ENews.Ge ახალი ამბები

ყველასათვის ცნობილი ქართული კალათბურთის ლეგენდა გარდაიცვალა



კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გარდაიცვალა კალათბურთის მწვრთნელი ზურაბ სამხარაძე.

„დაგვტოვა ძალიან დიდმა ადამიანმა. ადამიანმა რომელმაც ბევრი კალათბურთელის (და არა მარტო) ცხოვრებაზე და კარიერაზე დიდი გავლენა იქონია. ვარ იღბლიანი რომ ამ ადამიანების დიდ ჩამონათვალში მეც მოვიხსენიები.მადლობა ზურა მასწ. იმ საკალათბურთო და ცხოვრებისეული გაკვეთილებისთვის რამაც პირადად მე უკეთესი პიროვნება გამხადა. მე დღეს სადაც ვარ შენი დამსახურებაა.

მადლობა იმისთვის როდესაც ჩემ ოჯახს ისე უჭირდა რომ ბოტასების, გზის , ვარჯიშის, დაუსრულებელი თერაპიების საშუალება არსად არ იყო შენ გვერდში გვედექი!

მადლობა ყველაფრისთვის, შენ ბევრი ჩვენთაგანის ცხოვრება შეცვალე, ძალიან დაგვაკლდები!“, – წერს ბურჯანაძე სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა