ENews.Ge ახალი ამბები

სიკვდილი საკუთარ ქორწილში - ტრაგედია ინდოეთში

ინ­დო­ე­ლი წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი დღე კოშ­მა­რად იქცა. რო­გორც კი სი­ძემ და­ას­რუ­ლა მან­გალ­სუტ­რას შეკ­ვრის წმინ­და რი­ტუ­ა­ლი (ტრა­დი­ცი­უ­ლი ყელ­სა­ბა­მი, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბის და­სა­წყისს სიმ­ბო­ლოა)бის პა­ტარ­ძლის, ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის წი­ნა­შე წა­იქ­ცა. 25 წლის პრა­ვინ­მა უე­ცა­რი გუ­ლის შე­ტე­ვა და­ე­მარ­თა და გარ­და­იც­ვა­ლა.

ინ­ცი­დენ­ტი ინ­დო­ეთ­ში მოხ­და. ქორ­წილს უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ეს­წრე­ბო­და, ირ­გვლივ მუ­სი­კა და სი­ცი­ლი ის­მო­და. ად­გილ­ზე მყო­ფი ერთ-ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით, პრა­ვინ­მა მან­გალ­სუტ­რას ყელ­სა­ბა­მის შეკ­ვრის დას­რუ­ლე­ბი­დან მა­ლე­ვე უე­ცა­რი ტკი­ვი­ლი იგ­რძნო გულ­მკერ­დის არე­ში. წა­მებ­ში მან წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა და ძირს და­ე­ცა.

მოწ­მე­ე­ბი იხ­სე­ნე­ბენ ქა­ო­სი­სა და პა­ნი­კის სცე­ნას. მის­მა შო­კი­რე­ბუ­ლებ­მა მშობ­ლებ­მა, სწრა­ფად იმოქ­მე­დეს და შვი­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად უახ­ლო­ეს კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს. მაგ­რამ იქა­ურ ექი­მებს ვე­რა­ფე­რი შეძ­ლეს - მათ პრა­ვი­ნი გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. მისი ცხე­და­რი შემ­დგომ­ში გაგ­ზავ­ნეს გაკ­ვე­თა­ზე გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად.

დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნია იმა­ვე ად­გი­ლას გა­ი­მარ­თა, სა­დაც ქორ­წი­ლის აღ­ნიშ­ვნა იყო და­გეგ­მი­ლი.

ბოლო წლებ­ში ინ­დო­ეთ­ში ახალ­გაზ­რდებ­ში გულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა გახ­შირ­და. სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თე­ბერ­ვალ­ში, 23 წლის ქალი გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა მად­ჰია პრა­დეშ­ში, ქორ­წი­ლის სან­გი­ტის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ცეკ­ვის დროს. რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე კი, უტარ პრა­დე­შის ალი­გარ­ჰის 14 წლის მოს­წავ­ლე გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა სკო­ლის სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის ვარ­ჯი­შის დროს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა