ENews.Ge ახალი ამბები

რუსეთმა სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია და უკრაინის ქალაქებს დაარტყა“ - დაბომბილია საცხოვრებელი სახლები და მაღაზიები

რუ­სეთ­მა 9 მა­ი­სამ­დე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სამდღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა და­არ­ღვია და უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებს და­არ­ტყა“, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში თავ­დას­ხმე­ბი დო­ნეც­კის, ჩერ­კა­სი­სა და სუ­მის ოლ­ქებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი Telegram არ­ხე­ბის ცნო­ბით, დო­ნეც­კის ოლ­ქში დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და 9-სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ზე. მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბის ქვეშ მო­ყო­ლი­ლი ერთი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

და­ი­ბომ­ბა მა­ღა­ზი­ე­ბი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბი.


უკ­რა­ი­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა, რომ სა­ღა­მოს უმა­ნის ოლ­ქში თავ­დას­ხმის დრო­ნე­ბის სა­მიზ­ნე გახ­და, რის შე­დე­გა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

იქამ­დე კი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ მას არ შე­უძ­ლია იმ უცხო­ე­ლი ლი­დე­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­რე­ბის მი­ცე­მა, რომ­ლე­ბიც მოს­კოვ­ში აღ­ლუმ­ზე და­სას­წრე­ბად ჩავ­ლენ.

„აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მარ­თლი­ა­ნია, რომ რუ­სე­თის ცა, აგ­რე­სო­რის ცა, დღე­საც არ იყო მშვი­დი. ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა დარ­ტყმე­ბის შე­ჩე­რე­ბის, ცე­ცხლის მი­ნი­მუმ 30 დღით შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ ძა­ლა­ში რჩე­ბა - ჩვენ არ ვხსნით ამ წი­ნა­და­დე­ბას, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა, შან­სი მის­ცეს დიპ­ლო­მა­ტი­ას, მაგ­რამ სწო­რედ რუ­სე­თი­დან არ ხე­დავს მსოფ­ლიო არა­ნა­ირ რე­აქ­ცი­ას – არა­ნა­ირ რე­აქ­ცი­ას, გარ­და ახა­ლი დარ­ტყმე­ბი­სა“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გა­მარ­ჯვე­ბის 80-ე წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტა გა­მო­ა­ცხა­და, რო­მე­ლიც, მისი თქმით, 8-10 მა­ისს იმოქ­მე­დებს

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა