რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლულია 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი
თბილისში, "რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.
- არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.
შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, ტერიტორია ე.წ. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.












