ENews.Ge ახალი ამბები

ყველა მიყვარს, ვინც ჩემს სიმღერას მოუსმინა" - რას ჰყვება 10 წლის გიორგი, რომელიც "კახური შაირების" სიმღერის შემდეგ მთელმა ქვეყანამ უცებ შეიყვარა?

10 წლის გი­ორ­გი კორ­კო­ტაშ­ვი­ლისვი­დე­ომ, რო­მე­ლიც ან­სამ­ბლ "შავ­ნა­ბა­დას“ ბავ­შვთა გუნდთან ერ­თად "კა­ხურ შა­ი­რებს“ ას­რუ­ლებ­და, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­ი­ა­რა. სიმ­ღე­რა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში სა­ღა­მოს გა­ვი­და, ბი­ჭუ­ნამ მე­ო­რე დი­ლით უკვე ცნო­ბილ­მა გა­იღ­ვი­ძა. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბით აავ­სეს პა­ტა­რა სო­ლის­ტი, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა: "ყვე­ლა მი­რე­კავ­და და მი­ლო­ცავ­და. ამ ვი­დე­ოს ამ­დე­ნი გა­ზი­ა­რე­ბა თუ ექ­ნე­ბო­და, არ მე­გო­ნა... ხალ­ხმა უცებ გა­მიც­ნო“...



ვინ არის არის გი­ორ­გი კორ­კო­ტაშ­ვი­ლი, რო­დის და რო­გორ და­ინ­ტე­რეს­და ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რით, ამა­ზე დე­დას­თან ერ­თად თა­ვად გვი­ამ­ბობს.

ნინო ას­პა­ნა­ძე, გი­ორ­გი კორ­კო­ტაშ­ვი­ლის დედა:

- გი­ორ­გი თა­ვი­დან­ვე იყო სიმ­ღე­რით გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა მოს­წონ­და და ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და. ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვილ­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან მი­აქ­ცია ამ სა­ო­ცა­რი მომ­ღერლს ყუ­რა­დღე­ბა. 6 წლი­სამ მისი ბი­ოგ­რა­ფია დე­ტა­ლუ­რად იცო­და. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი რომ იყო, ინ­ტერ­ნეტ­ში და ისეც მას­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას თვი­თონ იძი­ებ­და...

ახ­ლაც, ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა ტე­ლე­ფონ­ში აქვს და ძი­ლის წინ იავ­ნა­ნა­სა­ვით უს­მენს. ყვე­ლა­ზე მე­ტად უხა­რია, რომ "შავ­ნა­ბა­და­ში“ ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც არი­ან. დე, იცი, ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან ჩემ­თა­ნო, - მი­თხრა - ამ ამ­ბით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყო.

- პა­ტა­რა ასაკ­ში სიმ­ღე­რის ნიჭი რომ გა­მო­ავ­ლი­ნა, სიმ­ღე­რა­ზე მი­იყ­ვა­ნეთ?

- გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში ვცხოვ­რობ­დით და რად­გან ასე იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, გურ­ჯა­ა­ნის სიმ­ღე­რის ჯგუფ­ში, ბა­ტონ ილია და­თუ­აშ­ვილ­თან მი­ვიყ­ვა­ნე. მა­შინ 7 წლის იყო. მას­წავ­ლე­ბელს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და გი­ორ­გი­საც მო­ე­წო­ნა იქა­უ­რი გა­რე­მო - იქ ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რით მე­ტად და­ინ­ტე­რეს­და. მერე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი შე­ვიც­ვა­ლეთ, გად­მო­ვე­დით რუს­თავ­ში, სა­დაც ვე­ძებ­დით, ვარ­კვევ­დით იმას, სიმ­ღე­რა­ზე სად, ვის­თან მიგ­ვეყ­ვა­ნა. და­ვით ცინ­ცა­ძის შე­სა­ხებ რად­გან ვი­ცო­დით და გა­დავ­წყვი­ტეთ, მას­თან მიგ­ვეყ­ვა­ნა. თით­ქმის უკვე ერთი წე­ლია, რაც "შავ­ნა­ბა­დას“ ბავ­შვთა გუნდშია. ბა­ტონ­მა და­ვით­მა ჯერ მო­სამ­ზა­დე­ბელ ჯგუფ­ში ჩა­რი­ცხა, შემ­დეგ გა­მო­ცა­და, მო­ე­წო­ნა და ბავ­შვთა გუნდში გა­და­იყ­ვა­ნა.

- გარ­და იმი­სა, რომ მღე­რის არ­ტის­ტუ­ლიც არის...

- კი და მისი სიმ­ღე­რე­ბიც, რა­საც ას­რუ­ლებს, სა­ხა­სი­ა­თოა. ეს სიმ­ღე­რაც, "კა­ხუ­რი შა­ი­რე­ბი“ ბა­ტონ­მა და­ვით­მა კარ­გად მო­არ­გო...

- ოჯახ­ში ვინ მღე­რის კი­დევ?

- მა­მა­ჩემს კარ­გი სმე­ნა ჰონ­და და მღე­რო­და, ოღონდ, თვით­ნას­წავ­ლი იყო, გი­ტა­რა­ზეც უკ­რავ­და. ვფიქ­რობ, რომ მა­მა­ჩე­მის­გან გა­მოჰ­ყვა სიმ­ღე­რის ნი­ჭიც და სიყ­ვა­რუ­ლიც. სხვა არა­ვინ მღე­რო­და და მღე­რის.

გი­ორ­გი კორ­კო­ტაშ­ვი­ლი:

- 6 წლის რომ ვი­ყა­ვი, ცეკ­ვა­ზე დავ­დი­ო­დი, სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, მა­მა­ჩე­მი და მე­ზო­ბე­ლი ქე­ი­ფობ­დნენ და ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლის სიმ­ღე­რა მო­მა­ს­მე­ნი­ნეს. ამ მომ­ღერ­ლის შე­სა­ხებ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ნამ­ღერ­მა შოკ­ში ჩა­მაგ­დო. იმის მერე ვრთავ­დი "10 კა­ხურ ნა­ნას“, ვუს­მენ­დი და ვი­ძი­ნებ­დი. ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვი­ლი ჩემ­თვის იმის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია, გუ­ლით რო­გორ უნდა იმ­ღე­რო. სა­ო­ცა­რი მომ­ღე­რა­ლი იყო, იშ­ვი­ა­თი ხმა ჰქონ­და. მისი "სატ­რფი­ა­ლო“ ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს. ზო­გა­დად ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, მი­მი­ზი­და. სხვა­დას­ხვა ხმა რომ მეს­მის, ეს თით­ქოს რა­ღაც დიდ ძა­ლას მაძ­ლევს.

"რა­ნი­ნა­ზე“ სო­ლო­ებს არ­ჩევ­დნენ და მეც მო­ვინ­დო­მე ვიმ­ღე­რებ რა­მეს-მეთ­ქი. ვაკო ასა­თი­ან­მა მი­თხრა, "ერთი ბოდ­ბე­ლი ბიჭი“ - ამას იმ­ღე­რე­ბო და გა­მიშ­ვეს ონი­სე კახ­ნი­აშ­ვილ­თან (სო­ლის­ტებს ას­წავ­ლის). თა­ვი­დან ტექ­სტი მეშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ნელ-ნელა ვა­მუ­შა­ვებ­დი. ეს სიმ­ღე­რა რომ გა­ვა­კე­თე, დე­დას და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ "რუს­თა­ვი 2“-ის პრო­ექ­ტში "გული მღე­რის“ გი­ორ­გი უნდა გა­მო­ვი­დე­სო...

- რო­გორც ჩანს, "შავ­ნა­ბა­და­ში“ კარ­გი მას­წავ­ლებ­ლე­ბი გყავს...

- კი, ვაკო ასა­თი­ა­ნი კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მხი­ა­რუ­ლია, ამი­ტო­მაც მი­ხა­რია "შავ­ნა­ბა­და­ში“ მის­ვლა. ძა­ლი­ან კარ­გად და ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბა ყვე­ლა­ფერს. ამუ­შა­ვებს სიმ­ღე­რებს და გვას­წავ­ლის, მერე დათო ცინ­ცა­ძე ფორ­მებ­ში სვამს ჩვენს ნამ­ღერს... "შავ­ნა­ბა­და“ ჩემი პირ­ვე­ლი სახ­ლია. მინ­და, რომ ბევ­რი სოლო ავით­ვი­სო და და­ვა­მუ­შაო.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა