ENews.Ge ახალი ამბები

უტას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა... მისი ცხედარი იპოვეს, ახლა გიგას ძებნა გრძელდება" - რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები

მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა მაშ­ვე­ლებ­მა ამ დი­ლით იპო­ვეს და წყლი­დან უკვე ამო­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში ორი მგზავ­რის ცხე­და­რია ნა­ნა­ხი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთი უტა ელი­ა­ვაა. უტა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

სამ­ძებ­რო სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა, რად­გან ამ დრომ­დე ვერ პო­უ­ლო­ბენ კი­დევ ერთ ახალ­გაზ­რდას. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მან­ქა­ნის მტკვარ­ში ჩა­ვარ­დნის დროს სა­ლო­ნი­დან გად­მოხ­ტო­მა ორმა ახალ­გაზ­რდამ შეძ­ლო, მათ­გან ერთი მაშ­ვე­ლებ­მა ავა­რი­ი­დან მა­ლე­ვე იპო­ვეს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რო­გორც მისი მო­ნა­თხრო­ბი­დან ირ­კვე­ვა, მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა შეძ­ლო 23 წლის გიგა შა­მუ­გი­ამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახლა გი­გას ძებ­ნა გრძელ­დე­ბა.

  • "გა­დარ­ჩე­ნილ­მა ბიჭ­მა, გი­გას მე­გო­ბარ­მა თქვა, და­ვი­ნა­ხე ნა­პი­რი­სა­კენ მო­ცუ­რავ­და, მაგ­რამ ის მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, რო­მელ­შიც ვის­ხე­დით, დი­ნე­ბას მიჰ­ქონ­დაო მან­ქა­ნა და იმან გა­და­უ­ა­რა, მერე აღარ მი­ნა­ხავ­სო", - ამ­ბობს ახ­ლო­ბე­ლი.

ავ­ტო­მან­ქა­ნის პოვ­ნა მას შემ­დეგ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც მტკვრის კა­ლა­პოტ­ში წყლის დო­ნის ხე­ლოვ­ნუ­რი შემ­ცი­რე­ბა მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მან­ქა­ნა წყალ­ში უკ­ნი­დან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად გა­და­ვარ­და. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდა­რი ავა­რის საქ­მე­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ერთი პირი უკვე და­ა­კა­ვეს. უტა ელი­ა­ვას მე­უღ­ლე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს..

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა