ENews.Ge ახალი ამბები

ევროვიზიის" პირველი ნახევარფინალი და სელინ დიონის მიმართვა - რა შანსები აქვს მარიამ შენგელიას და ვინ მიიჩნევა ფავორიტად?

13 მა­ისს, შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ბა­ზელ­ში"ევ­რო­ვი­ზი­ის" პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა.

სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­რი­ამ შენ­გე­ლია სიმ­ღე­რით "Freedom" მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე 15 მა­ისს, მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზე წარ­დგე­ბა. არ­სე­ბუ­ლი პროგ­ნო­ზე­ბით, ის შე­საძ­ლოა გა­ვი­დეს ფი­ნალ­ში, თუმ­ცა ათე­ულ­ში გას­ვლის შან­სი ნაკ­ლე­ბად აქვს. ექ­სპერ­ტე­ბი მა­რი­ა­მის ყვე­ლა­ზე ძლი­ერ მხა­რედ ვო­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მი­იჩ­ნე­ვენ. თვი­თონ სიმ­ღე­რას კი საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლად აფა­სე­ბენ.

სამ­შა­ბათს, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში სულ 15 ქვე­ყა­ნა იბ­რძო­და, რო­მელ­თა­გან ფი­ნალ­ში ნორ­ვე­გია, ალ­ბა­ნე­თი, შვე­დე­თი, ის­ლან­დია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, სან-მა­რი­ნო, ეს­ტო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია და უკ­რა­ი­ნა გა­ვიდ­ნენ.

კონ­კურ­სი კი და­ტო­ვეს: აზერ­ბა­ი­ჯან­მა, ბელ­გი­ამ, კვიპ­როს­მა, ხორ­ვა­ტი­ამ და სლო­ვე­ნი­ამ.

ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თე­ბა 17 მა­ისს. წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ვა შვე­დუ­რი ჯგუფს KAJ - ს სიმ­ღე­რა, "Bara Bada Bastu" ("მოდი, სა­უ­ნა­ში შე­ვი­დეთ"),

თუ შვე­დეთ­მა მარ­თლაც მო­ა­ხერ­ხა გა­მარ­ჯვე­ბა, ეს ამ ქვეყ­ნის მე-8 გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა, რაც ნიშ­ნავს, რომ ის გახ­დე­ბა ამ კონ­კურ­სის უპი­რო­ბო რე­კორდსმე­ნი.

პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­სას ცნო­ბილ­მა კა­ნა­დელ­მა მომ­ღე­რალ­მა სე­ლინ დი­ონ­მა კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით დის­ტან­ცი­უ­რად, ვი­დეო ჩა­ნა­წე­რით მი­მარ­თა.

ვარ­სკვლავ­მა, რო­მელ­მაც კონ­კურ­სში 1988 წელს, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ხე­ლით გა­ი­მარ­ჯვა, აღ­ნიშ­ნა:

"ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბო­და თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა. შვე­ი­ცა­რია სა­მუ­და­მოდ რჩე­ბა ჩემს გულ­ში. ეს ის ქვე­ყა­ნაა, რო­მელ­მაც ჩემ­ში ირ­წმუ­ნა და მომ­ცა შან­სი, ასე­თი სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნის ნა­წი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი."

დი­ო­ნის მი­მარ­თვა ცე­რე­მო­ნი­ის ინ­ტერ­ვა­ლის დროს გა­უშ­ვეს, რო­დე­საც ხმებს ით­ვლიდ­ნენ. მისი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­მო­ჩე­ნის მო­ლო­დი­ნი 2024 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" შემ­დეგ, შვე­ი­ცა­რი­ე­ლი მომ­ღერ­ლის, ნე­მოს გა­მარ­ჯვე­ბის გამო გაჩ­ნდა. ვი­დე­ო­ში დი­ონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­მა ჯილ­დო აღ­მარ­თა. დი­ონ­მა მისი 1988 წლის გა­მარ­ჯვე­ბაც გა­იხ­სე­ნა და ხაზი გა­უს­ვა, რომ ამ მო­მენ­ტმა მისი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა

ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, სე­ლინ დი­ო­ნი სა­ჯა­როდ იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა. მომ­ღე­რალს ხის­ტი პი­როვ­ნე­ბის სინ­დრო­მი აქვს, ნევ­რო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რაც კუნ­თე­ბის სპაზ­მებს იწ­ვევს და სი­ა­რულს არ­თუ­ლებს. რო­გორც "ევ­რო­ვი­ზი­ის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ჯერ კი­დევ არ კარ­გა­ვენ იმედს, რომ ვარ­სკვლა­ვი ფი­ნალ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა

შვე­დუ­რი ჯგუ­ფი KAJ

მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი­და­ნაც ფი­ნალ­ში 10 მო­ნა­წი­ლე გავა, მათ კი­დევ და­ე­მა­ტე­ბი­ან კონ­კურ­სის და­მა­არ­სე­ბე­ლი "დიდი ხუ­თე­უ­ლის" - საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ეს­პა­ნე­თის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს და იტა­ლი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ასე­ვე კონ­კურ­სან­ტი გა­სუ­ლი წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქვეყ­ნი­დან - შვე­ი­ცა­რი­ი­დან...

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა