ENews.Ge ახალი ამბები

წარუმატებელი სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ, ქალს სახე “დაეშალა" - "საშინელებათა ფილმში ვიყავი, ყველაფერს ვგრძნობდი, დაახლოებით 25 ინექცია გამიკეთეს"

Mirror-ი 40 წლის ბრი­ტა­ნე­ლი ქა­ლის, ლიან ება­ი­ან­სის ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის­თვის თურ­ქეთ­ში გაფ­რინ­და და სურ­და მისი 13 წლის ვი­ნი­რე­ბი იმპლან­ტე­ბით შე­ეც­ვა­ლათ.

თუმ­ცა, რო­გორც ორი შვი­ლის დედა აცხა­დებს, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი კბი­ლის იმპლან­ტა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ სახე “და­ე­შა­ლა“ და დღემ­დე „ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი ტკი­ვილს“ გა­ნიც­დის.

ლიან ება­ი­ან­სის სახე ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ


ლიან ება­ი­ან­სი ჰყვე­ბა, რომ მას სტო­მა­ტო­ლოგ­მა ზედა ყბა­ზე 8 იმპლან­ტი, ხოლო ქვე­და ყბა­ზე 7 იმპლან­ტი ჩა­უს­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად მას ხრახ­ნე­ბი ჩა­უს­ვეს და დრო­ე­ბი­თი იმპლან­ტე­ბი და­უ­მონ­ტა­ჟეს. ხუთი თვის შემ­დეგ კი მუდ­მი­ვი კბი­ლე­ბის ამო­სა­ღე­ბად თურ­ქეთ­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. თუმ­ცა, ხრახ­ნე­ბის ჩას­მი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, მას ძლი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი და სი­ნუ­სი­ტი და­ე­წყო.

მისი თქმით, პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და, რო­დე­საც სა­ხის ფორ­მა შე­იც­ვა­ლა და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბი და­უ­ნიშ­ნეს.

კერ­ძო სტო­მა­ტო­ლოგ­თან ჩა­ტა­რე­ბულ­მა სკა­ნი­რე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მას ცხვი­რი და სი­ნუ­სი შიგ­ნი­დან აქვს გახ­ვრე­ტი­ლი.

„ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ტკი­ვილს გან­ვიც­დი. თით­ქმის ყო­ველ დღე გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შევ­დი­ვარ და გა­მოვ­დი­ვარ. სა­ხე­საც კი ვერ ვე­ხე­ბი. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს სა­ხე­ში გა­ტე­ხი­ლი მინა მომ­ხვდა.

ჩემი სახე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ლა­მა­ზი ღი­მი­ლი აღა­რას­დროს მექ­ნე­ბა. ახლა კბი­ლე­ბი არ მაქვს, მხო­ლოდ ხრახ­ნე­ბი მიდ­გას. ეს სამ­შო­ბი­ა­რო ტკი­ვილ­ზე უა­რე­სია,“ - ჰყვე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

„რო­დე­საც ინექ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი რა­უნ­დი გა­ვი­კე­თე და კბი­ლე­ბის ამო­ღე­ბა და­მი­წყეს, ყვე­ლა­ფერს ვგრძნობ­დი. ექ­ვსი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 25 ინექ­ცია გა­მი­კე­თეს. სი­ნუ­სე­ბის ლიფ­ტინ­გი ისე­თი იყო, თით­ქოს ცხვირ­ში რა­ღა­ცას მი­ჭერ­დნენ.

სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილმში ვი­ყა­ვი, სრუ­ლი­ად ფხიზ­ლად ვი­ყა­ვი. ამიყ­ვა­ნეს და ლა­მაზ სას­ტუმ­რო­ში და­მაბ­რუ­ნეს, სა­დაც სხვა კლი­ენ­ტე­ბიც იყ­ვნენ, რომ­ლებ­საც იგი­ვე პრო­ცე­დუ­რა ჩა­უ­ტარ­დათ. ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­რე­კე ჩემს მე­გობ­რებ­სა და ოჯა­ხის წევ­რებს, ვტი­რო­დი რად­გან ძა­ლი­ან მტკი­ო­და და იქ მარ­ტო ვი­ყა­ვი.

ვერ ჭამ, პირი შე­შუ­პე­ბუ­ლი გაქვს და ხრახ­ნე­ბი გა­მო­წე­უ­ლია, ამი­ტომ მში­ე­რი ვი­ყა­ვი,“ - აცხა­დებს 40 წლის ქალი.

  • რო­გორც პა­ცი­ენ­ტი ჰყვე­ბა, კბი­ლე­ბი მას აე­რო­პორტვი­ში­ვე ას­ტკივ­და. თუმ­ცა, დრო­ე­ბი­თი იმპლან­ტე­ბი ეკე­თა და თავ­და­პირ­ვე­ლად არა­ფე­რი ეტყო­ბო­და. შემ­დეგ კი გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლი და­ე­წყო და გა­და­წყვი­ტა ის ყი­ნუ­ლის და­დე­ბით გა­ე­ყუ­ჩე­ბი­ნა.
ლიან ება­ი­ან­სი ოპე­რა­ცი­ამ­დე


„თავ­და­პირ­ვე­ლად ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ამად ღირ­და, რად­გან ეს იდე­ა­ლუ­რი ღი­მი­ლის და­სა­წყი­სი იყო და თავს ლა­მა­ზად ვგრძნობ­დი. ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი ოთხი თვის შემ­დეგ და­ი­წყო. მაქვს სი­ნუ­სე­ბის პრობ­ლე­მე­ბი, რაც აქამ­დე არას­დროს მქო­ნია.

მარ­ტში კერ­ძო სტო­მა­ტო­ლოგ­თან, Droitwich Dental Studio-ში ვი­ყა­ვი და 4D სკა­ნი­რე­ბა გა­მი­კე­თეს. მი­თხრეს, რომ ერთი იმპლან­ტი სი­ნუ­სებს მიხვრეტ­და, მე­ო­რე კი ცხვირს,“ - აცხა­დებს ის.

მას შემ­დეგ, რაც მის­მა სტო­მა­ტო­ლოგ­მა უთხრა, რომ შე­საძ­ლოა ყვე­ლა იმპლან­ტის ამო­ღე­ბა და ხე­ლახ­ლა და­მონ­ტა­ჟე­ბა დას­ჭირ­დეს, ორი შვი­ლის დედა მკურ­ნა­ლო­ბის­თვის თან­ხებს აგ­რო­ვებს.

წყა­რო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა