მაშველებმა ძებნა-შველის ოპერააციის დროს, მტკვარში უცნობი კაცისა და ქალის ცხედრები იპოვეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციის დროს,მტკვარში ნაპოვნია კაცისა და ქალის ცხედრები.
როგორც უწყება აცხადებს, ორივე ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ამასთან, საგანგებოში განმარტავენ, რომ ნაპოვნი ორი ცხედარი 14 მაისს გადავარდნილ ავტომობილს არ უკავშირდება.












