ENews.Ge ახალი ამბები

ძლიერი მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში, დასავლეთ ტეხასისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკოს სოფლებში, ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა შაბათს საღამოს, ადგილობრივი დროით 7:47 საათზე მოხდა. ეპიცენტრი დასავლეთ ტეხასში, ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ უაითს სითიდან სამხრეთით, დაახლოებით 56 კილომეტრში მდებარეობდა.

მიწისძვრა 6.27 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

ნიუ-მექსიკოს შტატის ედის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის მენეჯერის, ჯენიფერ არმენდარიზის თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრა ბევრმა მაცხოვრებელმა იგრძნო, ნგრევის შესახებ ზარები არ შემოსულა”.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა