ENews.Ge ახალი ამბები

შავ ზღვაში განადგურდა რუსეთის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე

უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა შავ ზღვა­ში გა­ზის მო­პო­ვე­ბის პლატ­ფორ­მებ­ზე მტრის რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი სად­გუ­რი და სა­წყო­ბე­ბი სახ­მე­ლე­თო და სა­ჰა­ე­რო დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ა­ნად­გუ­რა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი აგ­რძე­ლებს უნი­კა­ლუ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შავი ზღვის წყლე­ბის რუსი დამ­პყრობ­ლე­ბის­გან, მათი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კი­სა და სხვა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის­გან გა­საწ­მენ­დად.

„უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სამ­ხედ­რო კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-13 მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რეს. მისი სა­მიზ­ნე უკ­რა­ი­ნის გა­ზის წარ­მო­ე­ბის პლატ­ფორ­მებ­ზე გან­ლა­გე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა იყო“, - აცხა­დე­ბენ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით, თავ­დას­ხმის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და რა­დი­ო­ლო­კა­ცი­უ­რი სად­გუ­რი „ნევა“, რო­მელ­საც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სა­ჰა­ე­რო და წყალ­ზე­და ვი­თა­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის იყე­ნებ­და, ასე­ვე სა­წყო­ბე­ბი და კოშ­კუ­რა­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბლო­კი.

„კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნეთ მტერს, რომ შავ ზღვა­ში რუ­სუ­ლი ხა­რა­ხუ­რის ად­გი­ლი არ არის“, - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა