ENews.Ge ახალი ამბები

სამიზნე, თუ უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა?

თუ წელს უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტა შე­თან­ხმდე­ბა, რუ­სე­თი შე­საძ­ლოა NATO-ს აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე ახა­ლი თავ­დას­ხმე­ბის­თვის უკვე 2027 წლის­თვის იყოს მზად

რო­გორც უსაფრ­თხო­ე­ბის ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი აცხა­დებს, რუ­სე­თი შე­საძ­ლოა, NATO-ს აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე ახა­ლი თავ­დას­ხმე­ბის­თვის უკვე 2027 წლის­თვის იყოს მზად, თუკი წელს უკ­რა­ი­ნა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტა შე­თან­ხმდე­ბა.

სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუტ­მა (IISS) გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მიერ რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კი­სა და მრეწ­ვე­ლო­ბის სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა ნიშ­ნავს, რომ მოს­კოვს შე­უძ­ლია, ახა­ლი კონ­ფლიქ­ტის­თვის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღიდ­გი­ნოს ძა­ლე­ბი.

IISS-ის ან­გა­რი­ში ნა­ვა­რა­უ­დე­ბია, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი დო­ნალდ ტრამ­პის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა, NATO-დან გა­ვი­დეს ან ევ­რო­პა­ში ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ყოფ­ნა შე­ამ­ცი­როს, რათა ყუ­რა­დღე­ბა ჩი­ნე­თი­დან მო­მა­ვალ საფრ­თხე­ზე გა­და­ი­ტა­ნოს.

"ევ­რო­პელ მო­კავ­ში­რე­ებს აღარ შე­უძ­ლი­ათ ივა­რა­უ­დონ, რომ რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის­გან კონ­ტი­ნენ­ტის და­სა­ცა­ვად სა­ჭი­რო სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რას აშშ უზ­რუნ­ველ­ყოფს, თუ აშშ-ის ძა­ლე­ბი 2025 წლის შუა პე­რი­ო­დი­დან ევ­რო­პუ­ლი თე­ატ­რი­დან გავ­ლენ, ევ­რო­პის და­უც­ვე­ლო­ბის ფან­ჯა­რა სწრა­ფად გა­იხ­სნე­ბა.

ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, რუ­სე­თი „შე­იძ­ლე­ბა იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს, რომ ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებს, უკვე 2027 წლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სამ­ხედ­რო გა­მოწ­ვე­ვა შე­უქ­მნას“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

  • რუ­სე­თი "სა­ო­მა­რი წე­სე­ბის თა­ნახ­მად" მოქ­მე­დებს და "24/7 თავ­დაც­ვი­თი წარ­მო­ე­ბა" აქვს, რაც ნიშ­ნავს, რომ მოს­კო­ვი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის სწრაფ აღ­დგე­ნას კონ­ფლიქ­ტის შემ­დე­გაც შეძ­ლებს.

ექ­სპერ­ტე­ბის გაფრ­თხი­ლე­ბით, და­სავ­ლელ პო­ლი­ტი­კო­სებს არ შე­უძ­ლი­ათ ვა­რა­უ­დი, რომ მათ რუ­სეთ­თან კონ­ფლიქ­ტის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად წლე­ბი ექ­ნე­ბათ.

რო­გორც ერ­თმა ექ­სპერ­ტმა გან­მარ­ტა: "თუ რუ­სე­თი გა­და­წყვეტს რე­კონ­სტრუქ­ცი­ას, ის ამას გა­ა­კე­თებს... რუ­სეთს არ აწუ­ხებს შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბი და შეს­წი­რავს ჯან­დაც­ვას და სხვა სო­ცი­ა­ლურ შე­ღა­ვა­თებს, რათა რე­სურ­სე­ბი სამ­ხედ­რო რე­კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნოს... რუ­სეთ­ში ომი პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მად იქცა“.

NATO-ს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა გა­მოთ­ქვეს შეშ­ფო­თე­ბა, რომ რუ­სეთ­მა შე­იძ­ლე­ბა, NATO-ს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის და­სა­კა­ვებ­ლად მცი­რე მას­შტა­ბის ოპე­რა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რაც ალი­ანსს რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნებს. NATO შე­საძ­ლოა, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, გა­და­წყვი­ტოს, პა­ტივს სცემს ურ­თი­ერ­თდაც­ვის აქტს თუ რუ­სეთს ტე­რი­ტო­რი­ის მი­ტა­ცე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცემს, რათა ევ­რო­პა­ში სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომი აი­ცი­ლოს თა­ვი­დან.

რუ­სე­თის საფრ­თხი­სა და ტე­რო­რიზ­მის სა­პა­სუ­ხოდ, NATO-ს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი მომ­დევ­ნო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თავ­დაც­ვის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გაზ­რდას მშპ-ს 5%-მდე გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

მა­გა­ლი­თად, თა­ნამ­გზავ­რუ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ მოს­კო­ვი ფი­ნე­თის სა­ზღვარ­თან სამ­ხედ­რო გან­ლა­გე­ბას ზრდის, რე­გი­ონ­ში ახალ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას აშე­ნებს და ჯა­რებს ათავ­სებს.

ფი­ნე­თის მთავ­რო­ბის ან­გა­რი­ში ნათ­ქვა­მია, რომ ფი­ნეთ­ზე, ნორ­ვე­გი­ა­ზე, შვე­დეთ­სა და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნებ­ზე თავ­დას­ხმა შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა უკ­რა­ი­ნა­ში ომი დას­რულ­დე­ბა.

NATO-ს წყა­რო­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მოს­კო­ვი ბლო­კის აღ­მო­სავ­ლეთ ფლანგზე თავ­დას­ხმის რე­პე­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს, წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვა, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე რუ­სუ­ლი ქვე­და­ნა­ყო­ფი იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, შე­საძ­ლოა, ერ­თდრო­უ­ლად ნორ­ვე­გი­ის სა­ნა­პი­რო­ზე, ფი­ნე­თის სამ­ხრეთ­სა და ლაპ­ლან­დი­ის რე­გი­ონ­ზე, შვე­დე­თის კუნ­ძულ გოტ­ლან­დი­ა­ზე და ეს­ტო­ნე­თის, ლატ­ვი­ი­სა და ლი­ე­ტუ­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც კი გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

თუმ­ცა, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პუ­ტი­ნი უფრო მე­ტად მცი­რე მას­შტა­ბის თავ­დას­ხმებს აირ­ჩევს, რომ­ლე­ბიც NATO-ს პო­ლი­ტი­კურ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად, რად­გან ბლო­კი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ის მცი­რე ნა­წი­ლის­თვის სრულ­მას­შტა­ბი­ან ომში შეს­ვლის რის­კე­ბი და ხარ­ჯე­ბი შე­ა­ფა­სოს.

რუ­სე­თის თავ­დაც­ვი­თი ხარ­ჯე­ბი მიმ­დი­ნა­რე წელს მშპ-ს 6%-მდე გა­ი­ზარ­და - 2022 წელს, უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­სას მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 3.5%-ს შე­ად­გენ­და.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა