უბედური შემთხვევა ხონში - მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა.
- არსებული ინფორმაციით, დაღუპული ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან არის.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.












