ENews.Ge ახალი ამბები

ცხოვრებაში ვალიდან ვეღარ ამოვალ... დიაბეტიანი ქალი ვარ, ამაზე ვიყავით დამოკიდებული ოჯახი“ - რას ჰყვებიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები

დღეს, დი­ლის სა­ა­თებ­ში თბი­ლის­ში, ვაგ­ზლის ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძლი­ე­რი ხან­ძა­რი გაჩ­ნდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი “ბორ­ჯო­მის ვაგ­ზლის”ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გაჩ­ნდა, სა­დაც ტან­საც­მლის, ხილ-ბოსტნე­უ­ლის და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­სა­წყო­ბე ფარ­თე­ბია.

ამ დრო­ის­თვის ხან­ძა­რი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. თუმ­ცა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მო­ვაჭ­რე­ე­ბი “ტე­ლე­კომ­პა­ნია პირ­ველ­თან“ აცხა­დე­ბენ, რომ გა­სა­ყი­დი სა­ქო­ნე­ლი მთლი­ა­ნად გა­უ­ნად­გურ­დათ.

მათი თქმით, ამ დრომ­დე ბაზ­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია და გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში არი­ან.

“ცხოვ­რე­ბა­ში ვა­ლი­დან ვე­ღარ ამო­ვალ“ - ასე უპა­სუ­ხა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა რე­პორ­ტი­ორს


“რაღა დარ­ჩა სა­ხუ­რა­ვიც აღარ არის. თო­დუ­ამ­დე არის დამ­წვა­რი ყვე­ლა­ფე­რი. 07:30-დან 10:30-მდე ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რამ­ხე­ლა ცე­ცხლი იქ­ნე­ბო­და... “ძეტსკი მი­რის“ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ და ახლა თა­ვის­თა­ვად, ცხოვ­რე­ბა­ში ვა­ლი­დან ვე­ღარ ამო­ვალ.

ვინ რას გე­ტყვის, სა­ერ­თოდ ჩანს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი?" - აცხა­დებს მო­ვაჭ­რე.

“დი­ა­ბე­ტი­ა­ნი ქალი ვარ, ამა­ზე ამა­ზე ვი­ყა­ვით და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად...“


"ზა­რა­ლი ძა­ლი­ან დი­დია შვი­ლო, მთე­ლი ზამ­თრის ტან­საც­მე­ლი ჩავ­კე­ცე, უნდა გა­მე­ტა­ნა და ისი­ნიც ჩა­მეწ­ვა - 3 000-ის ის მქონ­და. და­ახ­ლო­ე­ბით 7-8 ათა­სის ეს იქ­ნე­ბო­და. დი­ა­ბე­ტი­ა­ნი ქალი ვარ და ამა­ზე ამა­ზე ვი­ყა­ვით და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად.

ეს არის გა­მიზ­ნუ­ლი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვქონ­და 5 წელი კი­დევ, ვვა­რა­უ­დობ­დით რომ აქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ასე გვწვა­ვენ, არ ვა­ინ­ტე­რე­სებთ, სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბის გა­რე­შეო და აკე­თე­ბენ კი­დეც. ამას რამ­დე­ნი ვინ­მე გა­დაჰ­ყვე­ბა? ამა­ზე ვი­ყა­ვით და­მო­კი­დე­ბუ­ლი მთე­ლი ოჯა­ხი," - გა­ნა­ცხა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მო­ვაჭ­რემ, რომ­ლის დახ­ლიც ე.წ ბორ­ჯო­მის ბაზ­რო­ბა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და.

“აქე­დან ვი­ნა­ხავ­დი ოჯახს და პუ­რის ფულს ვშო­უ­ლობ­დი...“


“და­ზღვე­ვა არ მქონ­და. რას ვყიდ­დი ახლა იმ­დენს, რომ და­ზღვე­ვაც მქო­ნო­და, იქაც გა­და­მე­ხა­და და ხარ­ჯე­ბიც გა­მე­წია? მე რუს­თა­ვი­დან დავ­დი­ვარ, დღე­ში 5 ლარი გზა­ში მინ­და.

აქე­დან ვი­ნა­ხავ­დი ოჯახს და პუ­რის ფულს ვშო­უ­ლობ­დი. პუ­რის ფულს ვშო­უ­ლობ­დით და ესეც მოგ­ვის­პეს. არ რცხვე­ნი­ათ? ან ცოდ­ვის არ ეში­ნი­ათ? ასე ერ­თდრო­უ­ლად ამ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რია რო­გორ და­ი­წყე­ბო­და“ - აცხა­დებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა