ENews.Ge ახალი ამბები

მორგმა მიიღო ტომარაში ჩადებული სხეული, წარწერით "ამოუცნობი მამაკაცი", რომელიც სინამდვილეში ქალს ეკუთვნოდა" - უმძიმესი ამბავი რუსეთის ტყვეობაში დაღუპულ ჟურნალისტზე

რუ­სე­თის ცი­ხე­ში და­ღუ­პუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის ვიქ­ტო­რია როშ­ჩი­ნას ცხე­და­რი სამ­შობ­ლო­ში ორ­გა­ნო­ე­ბის გა­რე­შე და­აბ­რუ­ნეს - ჟურ­ნა­ლის­ტი 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, როშჩ­ნას ამო­თხრი­ლი აქვს თვა­ლე­ბი, ამოც­ლი­ლი აქვს ტვი­ნი. რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც როშ­ჩი­ნას მა­მამ მი­ი­ღო, ის 19 სექ­ტემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი უც­ნო­ბია.

რუ­სულ სი­ა­ში ნა­პოვ­ნი უჩ­ვე­უ­ლო აღ­ნიშ­ვნა „SPAS“, რაც შე­საძ­ლოა „გუ­ლის არ­ტე­რი­ე­ბის სრულ და­ზი­ა­ნე­ბას“ ნიშ­ნავ­დეს, შე­საძ­ლოა, სიკ­ვდი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ზე­ზად და­სა­ხელ­დეს.

ცხე­და­რი უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს თე­ბერ­ვალ­ში გა­დას­ცეს. ვი­ნი­ცის მორ­გმა მი­ი­ღო პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ტო­მა­რა­ში ჩა­დე­ბუ­ლი სხე­უ­ლი, წარ­წე­რით "ამო­უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი", რო­მელ­საც მუხ­ლზე გა­მობ­მუ­ლი ჰქონ­და ნი­შა­ნი „7390 როშ­ჩი­ნა ვ.ვ.“ ექ­სპერ­ტი­ზამ და­ად­გი­ნა, რომ დნმ ვიქ­ტო­რია როშ­ჩი­ნას მშობ­ლე­ბის დნმ-ს ემ­თხვე­ვა.

"გვამ­ზე წა­მე­ბის აშ­კა­რა კვა­ლი იყო, მათ შო­რის ნა­კაწ­რე­ბი, სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი, მო­ტე­ხი­ლი ნეკ­ნი და შე­საძ­ლოა ელექტრო­შო­კის კვა­ლიც" - გა­ნუ­ცხა­და „პრავ­დას“ უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ომის და­ნა­შა­უ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, იური ბე­ლუსოვ­მა.

ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მის კი­სერ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ლურ­ჯე­ე­ბი შე­საძ­ლოა დახ­რჩო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს.

ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ცხედ­რის მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია და უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა და­მა­ტე­ბით ანა­ლი­ზებს გეგ­მავს.

რუ­სეთ­მა როშ­ჩი­ნას და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ 2024 წლის მა­ის­ში, მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან ცხრა თვის შემ­დეგ და­ა­დას­ტუ­რა.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მე­დია ინი­ცი­ა­ტი­ვის“ ცნო­ბით, ის აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში, ბერ­დი­ანსკში, სას­ტიკ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სას­ტიკ და­წე­სე­ბუ­ლე­ბად არის ცნო­ბი­ლი.

  • ჟურ­ნა­ლის­ტი ბო­ლოს ცო­ცხა­ლი ნა­ხეს 2024 წლის 8 სექ­ტემ­ბერს, რო­დე­საც ის საკ­ნი­დან გა­ურ­კვე­ველ ად­გი­ლას გა­და­იყ­ვა­ნეს.

2024 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ როშ­ჩი­ნა ტა­გან­რო­გი­დან მოს­კოვ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს გარ­და­იც­ვა­ლა. უკ­რა­ი­ნის დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ­მა სამ­მარ­თვე­ლომ აღ­ნიშ­ნა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი გაც­ვლის ფარ­გლებ­ში მალე უკ­რა­ი­ნა­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

უკ­რა­ი­ნის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ როშ­ჩი­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა.

წყარო nypost.com

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა