რა ჩანს ფარულ ჩანაწერში, რომელსაც შსს ავრცელებს - დაკავებულია ხუთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს, მათ შორის ოთხი ნარკორეალიზატორია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან: 1986 წელს დაბადებული გ.ს., 1980 წელს დაბადებული შ.კ., 1989 წელს დაბადებული ზ.ვ., 1968 წელს დაბადებული ზ.ტ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.












