ENews.Ge ახალი ამბები

არაა გამორიცხული დაპირისპირება ფართომასშტაბიან ხასიათში გადაიზარდოს“ - რას მოგვიტანს სავსემთვარეობა მორიელში - გიორგი ლობჯანიძის ასტროლოგიური პროგნოზი

მნიშ­ვნე­ლო­ვან პე­რი­ოდს გავ­დი­ვართ ცის კა­ბა­დონ­ზე: 12 მა­ისს თბი­ლი­სის დრო­ით 20:55 სა­ათ­ზე გვექ­ნე­ბა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა ესაა ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნა, რო­დე­საც დღის და ღა­მის მა­ნა­თობ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ოპო­ზი­ცი­ურ ველ­ში გან­ლაგ­დე­ბი­ან, ამ დრო­ის შემ­დგომ მთვა­რე იწყებს კლე­ბას.

კურო - ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სტი­ქია - მიწა. გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­დინ­ჯით და მყა­რი ხა­სი­ა­თით. არ მოს­წონს ძი­რე­უ­ლი და ხში­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. სიმ­ბო­ლოა მი­წის და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის.

მო­რი­ე­ლი - ესეც ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია. სტი­ქია - წყა­ლი. გა­ცი­ლე­ბით ღრმა, მის­ტი­კუ­რი და სტრა­ტე­გი­უ­ლია.

თით­ქმის მა­ი­სის ბო­ლომ­დე წინა ხაზ­ზე წა­მო­ვა ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: მი­ღე­ბა-გა­ცე­მის თემა, ახლა შე­გიძ­ლი­ათ ერთხელ და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტოთ დიდი ხნის გა­და­უჭ­რე­ლი ამ­ბე­ბი, რაც ეხე­ბა მი­წას, ქო­ნე­ბას, ასე­ვე და­ნა­ტო­ვარს, რე­მონტს, თქვენს ფსი­ქი­კას, ცრუ გან­გაშს, ნე­გა­ტი­ურ ფიქ­რებს. დრო მი­სა­ღე­ბია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და სუ­ლი­ე­რი ბუ­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის.

პი­კის მო­მენ­ტში მთვა­რე აკე­თებს მძი­მე ოპო­ზი­ცი­ას პლა­ნე­ტა ურან­ზე, რაც ქმნის და­მა­ტე­ბით პრობ­ლე­მებს. თა­ნაც, იმ ფონ­ზე, როცა ურა­ნი გა­დის კუ­როს ნიშ­ნის 26-ე და­მამ­თავ­რე­ბელ გრა­დუსს და მე­ტად ახ­ლო­საა ფიქ­სი­რე­ბულ ვარ­სკვლავ ალ­გოლ­თან.

"ალ­გო­ლი" - ესაა ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვი, კუ­როს ნიშ­ნის და ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა­ბულ სამ­ყა­რო­ში X სა­უ­კუ­ნი­დან. ესაა "დე­მო­ნის თავი" (პტო­ლე­მე­ო­სის გორ­გო­ნის თავი). რთუ­ლი ხა­სი­ა­თის ნა­ტუ­რაა, ხან­და­ხან, იძ­ლე­ვა მძი­მე ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ხვედრს.

ამ ოპო­ზი­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი ტრი­გო­ნი პლა­ნე­ტა სა­ტურნ­ზე. ამი­ტომ, თუ თქვენ კარ­გად და­გეგ­მავთ და გა­წერთ იმას თუ რის გა­კე­თე­ბა გსურთ, არ და­ი­ზა­რებთ მიჰ­ყვე­ბით თან­მიმ­დევ­რო­ბას, ახლა შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ გა­მო­ვი­დეს.

სხვა შემ­თხვე­ვა­ში, იქ­ნე­ბა შან­სი ქა­ო­სი­სა და არე­უ­ლო­ბის, რიგ ლო­კა­ლურ ად­გი­ლებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის ან მკა­ფიო შუ­რის­ძი­ე­ბის. შე­საძ­ლოა იყოს რთუ­ლი ბრძო­ლა - მი­წის­თვის. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ხა­სი­ათ­ში გა­და­ი­ზარ­დოს.

ამ რამ­დე­ნი­მე დღის მან­ძილ­ზე ეცა­დეთ, რომ არ გა­ღი­ზი­ან­დეთ. მე­ტად და­ის­ვე­ნეთ. მიჰ­ყე­ვით ყო­ველ­დღი­ურ გა­მოწ­ვე­ვებს. დრო კარ­გია ბუ­ნე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი­სა და რე­ლაქ­სის­თვის. მი­წის ენერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­სა­ღე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით, ასე­ვე და­მუხ­ტვა და ში­ნა­გა­ნი გა­ნახ­ლე­ბა.

ფრთხი­ლად იყა­ვით და მოს­ცილ­დით ისეთ ხალ­ხს, რომ­ლე­ბიც და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან შავი მა­გი­ით ან ატა­რე­ბენ ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ებს. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მო­რი­ელ­ში სა­ა­მი­სოდ სა­ხი­ფა­თოც კია!

და­ას­რუ­ლეთ წარ­სულ­ში დარ­ჩე­ნი­ლი საქ­მე­ე­ბი და იფიქ­რეთ გა­ნახ­ლე­ბა­ზე.


ას­ტრო­ლო­გი გი­ორ­გი ლობ­ჯა­ნი­ძე

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა