ENews.Ge ახალი ამბები

„შვილს ელაპარაკებოდა ტელეფონზე, რაღაც კარგად ვერ ვარო და წაიქცა. ტელეფონი რომ გაუვარდა ხელიდან საათნახევარი ვეძახოდი დედა დედაო და არ მპასუხობდაო...“ - ვინ აღმოჩნდა უცებ დაღუპული ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი?



ქალაქ ნეაპოლში ახალგაზრდა ემიგრანტი 37 წლის ნათია ქადარია, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. 

„წელიწადიც არ იქნება რაც წავიდა იტალიაში. გარდაცვალების დღეს, თავის შვილს ელაპარაკებოდა ტელეფონზე და რაღაც კარგად ვერ ვარო და წაიქცაო. 

ტელეფონი ხომ გაუვარდა ხელიდან საათ ნახევარი ვეძახოდიო, დედა დედაო და არ მპასუხობდაო. ნახეს რომ წაიქცა და ის ვისაც უვლიდა, ის ქალიც ყვიროდა თურმე და მერე მიხვდნენ რომ გარდაიცვალა. 

სასწრაფო რომ მოვიდაო იმათი ხმაც გვესმოდაო და მერე აიღესო ტელეფონი იატაკზე იდო ალბათ. სასწაული ნახა თავის შვილმა ასეთი ბედისწერა არ ვიცი მართლა“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.

ცხედრის ექსპერტიზას 10-15 დღე დასჭირდება, რის შემდეგ იტალიიდან ჩამოასვენებენ ზუგდიდში თავის სახლში და მერე ენგურის ხიდით გადასვენებენ ოკუპირებულ გალში.

"განა ეს იყო დედი ჩვენი ბოლო შეხვედრა? ღმერთმა რატომ გამწირა ისე, რომ უდედოდ გავაგრძელო ცხოვრება. უშენოდ გული მიკვდება ცივი მიწისთვის როგორ გაგიმეტო დე.

უშენოდ რომ ვერ ვძლებდი ერთმანეთს სულ ვურეკავდით ახლა ვის დაველაპარაკო?

თვალწინ შენი ბოლო ამოსუნთქვა რატომ მანახე ცოცხლად მომკალი, რომ მცოდნოდა ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო, არ გაგიშვებდი, არაა“, - წერს გარდაცვლილი ქალის შვილი სოციალურ ქსელში.

tia.ge

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა