ENews.Ge ახალი ამბები

პედოფილიაში ბრალდებული 40 წლის მამაკაცის საქმის ახალი დეტალები გასაჯაროვდა - ის კიდევ 5 ეპიზოდშია მხილებული

"რუს­თა­ვი 2"- ის ცნო­ბით, პე­დო­ფი­ლი­ა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­სა­ჯა­როვ­და - გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ 40 წლის კაცი, რო­მე­ლიც 13 წლის გო­გო­ნას მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ა­კა­ვეს, და­ნა­შა­უ­ლის კი­დევ 5 ეპი­ზოდ­შია მხი­ლე­ბუ­ლი.

გა­ირ­კვა, რომ 40 წლის კაცს კი­დევ 5 მსხვერ­პლი ჰყავ­და. მო­ზარ­დე­ბი სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­დნენ. მათ­გან ყვე­ლა­ზე დიდი 14-ის, ხოლო პა­ტა­რა 11 წლის არის.

არას­რულ­წლო­ვა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტის­თვის მო­ძა­ლა­დე ერთი და იგი­ვე მე­თოდს იყე­ნებ­და - შექ­მნი­ლი ჰქონ­და "ფე­ის­ბუ­ქის" და "ინ­სტაგ­რა­მის" ყალ­ბი პრო­ფი­ლე­ბი, მო­ზარ­დებს უგ­ზავ­ნი­და პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ვი­დე­ო­ებს, ესა­უბ­რე­ბო­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის სა­კი­თხებ­ზე. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გას­ვლის შემ­დეგ კი, აი­ძუ­ლებ­და, შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ფო­ტო­ე­ბი გა­და­ე­ღოთ და მის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნათ. უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, ემუქ­რე­ბო­და და მათ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლა­დობ­და.

Facebook-მი­მო­წე­რა პე­დო­ფი­ლი­ის გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა - ში­ნა­არ­სით ირ­კვე­ვა, რომ ერთ-ერთი მსხვერ­პლი 11 წლის გო­გო­ნა მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

40 წლის მა­მა­კა­ცი, თე­ბერ­ვალ­ში, თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბუ­ლის სახ­ლში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ატა­რებ­დნენ. ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რომ­ლებ­შიც არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბის ინ­ტი­მუ­რი ში­ნა­არ­სის მა­სა­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდა. მო­ძა­ლა­დე ბავ­შვე­ბის შიშ­ველ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს ინა­ხავ­და.

პე­დო­ფი­ლი­ა­ში მხი­ლე­ბუ­ლი ახლა სა­პა­ტიმ­რო­შია და სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნის მო­ლო­დინ­შია - და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას 12 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა