ENews.Ge ახალი ამბები

19-25 მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ახალ ლიდერებსა და წინამძღოლებს ვიხილავთ

მა­ი­სის მე­სა­მე დე­კა­და, მზის ტყუ­პის ნი­შან­ში გა­დას­ვლის გამო (მზე ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ვა 20 მა­ისს და დარ­ჩე­ბა 21 ივ­ნი­სამ­დე) უფრო დი­ნა­მი­კუ­რი და აქ­ტი­უ­რი გახ­დე­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდე­ბა ახა­ლი და იმავდრო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი , რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კო­ლექ­ტი­ურ და ჯგუ­ფურ მუ­შა­ო­ბას­თან, მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან, სი­ტყვით გა­მოს­ვლას­თან, ტრე­ნინ­გებ­თან, სე­მი­ნა­რებ­თან და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­თან. ეს არის კარ­გი პე­რი­ო­დი სწავ­ლის და­წყე­ბის­თვის და ახა­ლი იდე­ე­ბის მო­ფიქ­რე­ბის­თვის. თუმ­ცა მე­სა­მე დე­კა­და­ში ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს 23-25 მა­ი­სი, რო­დე­საც მერ­კუ­რი-ურა­ნის შე­ერ­თე­ბამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­ი­ტა­ნოს სხვა­დას­ხვა ტი­პის ტექ­ნი­კუ­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბი, პრობ­ლე­მე­ბი მო­ბი­ლურ ქსე­ლებ­თან, კომ­პი­უ­ტე­რებ­თან, ელექტრო­ტექ­ნი­კას­თან, ასე­ვე ხალ­ხის გა­დაყ­ვა­ნას­თან თუ ტვირ­თე­ბის გა­და­ზიდ­ვას­თან.

25 მა­ი­სი­დან სტრუქ­ტუ­რე­ბის, სის­ტე­მე­ბის, წი­ნა­ღო­ბე­ბის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი ვერ­ძის ნი­შან­ში გა­და­ვა და პლა­ნე­ტა ნეპ­ტუნს შე­უ­ერ­თდე­ბა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­გრე­სი­აა, ამი­ტომ მა­ი­სის მე­სა­მე დე­კა­დი­დან და­ი­წყე­ბა და მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიგ­რძნობთ იმ ტენ­დენ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც კავ­შირ­ში იქ­ნე­ბა ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტუ­რე­ბის მო­ხაზ­ვას­თან (მსოფ­ლი­ო­ში, სა­ხელ­მწი­ფო­ში, სტრუქ­ტუ­რებ­ში, სის­ტე­მებ­ში). ეს და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი სამი თვე ამ პე­რი­ო­დის ერ­თგვა­რი "თრე­ი­ლე­რი" იქ­ნე­ბა. სწო­რედ ზა­ფხუ­ლი იქ­ნე­ბა აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნის პე­რი­ო­დი. ეს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა სა­ყო­ველ­თაო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბებ­სა და სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტებ­ში . ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია და ახა­სი­ა­თებს ლი­დე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 2025 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს და მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ახალ ლი­დე­რებ­სა და წი­ნამ­ძღო­ლებს ვი­ხი­ლავთ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა