ENews.Ge ახალი ამბები

ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ეს­ტო­ნეთ­მა ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის უვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

  • ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დღეს მი­ი­ღო.

"დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბა კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მიერ რი­გი­თი ადა­მი­ა­ნე­ბის, დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რეპ­რე­სი­ებს, პო­ლი­ცი­ის და­უს­ჯე­ლო­ბა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩახ­შო­ბას არ ეთან­ხმე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მარ­გუს ცაჰკნამ.

ასე­ვე, მარ­გუს ცაჰკნას გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­ზღუდ­ვის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა