ENews.Ge ახალი ამბები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება - ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები



დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა წლის ბოლოდან ორეტაპიანი გახდება.

2024 წლის 31 დეკემბრიდან გარკვეული კატეგორიის ავტომობილებისთვის მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდება. ეს კი ნიშნავს, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის გამოცდის ქუჩაში რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო ხდება. კერძოდ, საუბარია, „CE“, „DE“, C1E“ და „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებზე.

კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:

CE - სატვირთო მისაბმელით;
DE - სამგზავრო მისაბმელით;
C1E - მსუბუქი სატვირთო მისაბმელით;
D1E - სამგზავრო მისაბმელით.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა