ENews.Ge ახალი ამბები

„პირველი დაბადების დღე უთქვენოდ, აუტანელია ეს ყველაფერი" - ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ



ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერიის ცამოწოლის შედეგად დაღუპული გოგონების დედა ემოციურ პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს:

სტიქიამ სოფელში 9 ადამიანი, მათ შორის, არასრუწლოვნები იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის არიან გია რობაქიძე და მისი სამი შვილი. ტყუპი დები დღეს 15 წლის გახდებოდნენ.

„პირველი დაბადების დღე უთქვენოდ... ადრე ვითვლიდი, უჩემოდ-თქო, ახლა პირიქითა დედი... აღარ ისმოდა თქვენი სიცილი, კისკისი და მადლობები... დეე, მხოლოდ ტირილი და ცრემლი იყო...

როგორ გიყვარდათ და ემზადებოდით ამ დღისთვის დეე... აუტანელია ეს ყველაფერი... ნეტავ ისევ უჩემოდ აღგენიშნათ დე...", - წერს ტრაგიკულად დაღუპული გოგონების დედა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა