ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ამის დაღეჭვა და ახსნა მოგვიწევდა" - თიკა ჯამბურია კრიტიკას კიდევ ერთხელ პასუხობს
თიკა ჯამბურიასა და თედო გოგოლაძის დუეტს "აურა", რომელიც ფართოდ ტიკტოკის საშუალებით გავრცელდა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმღერა საზოგადოების ნაწილმა დადებითად შეაფასა, ნაწილმა კი - გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი სიმღერის ერთ-ერთი ფრაზა გახდა - "ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა". ტიკტოკის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ჩვენს ქვეყანაში და, ზოგადად, სამყაროში, ადამიანები ხშირად დაუმსახურებლად იღებენ ტკივილსა და სირთულეებს, ეს ტექსტი კი მათთვის მიუღებელია. აღნიშნავენ იმასაც, რომ თავად თიკას რთული წარსული აქვს - დეპრესიითა თუ სხვა პრობლემით სავსე და მისგან ამ "მესიჯის" გავრცელება არასწორია.
"ეს ტექსტი ჩემი არ არის, თედოსია სიმღერა და ტექსტიც მას ეკუთვნის. ამას წინ უძღოდა პოდკასტი, სადაც მე ვიყავი თედოსთან სტუმრად და ვისაუბრეთ ჩვენს განვლილ წლებზე, ცხოვრებაზე. ადამიანი როგორც ცხოვრობს, როგორ ენერგიასაც უშვებს სამყაროში, როგორც ცდილობს რომ წაიყვანოს თავისი ცხოვრება, ისე შეუძლია წაიყვანოს, მაგრამ განგება ღმერთი მომავალი რას უწინასწარმეტყველებს, ამას ჩვენ ვერ ვგეგმავთ.
ამის გამო ისე მლანძღავდნენ და ისეთ რამეებს მიქექავდნენ. არავის საქმე არ არის ჩემი წარსული, მე რამდენი ხანი ვიყავი დეპრესიაში ან რა დაავადება დავამარცხე და ვიმსახურებ თუ არა ამას. მე ხომ არასოდეს არავისთან შევვარდნილვარ და ბოროტება არ მისურვებია. დამანებონ მეც თავი, მაცხოვრონ ჩემი ცხოვრებით. ვიმღერებ, რატომ მღერი, არ ვმღერი, რატომ არ მღერი, გავსუქდი, რატომ გასუქდი, გავხდი, რატომ გახდი. ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან დადებითი და პოზიტიური აურით ვცხოვრობ, ცხოვრებაში კიდევ ბევრი კარგი რამ დამემართება და დარწმუნებული ვარ, ზუსტად ისე ვცხოვრობ, როგორც დავიმსახურე", - ამბობდა მომღერალი.
ამჯერად თიკა კრიტიკას კიდევ ერთხელ ეხმიანება:
"ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და მიხარია, რომ დავთანხმდი ამ კოლაბორაციას. ძალიან საწყენია, რომ გვიწევს იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელმაც საკუთარი ტრაგედია და მსოფლიო კატაკლიზმები დაუკავშირეს ამ სიმღერას.
თუმცა, ეს სიმღერა ადამიანების გზაზე, მათ განვითარებასა და პიროვნების შექმნაზეა. ნამდვილად არ მიფიქრია, რომ ამის დაღეჭვა და ახსნა მოგვიწევდა" - წერს თიკა ჯამბურია.












