ENews.Ge ახალი ამბები

რას წერს ბიჭი, რომელიც მტკვარში გადავარდნილი მანქანიდან მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს?

რამდენიმე დღის წინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მდინარეში მანქანა გადავარდა.

ავტომობილის 4 მგზავრიდან მაშველებმა ერთი იმავე დღეს ამოიყვანეს, ორის ცხედარი გუშინ იპოვეს, კიდევ ერთ მგზავრს, გიორგი შამუგიას, კი ამ დრომდე ეძებენ.

უტა ელი­ა­ვასა და და­ვით ოსეტ­რო­ვის ცხედრები წყალში გუშინ იპოვეს, გიორგი შამუგიას ძებნის სამუშაოები გრძელდება, გადარჩენილი კი გიორგი თოლორაიაა.

მან სოციალურ ქსელში ორი ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

„თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. უწიკ ჩემი ძმა ხარ! მაგარი კაცი! ჩამახუტა ახლა, ჩამაკოცნინა თქვენი თავი…

ჩემი ცხოვრება შაგუ, ჩემი კაცი, შენთანაა ჩემი სულიც! მიყვარხარ მაგრად ძმაკაც სადაც ხარ, როგორც ხარ! მაგრაად იყავი! აქ ვარ მეც, შენთან, ჯიმა, აწ და მარადის…“, – წერს თოლორაია.

https://www.facebook.com/share/1C4rvV8oHZ/?mibextid=wwXIfr

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა