ENews.Ge ახალი ამბები

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პარალელურად დილიდან საპროტესტო აქცია გაიმართება



სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, პარ­ლა­მენ­ტთან, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა.

აქ­ცია - "არა რუ­სულ კა­ნონს“ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან 10:00 სა­ათ­ზე არის და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი, ასე­ვე, აქ­ცია არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წინ 19:00 სა­ათ­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა. ნუ დარ­ჩე­ბი სახ­ლში, გა­მო­დი გა­რეთ. "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ გვე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს! “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ არის დიდი კე­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პას შო­რის! კი ევ­რო­პას! არა რუ­სულ კა­ნონს!“, - წე­რია ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

პარ­ლა­მენ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას იწყებს. ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ წარ­დგე­ნილ პრო­ექტს დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა