ტექსტის ზომა + | -    → თბილისის ცნობარი   სიახლეების გამოწერა კომენტარების გამოწერა

* ყურადღება – ჩვენ გთავაზობთ, ერთად შევქმნათ ახალგაზრდული ჟურნალი – ინფორმაციისთვის. → იხილეთ

ყველაზე ძვირადღირებული ლუდი

ალხანიშვილი ოთო → აგვისტო 31st, 2008

ძველი დროიდან მოყოლებული ლუდი რჩება მსოფლიო ხალხების საყვარელ სასმელად. რა არ გამოიგონეს ლუდის გემო უფრო გემრიელი რომ გაეხადათ, მიუხედავად ამისა ლუდი ფასით ყველასთვის მისაწვდომი იყო ათასწლეულების განმავლობაში. ძვირადღირებული ლუდის დამზადება აზრად მოუვიდა ლუდის მწარმოებელ კომპანია Jacobsen Brewhouse-ს.

განაგრძეთ კითხვა »

ინგლისში ჩატარდა რბოლა ლოკოკინებს შორის

ალხანიშვილი ოთო → აგვისტო 31st, 2008


ბრიტანეთის სოფელ კონგემში ჩატარდა ყოველწლიური მსოფლიო რბოლა ლოკოკინებს შორის. რბოლაში “ყველაზე სწარფი ლოკოკინა მსოფლიოში” იბრძოდა 300 ლოკოკინა. ლოკოკინები “დარბოდნენ” 16 დიამეტრი სიგრძის ზოლზე. გამარჯვებულს გადასცემენ სალათით სავსე ვერცხლის თასს.
ამ ჩემპიონატს ატარებს ეკლესიური ფონდი Congham Fete, რომელიც შემოსულ თანხას ახმარს ეკლესიების რესტავრაციას. დღესდღეობით რეკორდი ეკუთვნის ლოკოკინა არჩის, რომელმაც “სარბენი” ბილიკი “გაირბინა” 2 წუთში 1995 წელს.

365 მიზეზი იმისთვის რომ დალიო

ალხანიშვილი ოთო → აგვისტო 30th, 2008
365 მიზეზი იმისთვის რომ დალიო:
1 იანვარი -ახალი წელი. მსოფლიო დღესასწაული.
2 იანვარი – ბედობა
3 იანვარი – მთვარის ახალი წელი (ლიტვა).
4 იანვარი – ისააკ ნიუტონის დაბადების დღე.
5 იანვარი – მიხეილ სააკაშვილის მეორედ გაპრეზიდენტება.
6 იანვარი – მგლების დღე (ესპანეთი).
7 იანვარი – იუპიტერის აღმოჩენა(გალილეო გალილეი).
8 იანვარი – ელვის პრესლის დაბადების დღე.
9 იანვარი – სრულყოფილების დღე (იაპონია).
10 იანვარი – ვუდუს დღე (ბენინი).
11 იანვარი – მსოფლიო დღე “მადლობთ”.
12 იანვარი – ლომების დღე (კენია).
13 იანვარი – ძველით ახალი წლის წინა დღე.
14 იანვარი – ძველით ახალი წელი.
15 იანვარი – ხეების დარგვის დღე (იორდანია).
16 იანვარი – საერთაშორისო დღე “The Beatles”.
17 იანვარი – ტუალეტის ჩასარეცხის დაპატენტების დღე (1861).
18 იანვარი – მუშების დღე.
19 იანვარი – ნათლისღება.
20 იანვარი – ავტონომიური რესუბლიკა კრემის დღე (უკრაინა).
21 იანვარი – ჩახუტების საერთაშორისო დღე
22 იანვარი – ბაბუების(პაპების) დღე (პოლონეთი).
23 იანვარი – როკ-ჯგუფ «ДДТ»-ს პირველი დებიუტი როკ-კლუბში (1987).
24 იანვარი – ინგლიში ჩამოყალიბდა სკაუტთა პირვველი ჯგუფი (1907)
25 იანვარი – სიშიშვლის დღე (ომანი).
26 იანვარი – საპოჟნიკის საერთაშორისო დღე.
27 იანვარი – ბანანების დღესასწაული (ვიეტნამი).
28 იანვარი – ატომური იარაღის საწინააღმდეგო დღე.
29 იანვარი – ავტომობილის გამოგონების დღე.
30 იანვარი – დაზარალებულების დახმარების დღე.
31 იანვარი – არაყის დაბადების დღე. ამ დღეს დაიცვა მენდელევმა დისერტაცია “არაყისა და სპირტის შეერთებაზე”.

განაგრძეთ კითხვა »

ტიესტო

Gi_iGi → აგვისტო 30th, 2008

ტაის ვერვერსტი , ჰოლანდიელი ”დიჯეი”, რომელიც ცნობილია როგორც დიჯეი ტიესტო 
დაიბადა 1969 წლის 17 იანვარს, ნიდერლანდების ერთ ერთ ქალაქ ბრედაში.

იგი პირველად 12 წლის ასაკში დაინტერესდა კლუბური მუსიკით, ცოტა მოგვიანებით , 20 წლის ასაკში კი სერიოზულად მოკიდა ამ საქმეს ხელი. ყველაფერი სასკოლო წვეულებებით, შემდეგ კი ოდნავ უფრო წინ სვლით ნიდერლანდების რამოდენიმე კლუბში დაკრული მუსიკით დაიწყო.

განაგრძეთ კითხვა »

მარიამობას გილოცავთ

Bekalius Kvartskhava → აგვისტო 28th, 2008

პოსტი ცოტა დამიგვიანდა მაგრამ , მე მაპატიეთ.

ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ და მოვაყოლებ ვიკიპედიიდან წამოღებულ ინფორმაციას მარიამობასთან დაკავშირებით.

განაგრძეთ კითხვა »

გალა-კ-ტიონი

Dornez → აგვისტო 28th, 2008

იმ დღეს ჩვეულებრივად გამოვიდა სახლიდან.დედამ თავზე ხელი გადაუსვა,
ჩანთაში ვაშლი ჩაუდო და კარი ფართოდ გაუღო.ისიც გზას ნელი ნაბიჯით გაუყვა.მიდიოდა ბებერი ჭადრების სამეფოში და უბიწო, უმანკო თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით. ნელი, გაუბედავი სიარული მას ანგელოზს ამსგავსებდა. აი, გამოჩნდა ის ნაცნობი ხეც, ორჯერ რომ გადაჭრეს და მაინც გაიზარდა.ჩვევად ჰქონდა-ხეს ორჯერ შემოუვლიდა და მერე გააგრძელებდა ხოლმე გზას.დღესაც ასე მოიქცა-ერთხელ შემოუარა და…დაინახა, ხო ის დაინახა…ის მთელი თავისი დიდებულებით-
-გაცვეთილი პიჯაკით,ღარიბული,ნახევრად დაფლეთილი შარვლით და მოშვებული წვერით.რაღაცამ მისკენ გადაადგმევინა ნაბიჯი-ერთი, ორი… და ესროლა გოგონამ…მზერა ესროლა. ისიც დაიჭრა და გაჩერდა,სანამ საპასუხოდ ესროდა,შეათვალიერა.-ჩვეულებრივი გოგონაა, თქვა მან ხმადაბლა-თუმცა…თვალები! გოგონას მიუახლოვდა, აკანკალებული ხელში აიტატა,
მწველი თვალები გაუსწორა და იმ წამს გაიცნო ერთადერთი ადამიანი,რომელმაც
მის მზერას გაუძლო.ამან გააოგნა და ბაგეები შეარხია:-გოგონა, ტყუილი იცი?
-…
-არა უშავს ,ცხოვრება გასწავლის…

და გალაკტიონიც ჭადრების ხეივანში გაუჩინარდა.

იცით თუ არა რომ

shotazi → აგვისტო 26th, 2008

იცით თუ არა რომ:

Kid is Thinking

იცით თუ არა რომ


1. საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები.

2. ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე.

3. “Reastaurant” არის სიტყვა რომელსაც ყველაზე ხშირად წერენ შეცდომით საძიებო სისტემებში(სხვათაშორის ერთ-ერთ ჩემ საიტზე გადავამოწმე და მეც შეცდომით მეწერა ეს სიტყვა).

4. მობილური ტელეფონის შესაქმნელად საჭიროა 75 კილოგრამი დაუმუშავებელი მასალა.

5. პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო ასეთი: “Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez”.

6. ციფრი “0″ გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.

7. “Volks-Wagen” ნიშნავს ხალხის მანქანას და მის შექმნას ხელი შეუწყო ადოლფ ჰიტლერმა, ამ მარკის მანქანებს თავიდან ეწოდებოდა “Beetle”.

8. ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.

9. Yahoo იშიფრება როგორც “Yet Another Hierarchical Officious Oracle” ანუ ქართულად “კიდევ ერთი იერარქიული აბეზარი წინასწარმეტყველება”.

10. თავად სიტყვა Yahoo კი ნიშნავს პირუტყვს.

O Cristo Redentor

Dornez → აგვისტო 26th, 2008

დღეს ალბათ შეუძლებელია რიო დე ჟანეიროს მის გარეშე წარმოდგენა.კორკოვადოს შვიდას მეტრიან მთაზე უზარმაზარი ქანდაკების აღმართვის იდეა პიველად კათოლიკე მღვდელს-პედრო მარია ბოსს 1850-იან წლებში გაუჩნდა .ბოსმა დაფინანსებისთვის ბრაზილიის პრინცესა,იზაბელს მიმართა.
იზაბელი დიდად არ დაინტერესებულა მისი იდეით,1889 წელს კი,როდესაც ბრაზილია რესპუბლიკა გახდა,პედროს სურვილის განხორციელება სრულიად შეუძლებელი ჩანდა,ვინაიდან ახალი კანონები მთავრობას და ეკლესიას ერთმანეთისგან ყოფდა.
კორკოვადოს მთაზე მონუმენტის აგების იდეა 1921 წელს “რიოს კათოლიკეთა წრეს” გაუჩნდა.ჯგუფმა ხელმოწერების და შემოწირულობების შეგროვება დაიწყო,რომ მთაზე ქანდაკების აღმართვა უზრუნველყოთ.შემოწირულობები ძირითადად ქალაქის კათოლიკეებმა გაიღეს.დიზაინერებმა მრავალნაირი პროექტი წარადგინეს:-ქრისტე გაშლილი ხელებით,ქრისტიანული ჯვრის სიმბოლო;ქრისტე დედამიწის მოდელით,გლობუსით ხელში;მსოფლიოს სიმბოლოს გამომსახველი ქანდაკება.
“მხსნელი ქრისტეს”(პორტ.O Cristo Redentor) ქანდაკება ამოირჩიეს.
ქანდაკების დიზაინერი ბრაზილიელი ჰეიტორ და სილვა კოსტა იყო,ხოლო მოქანდაკე პოლ ლანდოვსკი,პოლონური წარმოშობის ფრანგი მოქანდაკე.მშენებლობამ ცხრა წელი გასტანა(1922-1931).ქანდაკება 250,000 $ დაჯდა.1931 წლის 12 ოქტომბერს O Cristo Redentor საზეიმოდ გახსნეს.
2006 წელს რიოს არქიეპისკოპოსმა,ეუსებიო ოსკარ შეიდმა ქანდაკებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა-კათოლიკეებს მის ქვეშ ბავშვის მონათვლის და ჯვრის წერის უფლება აქვთ.
2007 წელს “მხსნელი ქრისტეს” ქანდაკება “ახალ შვიდ საოცრებათა” რიგში შევიდა.
2008 წლის,10 თებერვალს ქანდაკებას საშინელი შტორმის დროს მეხი დაეცა.ქანდაკებას არაფერი დამართნია.

ჩინეთის ოლიმპიადა 2008

Bekalius Kvartskhava → აგვისტო 24th, 2008

მოგეხსენებათ ქვეყანაში მძიმე ვითარების ფონზე, ქართველმა ოლიმპიელებმა არ დათმეს პოზიციები და გააგრძელეს ბრძოლა ჩინეთის ოლიმპიადაზე, რამაც საკმაოდ კარგი შედეგი უჩვენა.

“ჯეო ოლიმპიელებმა” ჯამში 6 მედალი მოიპოვეს , აქედან 3 ოქრო და 3 ბრინჯაო.

ოქროს მედალოსნები არიან.

განაგრძეთ კითხვა »

მონაკო

shotazi → აგვისტო 24th, 2008

ამ სიცხეში ალბად ყველა ეძებს გასაქცევს სადმე გრილ სამოთხეში, სადმე ზღვის კურორტს, მეც არ ვარ გამონაკლისი, მოკლედ ვეძებდი ინტერნეტში საოცნებო კურორტებს და აღმოვაჩინე მონაკო, საოცარი ქვეყანა ყოფილა ეს პატარა მონაკო.

Monaco

Monaco

მონაკო მდებარეობს საფრანგეთის სამხრეთით და მისი ფართობი მხოლოდ 1,9 კვადრატული კილომეტრია. დედაქალაქი მონტე კარლო, ოფიციალური ენა ფრანგული, ვალუტა ევრო, მოსახლოებოა დაახლოებით 30,000 ადამიანი, მოკლედ აღარ შეგაწყენთ ოფიციალური მონაცემებით თავს უბრალოდ დატკბით მონაკოს ხედებით.

განაგრძეთ კითხვა »

გვერდები 120 of 121...112113114115116117118119120121