ENews.Ge ახალი ამბები

ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას მილანური ფოტოსესია - რა ფოტოები გაავრცელა მოდელმა?

მი­ლან­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­სუ­ლიალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე ისევ ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. ამ­ჯე­რად უკვე მე­ო­რედ გავ­რცელ­და ჭორი მისი და ბიზ­ნეს­მენ და­ვით კო­დუ­ას შე­რი­გე­ბის შე­სა­ხებ.

პირ­ვე­ლად ერთი კვი­რის წინ, რო­დე­საც წი­თე­ლი "ფერ­ა­რით" 12 სა­ა­თი მი­ლა­ნი­დან ბუ­და­პეშ­ტში იმოგ­ზა­უ­რეს. მა­შინ ალექ­სან­დრამ და­ვით კო­დუ­ას ძმის, ერეკ­ლე კო­დუ­ას მე­უღ­ლეს­თან კა­ტი­კა დი­დას­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თუმ­ცა მო­დელ­მა კო­დუ­ას­თან შე­რი­გე­ბა უარ­ყო.

ამ­ჯე­რად, მო­დე­ლის "ინ­სტაგ­რამ­ზე" წყვი­ლის სა­ერ­თო შვილ­თან მი­ლან­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. "მან თქვა: "ჩემს სიყ­ვა­რულს ვერ გა­ექ­ცე­ვი..." - წერს ალექ­სან­დრა ოჯა­ხურ ფო­ტო­ებ­ზე.

მო­დელს, ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად მი­ლან­ში კი­დევ ერთხელ და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ალექ­სან­დრამ ადას­ტუ­რებთ დავთ კო­დუ­ას­თან შე­რი­გე­ბას?

- არა, არ ვა­დას­ტუ­რებ...

- ანუ არ შე­რი­გე­ბულ­ხართ?

- არა, არც მა­გას ვა­დას­ტუ­რებ...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძეს, მისი და და­ვით კო­დუ­ას "ლავ­სთო­რის" შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, როცა ალექ­სან­დრამ სა­ჯა­როდ თქვა, რომ ბიზ­ნეს­მე­ნის­გან შვილს ელო­დე­ბო­და და მათ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ. წყვილს გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნა. მშო­ბი­ა­რო­ბას თა­ვად კო­დუ­აც და­ეს­წრო.

გა­სუ­ლი წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, მო­დელ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ კო­დუ­ას და­შორ­და, თუმ­ცა წყვი­ლი მას შემ­დეგ არა­ერ­თხელ გა­მოჩ­ნდა ერ­თად.

"ბევ­რი ჭო­რე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით ვწერ ძვირ­ფა­სე­ბო, ჩვენ დავ­შორ­დით ოფი­ცი­ა­ლუ­რად. მი­ჭირს თუმ­ცა მად­ლი­ე­რე­ბით და სრუ­ლად გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად. სა­ო­ცა­რი თავ­გა­და­სავ­ლე­ბით სავ­სე ვნე­ბა­თა­ღელ­ვა, სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა დას­რულ­და.

ვრჩე­ბით მე­გობ­რე­ბი სა­მუ­და­მოდ და სულ ვიქ­ნე­ბით ერ­თმა­ნე­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი. მად­ლო­ბა და­თუ­ჩა ყვე­ლაფ­რის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, თავ­გან­წირ­ვის­თვის, ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის. ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ ვი­საც ვიც­ნობ და მინ­და უბედ­ნი­ე­რე­სი იყო სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე", - წერ­და ალექ­სან­დრა გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა