ENews.Ge ახალი ამბები

მიხეილ ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულზე ძალადობა აღიარა - ის პოლიციაში მივიდა" - რას წერს რუსული მედია

მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტი­ამ ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­ზე ძა­ლა­დო­ბა აღი­ა­რა - ერთი თვის წინ, ხუ­ბუ­ტია იუ­ლია ვა­ნის სახ­ლში შე­იჭ­რა, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ოდინ­ცო­ვოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ტრე­ხგორ­კა­ში და თავს და­ეს­ხა მას. ამ დროს მე­ზო­ბელ ოთახ­ში პა­ტა­რა გო­გო­ნას, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სა და ექს-მი­ნის­ტრის სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, ეძი­ნა.

ცე­მი­სა და ყვი­რი­ლის გა­გე­ბის შემ­დეგ, ბავ­შვის ძი­ძამ სახ­ლში პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ვანი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, თით­ქმის უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს, ქალი, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ხუ­ბუ­ტია და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, თუმ­ცა შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას თა­ვად ჩა­ბარ­და.

"ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი პო­ლი­ცი­ა­ში მი­ვი­და და აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა და­წე­რა" - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლია საქ­მე მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 30-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლი, 105-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლი). ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ასე­ვე აღ­ძრა საქ­მე სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბით მუ­ქა­რის ფაქ­ტზე (სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 112-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ზ“ ქვე­პუნ­ქტი). ხუ­ბუ­ტია და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

MSK1 აღ­ნიშ­ნავს, რომ 1990-იან წლებ­ში ხუ­ბუ­ტი­ამ ია­რა­ღის ბიზ­ნე­სი კოლ­ჩუ­გას კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნა­ვი­თა­რა, შემ­დეგ მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრი გახ­და და ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა 2001 წლამ­დე ეკა­ვა. ის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­შიც მუ­შა­ობ­და. მის ამ­ჟა­მინ­დელ აქ­ტი­ვებ­ში შე­დის სი­გა­რის კლუ­ბი „ვარ­ვარ­კა 3“ და სას­ტუმ­რო „ვოლ­გა“ მოს­კოვ­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა