ENews.Ge ახალი ამბები

"ნარკოსკანდალში გახვევამდე, სტუდენტი იდუმალ კაცს შეხვდა" - ოჯახი ვარაუდობს, რომ ის "ვიღაცამ გამოიყენა": ახალი დეტალები საქართველოში დაკავებულ გოგონაზე

გა­მო­ცე­მა Mirror, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­კა­ვე­ბუ­ლი 18 წლის ბრი­ტა­ნე­ლი სტუ­დენ­ტის, ბელა მეი კა­ლის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს წერს. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლამ­დე იდუ­მალ მა­მა­კაცს - სა­ხე­ლად „როსი ან რასს“ შეხ­ვდა.

სა­ნამ ოჯა­ხის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბო­და, რომ 18 წლის ბელა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ი­ჭი­რეს, ტა­ი­ლან­დში გა­უ­ჩი­ნარ­და და ოჯახ­თან კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია. მა­ნამ­დე კი ბა­ბუ­ას უთხრა, რომ ფი­ლი­პი­ნებ­ში ბი­ჭის სა­ნა­ხა­ვად მი­ემ­გზავ­რე­ბო­და.

„რო­დე­საც ავუხ­სე­ნი რომ მის მი­მართ არ­სე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი იყო, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი და შეძ­რუ­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ნას ად­ვო­კატ­მა ია თო­დუ­ამ.

ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ზარ­დი სრუ­ლად არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, თუ რას აკე­თებ­და.

„ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე აღ­მოჩ­ნდა, არც კი იცო­და, რას აკე­თებ­და“, - თქვა ია თო­დუ­ამ.

  • რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ნა­თე­სა­ვე­ბი ში­შო­ბენ, რომ „ვი­ღა­ცამ ბელა გა­მო­ი­ყე­ნა.

“ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რია და ამ ეტაპ­ზე ჩვენ უბ­რა­ლოდ არ გვაქვს პა­სუ­ხე­ბი. არ ვი­ცით, რა ვი­ფიქ­როთ. ის უბ­რა­ლოდ და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ო­და და შემ­დეგ მის­გან არა­ფე­რი გვსმე­ნია... ის სვამ­და და ცეკ­ვავ­და, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ზარ­დე­ბი. ვი­ღა­ცამ ისარ­გებ­ლა მი­სით“, - გა­ნა­ცხა­და ბე­ლას 80 წლის ბა­ბუ­ამ, უი­ლი­ამ­მა.

ბელა მეის მამა და მისი ნა­თე­სა­ვი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ვა­რა­უ­დოდ ისი­ნი ბე­ლას უკვე შეხ­ვდნენ, ან შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან მალე შედ­გე­ბა.

  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ 18 წლის ბელა მეი კალი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. შე­მოწ­მე­ბი­სას, მის სამ­გზავ­რო ჩან­თა­ში, 12 კი­ლოგ­რა­მამ­დე "მა­რი­ხუ­ა­ნა" და 2 კი­ლოგ­რა­მი "ჰა­ში­ში" აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ისი­ნი ჰერ­მე­ტუ­ლად და­ფა­სო­ე­ბულ პა­კე­ტებ­ში იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი.

ამ კვი­რის და­სა­წყის­ში სტუ­დენ­ტი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­მო­ცხად­და, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ ორ­სუ­ლად იყო და შემ­დეგ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 262-ე მუხ­ლის 4-ე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით, 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით და 273 პრი­მა მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 18 წლის ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს 20 წლამ­დე ან უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ელის. ახლა მას სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბა, სა­დაც ექი­მე­ბი მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის სის­წო­რეს და­ად­გე­ნენ.

კა­ლის ქარ­თველ­მა ად­ვო­კატ­მა მისი გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა.

წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა