამოირჩევა სისწრაფით, იყენებს კომპიუტერის მცირე რესურსებს და არის საკმაოდ მარტივი მოსახმარი.

იგი ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ Windows-ისთვის, მაგრამ სამომავლოდ გამოვა Mac და Linux-ისთვის.

განაგრძეთ კითხვა »

ტეგები: , ,

ტაქსისტების ისტორიები

Gi_iGi → სექტემბერი 3rd, 2008

ერთხელ ჩავჯექი ტაქსში, ძალიან დაღლილი ვიყავი და სახლში მივიჩქაროდი, თუმცა როგორც ყოველთვის მოვყვები მანქანების ” საცობში ” . ლაპარაკის თავი მე კი არ მქონდა, მაგრამ ალბათ სიჩუმისგან გადაღლილმა ტაქსისტმა დამიწყო საუბარი, რაღაც საინტერესოზე დაიწყო ლაპარაკი და მეც ავყევი. ხოდა მეუბნება:

add new history

განაგრძეთ კითხვა »

ტეგები: , , ,

ჟარგონთა განმარტებანი :|

Gi_iGi → სექტემბერი 3rd, 2008

ავოიე – შეძახილი

აზრზე მოსვლა “აზრზე მოდი” მოწოდებაქცევი ან დამოკიდებულების შეცვლისკენ, ხშირად მუქარის ელფერით.

აზრზე ყოფნა. “აზრობ?!”, “აზრზე ხარ?!” მიმართვის დროს გამოხატავს გაკვირვებას, დაახ. იგივეა რაც “წარმოგიდგენია?!”.

‘ბაზარი ლაპარაკი, მსჯელობა. “ბაზარი არაა” ულაპარაკოდ, რა თქმა უნდა.

გაბაზრება რაიმე ამბავის გავრცელება

ბანძი ბინძური, ხელმოცრული ან არასიმპატიური ადამიანი.

გაბანძება სახელის შელახვა.

ბლატი (რუს.) არაფორმალური კავშირები, კონტაქტები, ნაცნობობა, ხშირად მექრთამეობასთან ან პროტექციონიზმთან კავშირში. ბლატაობა ,

ბლატნოი

‘გარასხოდება ანგარიშის გასწორება

გასწორება

განაგრძეთ კითხვა »

ტეგები: , , ,

ცოცხალი ჯაჭვი – 1 სექტემბერი

Bekalius Kvartskhava → სექტემბერი 3rd, 2008

1 სექტემბერს უამრავი ადამიანი გამოვიდა თბილისის და არამარტო თბილისის ქუჩებში, ხალხმა დაანახა მსოფლიოს , რომ ისინი არიან მშვიდობის მოსურნე და არ უნდათ ომი და არეულობა.

ეს აქცია იყო მიმართული იმისკენ, რომ რუსის ჯარმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია და მისცე ქვეყანას თავისუფლების საშუალება.
აქციამ ყოველგვარი ინციდენტის გარეშე ჩაიარა, როგორც თბილისის პოლიციის სამსახურმა განაცხადა, 1 სექტემბერს არცერთი გამოძახება არ მიუღიათ.

ახლა მოგაწვდით რამდენიმე ფოტოს.

ტეგები: ,

ჩვენები გერმანიაში ჩავიდნენ

Gi_iGi → სექტემბერი 1st, 2008

ჩვენი საფეხბურთო ნაკრები, უელსში , ადგილობრივ ნაკრებთან 1 : 2 საკმაოდ კარგი გამარჯვების შემდეგ გაემგზავრა გერმანიაში , მსოფლიოს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე ირლანდიასთან შესახვედრად, როგორც მოგეხსენებათ ჩვენ უკვე ახალი საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი მწვრთნელი გვყავს ჰექტორ რაულ კუპერი.

ესეც ჩვენი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (“დინამო” თბილისი), როინ კვასხვაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მაკარიძე (“დინამო” თბილისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (“ზესტაფონი”), ალექსანდრე კვახაძე (“ვიტ ჯორჯია”), ზაალ ელიავა (“დინამო” თბილისი);
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე (“დინამო” თბილისი), დავით ოდიკაძე (“დინამო” თბილისი), ირაკლი კლიმიაშვილი (“ვიტ ჯორჯია”);
თავდამსხმელები: ბექა გოცირიძე (“ზესტაფონი”), რატი ალექსიძე (“ლოკომოტივი” თბილისი).

შეგახსენებთ რომ ჯერ ჯერობით დაზუსტებული არაა ქართველი ლეგიონერების ჩამონათვალი რომლებიც თამაშში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა არ არსებობს არანაირი საფუძველი რომ რომელიმე მათგანი კლუბმა არ გამოუშვას შეხვედრაზე.

ოკეანის გუმბათი

shotazi → სექტემბერი 1st, 2008

ოკეანის გუმბათი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობაში განთავსებული საცურაო აუზი და ის გინესის წიგნშიც არის შეტანილი. ეს სასწაული პარკი მდებაორეობს იაპონიაში, მიაზაკაში კუშუს კუნძულზე(ვერ გეტყვით ზუსტად გამოვთქვი თუ არა დასახელება) ოკეანიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით.

Ocean Dome

Ocean Dome

ოკეანის გუმბათი არის 300 მეტრი სიგრძეში და 100 მეტრი სიგანეში, აქ მუდმივად 30 გრადუსია. ნაპირზე კი სუფთა, სასიამოვნო მარმალიროს მსგავსი კენჭებია რომელიც ტანზე არ მოგეკრობათ. ტალღებს არეგულირებენ და ავტომატურად ყოველ რამდენიმე წუთში ერთი ზომის ტალღები მოდის შემდეგ ისევ უკან ბრუნდება მიწისქვეშა მილებით და რამოდენიმე ტუმბოს საშუალებით კვლავ ახალი ტალღა წარმოიქმნება, ასე რომ აქ შეხვდებით სერფინგსაც. ოკეანესგან განსხვავებით კი ამ პარკში მტკნარი წყალია.

Serfing

Serfing

აქვეა განთავსებული ყველანაირი მაღაზია სადაც ყველაფერია რაც შეიძლება ოკეანესთვის დაგჭირდეს, რესტორნებიც მრავლადაა და ასევე პატარა ოკეანის გარდა არის აუზები და წყლის ატრაქციონები.

Ocean Dome

Ocean Dome

პარკი გაიხსნა 1993 წელს და მას ყველაზე მეტი სტუმარი ყავდა 1995 წელს, მათმა რიცხვმა შეადგინა 1,25 მილიონი, 2007 წლის ოქტომბერში ოკეანის გუმბათი დაიხურა.

ტეგები: , , , , ,

1 სექტემბერს საქართველოსა და მსოფლიოს დედაქალაქებში ცოცხალი ჯაჭვი შეიქმნება

Bekalius Kvartskhava → აგვისტო 31st, 2008

ხვალ 15:00 საათზე ცოცხალი ჯაჭვი შეიქმნება. ეს იქნება საქართველოში და ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და ქართველების ერთიანობის დემონსტრირება.ჯაჭვის თითოეულ წევრს ერთიანობისა და ლოცვების წარმოთქმისთვის სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევა ეძლვა.თბილისში მარშრუტი ასეთია – ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, რუსთაველის გამზირები, ბარათაშვილის ხიდი, ავლაბრის აღმართი სამების საკათედრო ტაძრამდე, ვაკე–საბურთალოს გზა, ვაჟა–ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი.ცოცხალი ჯაჭვის შეკვრისთვის მთავარია ყველა ქართველი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გავიდეს და მეზობელს ხელი ჩაკიდოს.

განაგრძეთ კითხვა »

ტეგები: , ,

გვერდები 119 of 121...112113114115116117118119120121