ENews.Ge ახალი ამბები

"მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი... " - საპარლამენტო ოპოზიცია



სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია ვაც­ნო­ბი­ე­რებთ წარ­მო­უდ­გე­ნელ გა­მოწ­ვე­ვას და რო­გორც არას­დროს, ვართ ერ­თი­ა­ნი - მო­ვი­თხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნას გაწ­ვე­უ­ლი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლუ­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას,- ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა, სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტში დაბ­რუ­ნე­ბა ნიშ­ნავს, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას.

"ოც­ნე­ბის“ მიერ ამ მავ­ნებ­ლუ­რი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის დაბ­რუ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტში ერ­თა­დერთ რა­მეს ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბა უპი­რის­პირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას, იყოს ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი და რაც მთა­ვა­რია, პირ­და­პირ უხ­სნის გზას კრემ­ლის ინ­სტი­ტუ­ცი­ებს და იქი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია ვაც­ნო­ბი­ე­რებთ ამ მარ­თლაც წარ­მო­უდ­გე­ნელ გა­მოწ­ვე­ვას და რო­გორც არას­დროს ვართ ერ­თი­ა­ნი, რო­გორც არას­დროს, ვართ მზად, ჩვენს ხალ­ხთან ერ­თად და­ვიც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია, ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და არ მივ­ცეთ უფ­ლე­ბა კრემ­ლის მიერ შეკ­ვე­თი­ლი სცე­ნა­რით სა­ქარ­თვე­ლო­ში არე­უ­ლო­ბას.

მო­ვი­თხოვთ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იქ­ნას გაწ­ვე­უ­ლი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლუ­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, 9-პუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას და სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გზით ნორ­მა­ლუ­რი, ევ­რო­პუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და არ­მაზ ახვლე­დი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვას იწყებს.

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ წარ­დგე­ნილ პრო­ექტს დღეს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტი, პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით გა­ნი­ხი­ლავს.

მას­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ორი ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პრო­ექტს - ერ­თია, "ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის - რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გავ­ლე­ნე­ბის­გან დაც­ვის შე­სა­ხებ" პრო­ექ­ტი და თან­მდე­ვი "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, ხოლო მე­ო­რე - "გრან­ტე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­სა და "ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის, ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა