ENews.Ge ახალი ამბები

80 ფუნტი და უბრალო მეწაღის მიერ შეკერილი ფეხსაცმელი, რომლისთვისაც პაპს არასდროს უღალატია - რა ქონება დარჩა ფრანცისკეს

პაპი ფრან­ცის­კეს გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთელ მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ამ­წუხ­რა. მის დაკ­რძალ­ვას არა­ერ­თი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და­ეს­წრო და ალ­ბათ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ პა­პის ქო­ნე­ბა იქ მყოფ­თა­გან ყვე­ლა­ზე ცო­ტას არ შე­ად­გენ­და.

პაპ ფრან­ცის­კეს ქო­ნე­ბა 16 მი­ლი­ონ ფუნტს შე­ად­გენ­და, თუმ­ცა ამ თან­ხა­ში მის ოფის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბა მო­ი­აზ­რე­ბა, რო­გო­რი­ცაა პა­პის რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მო­სი.

"კასა სან­ტა მა­რია"
"კასა სან­ტა მა­რია"


იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ პა­პის ტი­ტულს დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა ახ­ლავს თან, ფრან­ცის­კემ უარი თქვა ამ­გვარ ცხოვ­რე­ბა­ზე და პა­პის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ცხოვ­რე­ბის ნაც­ვლად, კასა სან­ტა მარ­ტა­ში ცხოვ­რე­ბა ამ­ჯო­ბი­ნა. ეს სახ­ლი, რო­გორც წესი, ე.წ. "გეს­თჰა­უსს" წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც რო­მის პაპს, მას ყო­ველ­წლი­უ­რად 384 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი უნდა აეღო, თუმ­ცა ფრან­ცის­კემ ამა­ზეც უარი თქვა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, ის ამ თან­ხას სხვა­დას­ხვა ფონ­დებს სწი­რავ­და. ფრან­ცის­კემ ასე ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი რწმე­ნის გამო არ­ჩია, ის იე­ზუ­ი­ტე­ბის ორ­დე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, რომ­ლე­ბიც სი­ღა­რი­ბის აღ­თქმით ფი­ცა­ვენ, რომ უკეთ ემ­სა­ხუ­რონ ქრის­ტეს.

ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლი­ლი პა­პის ან­გა­რიშ­ზე მხო­ლოდ 80 ფუნ­ტი დარ­ჩა.

ფრან­ცის­კემ პა­პად კურ­თხე­ვამ­დეც მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად იცხოვ­რა და კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის ბო­ძე­ბულ ნე­ბის­მი­ერ თან­ხა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მან უარი თქვა წინა პა­პე­ბის ტრა­დი­ცი­ულ ოქ­როს ბე­ჭედ­ზეც და მის ნაც­ვლად ნაკ­ლებ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, მო­ოქ­რუ­ლი ბე­ჭე­დი არ­ჩია.

ამას­თან, ბევ­რის­თვის ცნო­ბი­ლია მისი ფეხ­საც­მლის ის­ტო­რია, რო­მელ­საც ფრან­ცის­კე რო­მის პა­პად კურ­თხე­ვამ­დეც ერ­თსა და იმა­ვე მე­წა­ღეს აკე­რი­ნებ­და. ფრან­ცის­კეს არ სურ­და ტრა­დი­ცი­უ­ლი ძვირ­ფა­სი ფეხ­საც­მლის ტა­რე­ბა, რო­მელ­საც მისი წი­ნა­მორ­ბე­დი პა­პე­ბი ატა­რებ­დნენ და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე უბ­რა­ლო შავი ფეხ­საც­მლით და­დი­ო­და.

წყა­რო: hellomagazine

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა