ENews.Ge ახალი ამბები

შესაძლოა, ჩემს მოკვლას აპირებდნენ" - "კურიერად" გასაღებული მკვლელი, რომელიც "ინფლუენსერს" სალონში მიეჭრა და "ლაივის" დროს მოკლა: მექსიკაში მომხდარი დანაშაულის დეტალები

მექ­სი­კა­ში, 23 წლის ცნო­ბი­ლი ბლო­გე­რი, ვა­ლე­რია მარ­კე­სი, TikTok-ზე პირ­და­პი­რი ეთე­რის დროს მოკ­ლეს. ქალი სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც უც­ნობ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბა თა­ვი­სა და მკერ­დის არე­ში მი­ა­ყე­ნა. მარ­კე­სი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

  • 23 წლის ინფლუ­ენ­სერ­მა ად­რეც გა­მოთ­ქვა შეშ­ფო­თე­ბა იმი­სა შე­სა­ხებ, რომ მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და.

„შე­საძ­ლოა, ჩემს მოკ­ვლას აპი­რებ­დნენ“, - თქვა მარ­კეს­მა პირ­და­პი­რი ეთე­რის დროს, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია ვის გუ­ლის­ხმობ­და.

მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვი ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა ფე­მი­ცი­დის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლი თავს კუ­რი­ე­რად ასა­ღებ­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ მარ­კე­სის­თვის „ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი“ ჰქონ­და გა­და­სა­ცე­მი.

ხა­ლის­კოს შტა­ტის პრო­კუ­რა­ტუ­რის პრესს­პი­კე­რის თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იძი­ებს, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია თუ არა მისი სიკ­ვდი­ლი ყო­ფი­ლი კონ­გრეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბას­თან, რო­მე­ლიც იმა­ვე რა­ი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათთ ადრე მოხ­და.

გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2001 წლი­დან მექ­სი­კა­ში სულ მცი­რე 50 000 ქალი მოკ­ლეს.


კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა