ENews.Ge ახალი ამბები

გორში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილი 50 წლამდე მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა - დანაშაულის ადგილზე დაიღუპა მისი ვაჟი

გორ­ში, მამა-შვილ­ზე თავ­დას­ხმის შე­დე­გად შვი­ლი გი­ორ­გი ცა­ცი­აშ­ვი­ლიად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მამა კლი­ნი­კა "გო­რი­მედ­ში" გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა,

ექი­მე­ბის ცნო­ბით, დაჭ­რი­ლი და­ვით ცა­ცი­აშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა გულ­მკერ­დი­სა და მუც­ლის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბით ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, დღეს, დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 სა­ათ­ზე, გორ­ში, მამა-შვილს ეს­რო­ლეს. შსს-ს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია ერთი პირი. და­ნა­შა­უ­ლი წმინ­და­წყა­ლის უბან­ში, სა­ვაჭ­რო ცენტ "გა­ლე­რე­ის" მიმ­დე­ბა­რედ მოხ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, სრო­ლას წინ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბა უძღო­და. Qartli.ge -ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ნან­სურ და­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩხუ­ბი წინა დღე­ებ­შიც მოხ­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე აღ­ძრუ­ლია 19-109 მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას ორი ან მეტი პი­რის მი­მართ..

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა